Здравоохранение/биобезопасность

იცავენ თუ არა ლომები და ვეფხვები რუსეთს კორონავირუსისგან?

24 March, 2020

2020 წლის 22 მარტს ფეისბუქ გვერდმა “ხელოვნური სუნთქვა” გაავრცელა ფოტო, რომელზეც ქუჩაში მოსიარულე ლომი იყო გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა აღწერა: “რუსეთის ქუჩებში 800-მდე ლომი და ვეფხვი გაუშვეს,  რათა კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე ხალხი სახლში დარჩეს”. “ხელოვნური სუნთქვის” პოსტს ამ დროისათვის 2 400-მდე მოწონება და 8 500-მდე გაზიარება აქვს.

"

ინფორმაცია, რომელსაც გვერდი “ხელოვნური სუნთქვა” აქვეყნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ფოტო გადაღებულია არა რუსეთში, არამედ სამხრეთ აფრიკაში, 2016 წელს.

  • ფოტო სამხრეთ აფრიკაშია გადაღებული

ფოტო, რომელსაც ფეისბუქ გვერდი “ხელოვნური სუნთქვა” რუსეთში გაშვებული ლომების და ვეფხვების შესახებ ინფორმაციის მტკიცებულებად იყენებს, ფილმის გადაღებებიდანაა. ფოტო არც რუსეთს ასახავს და არც 2020 წელს კორონავირუსთან ბრძოლას, ის 2016 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში გადაიღეს. 2016 წელს ამ ფაქტთან დაკავშირებით "Daily Mail"-მა სტატიაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ლომი, რომელიც ფოტოზეა ასახული დროებით იქნა წაყვანილი ადგილობრივი The Lion & Safari Park -იდან. რაც შეეხება რუსეთში ლომებისა და ვეფხვების გაშვებას ხალხის, ქვეყანაში მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში არ დადასტურებულა.

დეზინფორმაცია ასევე გადაამოწმეს სხვა საინფორმაციო სააგენტოებმა და ფაქტჩეკინგის პლატფორმებმა, მათ შორისაა: INDIA TODAY, REPUBLIC.TV, Alpha Time News და Snopes.

ფოტო ყალბი ინფორმაციით ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

22 მარტს აღნიშნული ფოტო იდენტური დეზინფორმაციით სხვა ფეისბუქ გვერდებმაც გაავრცელეს: “მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები” “ყველაზე დაბალი ფასები. ფასდაკლებებიი”, “ნ10ას სამყარო

დეზინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე საეჭვო უცხოენოვან მედიაშიც: ghanamma.com, Thedistin.com , phxfeeds.com.

"


მოამზადა ლიკა ბუჩუნტელმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია