მითების დეტექტორის ლაბორატორია - II ჯგუფი

1qირაკლი იაგორაშვილი

ირაკლი იაგორაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. 2013 წლიდან ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. მონაწილეობდა გაეროს ასოციაციის პროექტებში - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) და „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA). 2015 წელს, მოკლე ვიზიტორთა გაცვლითი პროგრამით, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2016 წელს, თელავის ამერიკულ კუთხეში მუშაობდა სტაჟიორად. დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, ძირითადად კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებით.  ჩართულია ორგანიზაცია „ლიბერალური ხაზის“ პროექტებში. 

გამოქვეყნებული მასალები:
მითები ლავრენტი ბერიას შესახებ

ინტერვიუ: ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი


Politicano საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის ოკუპაციას ამართლებს

ინფოგრაფიკა - ვილნიუსი: რუსეთის იმპერიის და საბჭოთა ოკუპაციის ქრონიკა 1795-1990

ისტორიის გაყალბება: 1801 წელს საქართველო რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდა

თაიმლაინი: საქართველო რუსეთის ურთიერთობა 1783-1918

 

გვანცა დევიძეგვანცა დევიძე

გვანცა დევიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი 2017 წელს დაამთავრა. მუშაობდა უნივერისტეტის გაზეთში, ასევე იყო ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რეპორტიორი. დაინტერესებულია კვლევითი საქმიანობით, აქვეყნებდა საკონფერენციო ნაშრომებს „მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრში (MCERC), სადაც მონიტორად მუშაობდა. გვანცამ სტაჟირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაიარა. ამჟამად, თვითდასაქმებულია და მოსწავლეებს უცხო ენაში ამზადებს.

გამოქვეყნებული მასალები:
ბრიტანეთი ტერმინის “ორსული ქალები” ჩანაცვლებას არ ითხოვს

ალტ-ინფოს და Breitbart-ის მანიპულაცია პოლონელი კათოლიკეების მსვლელობაზე

3 ტყუილი უვიზო მიმოსვლის შესახებ

ინფოგრაფიკა: 3 ტყული უვიზო მიმოსვლის შესახებ

გურამ ვაშაყმაძეგურამ ვაშაყმაძე

გურამ ვაშაყმაძემ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016 წელს დაამთავრა. არის ეროვნული სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრი. დაკავებულია, სპორტული მულტიმედია აქტივობებით და სათავგადასავლო ტურიზმით. დაინტერესებულია, მედიით, პოლიტიკით და სოციალური მეცნიერებებით. აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც ქართულ საჯარო და კერძო სექტორში ('კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო', ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შპს. 'კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი'), ასევე უცხოურ მედია კოპმანიებში (Red Bull Media, Teton Gravity Research).

გამოქვეყნებული მასალები:
როგორ აღწევს ვირუსული BitCoinMiner.SX კომპიუტერში კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად

Npa.ge-ს ვიდეომანიპულაცია, თითქოს არაბები ნარიყალაზე ქრისტეს შეურაცხყოფენ

ინტერვიუ: დავით ქვათაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს CERT მენეჯერი

ეკატერინე ჯანიაშვილიეკატერინე ჯანიაშვილი

ეკატერინე ჯანიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების, მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად, არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტის, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ მონაწილე. 2011-2012 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატთან არსებული „ბავშვთა საბჭოს“ წევრი.

გამოქვეყნებული მასალები:
“ასავალ-დასავალი” За Русское Дело-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მეფის რუსეთში რევოლუცია პროლეტარებს არ მოუხდენიათ

დავით გელაძედავით გელაძე

დავით გელაძე  კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის სტუდენტია. არის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კამპანიის „არა ნარკოტიკს, შევცვალოთ დამოკიდებულება“ 2015 წლის გამარჯვებული. ამავე წელს, იყო საზაფხულო სკოლის მონაწილე „ბაქსვუდის სკოლაში“. გარდა ამისა, დავითი ინტელექტუალური თამაშის, „რა სად როდის?“ გორის რაიონის გამარჯვებულია. მონაწილეობდა პროექტებში „მე და კონსტიტუცია“, “იმიტირებული სასამართლო“. ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მე-8 საერთაშორისო ფორუმზე, წარმოადგენდა „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის საინიციატივო ჯგუფს.

გამოქვეყნებული მასალები:
დეზინფორმაცია: აშშ-მა ოკუპირებულ ყირიმში ტერორისტული აქტები მოაწყო

ელენე ცუცქირიძეელენე ცუცქირიძე

ელენე ცუცქირიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. ელენე კოალიცია "განათლება ყველასათვის საქართველო"-ში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ასისტენტად მუშაობდა. ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. 

გამოქვეყნებული მასალები:
კონსპირაციები ადამიანების „მასობრივ დაჩიპვაზე“  რუსულ და ქართულ მედიასაშუალებებში

გიფი: ქართველი ასტროლოგი რუსულ ორბიტაზე

 

იოსებ ძამუკაშვილიიოსებ ძამუკაშვილი

იოსებ ძამუკაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. პოლიტიკის მეცნიერებას პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში სწავლობდა (2014 -2015 წელი). ასევე, „ერასმუს+“-ის პროგრამით გაიარა, ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის ევროპათცოდნეობის კურსი. 2015 წელს იყო, ოქსფორდის უნივერსიტეტის გაეროს კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენელი. იოსები სხვადასხვა ორგანიზაციაში მოხალისედაც მუშაობდა. ამჟამად, Erasmus Student Network-ის წევრია. აინტერესებს პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები, ევროპათმცოდნეობა და უსაფრთხოების სფერო.
მისი ჰობია ფოტოგრაფია, წიგნები, კლასიკური მუსიკა და ფიგურული სრიალი, აქვს მონეტების კოლექცია, რომელსაც ბავშვობიდან აგროვებს. უყვარს მოგზაურობა, ნამყოფია დაახლოებით 20 ქვეყანაში. მომავალში გეგმავს მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოინახულოს. აპირებს, შექმნას სამოგზაურო ბლოგი და მოგზაურობის შესახებ წეროს. ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.  

გამოქვეყნებული მასალები:
დეზინფორმაცია: ახალი კანონით ჰოლანდიაში ჰომოსექსუალს 12 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება შეუძლია


GEWORLD.GE-ს და რუსული მედიის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთს შეიძლება პოლიტიკური სანქციები მოუხსნან

პატრიოტთა ალიანსის მტკიცება, თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გვარის ქართულად შეცვლა შეუძლიათ, სიცრუეა

ინტერვიუ: გიორგი ანთაძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თამარ გეგიძეთამარ გეგიძე

თამარ გეგიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფიის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტია. წარსულში, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
თამარი "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრსა" და "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბში" სწავლობდა. იყო On.ge-ის ჟურნალისტი, ასევე, სააგენტო არილი TV-ს რედაქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოციალური მედიის მენეჯერისა და პიარ მენეჯერის პოზიციებზე. სურს, კარიერა ჟურნალისტიკაში გააგრძელოს.

გამოქვეყნებული მასალები:
მანიპულაციებითითქოს ასოცირების შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს

ვიდეო: პრორუსული პარტიებიც დასავლურ ინსტიტუტებს ენდობიან!

პრორუსული პარტიებიც დასავლურ ინსტიტუტებს ენდობიან

რავილ მამედოვირავილ მამედოვი

რავილ მამედოვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „თვითგანვითარების უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
წარსულში მუშაობდა რადიო “AGFM” -ის წამყვანად. ფლობს: რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებს.

გამოქვეყნებული მასალები:
“საქინფორმის” ფოტომანიპულაცია  აშშ-სა და უკრაინას ნაციზმის მხარდამჭერებად წარმოაჩენს

თამარ ჯიბუტითამარ ჯიბუტი

თამარ ჯიბუტი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის, მეოთხე კურსის სტუდენტია. 2016 წელს, საზაფხულო გაცვლითი პროგრამით, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას სწავლობდა. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის Youth Atlantic Treaty Association (YATA) და European Youth Parliament (EYP).
დაინტერესებულია ეკონომიკით, ვიზუალური ხელოვნებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ფლობს, ინგლისურ ენას. როგორც თვითონ ამბობს, ჯერ-ჯერობით გაქცეული ფრანგისა და ესპანელის მობრუნებაც შეუძლია. თუმცა, მომავალში აპირებს კიდევ ბევრი უცხო ენა შეისწავლოს.
 

გამოქვეყნებული მასალები:
Geworld-ი ევროპაში მუსლიმთა რაოდენობის შესახებ  ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

ინფოგრაფიკა: მუსლიმი მოსახლეობის წილი ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში

giorgiგიორგი რიჟვაძე

გიორგი რიჟვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. გაიარა, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“  ერთწლიანი კურსი (2016-2017 წ). წერს ბლოგებს. უყვარს ბანაკები, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, თეატრსა და ოპერაში სიარული, ფილმებისა და საინტერესო ვიდეოების ყურება. სურს გაიგოს ყველა სფეროზე მინიმალური ინფორმაცია მაინც. აინტერესებს ფილოსოფია, პოლიტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოჩენილ ადამინთა ბიოგრაფიები, კოსმოსი და მსოფლიოში მიმდინარე ამბები.

გამოქვეყნებული მასალები:
მტკიცება, თითქოს „საბჭოთა აღმშენებლობის“ დროს დასავლეთში მეტროპოლიტენზე ოცნებობდნენ, მცდარია

StoryMap: მსოფლიოს უძველესი მეტროპოლიტენები

ლიანნალიანნა ელოიანი

ლიანნა ელოიანი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. 2014 წლიდან არის თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი და ერთ-ერთი აქტიური მოხალისე. მონაწილეობდა პროექტებში: ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“,  ,,1+1=ერთიანი საქართველო", ,,ბუნების დამცველები“, ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, ,,ტუტორიუმი 2016“ და სხვა. ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ფლობს: სომხურ, რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებს.

გამოქვეყნებული მასალები:
სპეკულაციები სკოლამდელი აღზრდის ახალი სტანდარტის შესახებ

ინტერვიუ: ნინო ბესელია
საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს  უფროსი

ინტერვიუ: მაია ყუფარაძე
Unicef-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

მარიამ ფაცაციამარიამ ფაცაცია

 

მარიამ ფაცაციამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2017 წელს დაამთავრა. მარიამმა სტაჟირება ლტოლვილთა დანიის საბჭოში, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თბილისის ოფისში გაიარა.  2015 წელს გაცვლითი პროგრამით  ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიტვა) სწავლობდა. მისი კვლევის ინტერესია ნაციონალიზმი, კონფლიქტისა და მშვიდობის საკითხები.
მარიამი 2017 წლიდან გაზეთ „ობსერვერში“ ჟურნალისტის და თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობს.

გამოქვეყნებული მასალები:
ТАСС-ი და საქინფორმი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას აყალბებენ


2 ტყუილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

ინფოგრაფიკა: 2 ტყუილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

2 ტყუილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

მერაბ დობორჯგინიძემერაბ დობორჯგინიძე

მერაბ დობორჯგინიძე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. 2012-2013 წლებში სწავლობდა დებატების სკოლაში. ასევე, იყო ქალაქ ლანჩხუთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. მუშაობდა მოხალისედ  "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში" (2014-2015).  წერს ბლოგებს სამართლისა და პოლიტიკის თემაზე.

გამოქვეყნებული მასალები:
ისტორიის გაყალბება: ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებას სათავეში თურქი ოზგანი ედგა, კრემლი უდანაშაულოა

ინტერვიუ: მალხაზ პატარაია
"აფხაზთა კრების" წევრი

 

ლალიტალალიტა ალექსანდრია

ლალიტა ალექსანდრია საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტია. გაიარა ადამიანური რესურსების მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებების კურსები. არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის არაერთი პროგრამის მონაწილე, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.
ლალიტა არის რამდენიმე მოსწავლე-ახალგაზრუდული კონფერენციის, ლიტერატურული კონკურსის უმაღლესი ხარისხის დიპლომის მფლობელი. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სასწავლო კურსებში. ფლობს: ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს. ამჟამად, სწავლობს გერმანულ ენას. 

გამოქვეყნებული მასალები:
პრორუსული მედია 1937 წლის რეპრესიებს ამართლებს!

პატრიოტთა ალიანსის წევრის მანიპულაციური განცხადება NATO-რუსეთის დიალოგის შესახებ

თაიმლაინი: 1937 წლის მოვლენების ქრონოლოგია

მარიამ მუმლაძემარიამ მუმლაძე

მარიამ მუმლაძე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია. Socialshark-სა და Eventer.ge -ზე წერდა ბლოგებს სოციალური მედიის, ტექნოლოგიებისა და მოგზაურობის შესახებ. მარიამი იყო, ევროპის სტუდენთა ფორუმის (AEGEE) ვიცე-პრეზიდენტი და დღემდე აქტიურადაა ჩართული მის სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო პროექტში. აინტერესებს ხელოვნება, ფოტოგრაფია და თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი მათი გადაკვეთის წერტილი იზიდავს. 

გამოქვეყნებული მასალები:
მიგრანტების შესახებ “ანტილიბერალური არხის” ფოტომანიპულაცია, სინამდვილეში ფილმის კადრია

დეზინფორმაცია: როგორ ებრძოდა ევროკავშირი ბალტიისპირელ ძროხებს 800 ევროდ