10 ნოემბერი, 2020

კლონირებული abcnews-ი ივანიშვილის სახელით ხალხს მილიარდებს ჰპირდება

6 ნოემბერს საიტმა abcnews.com.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია , სათაურით: ,,ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება! მინდა დაგამშვიდოთ ჩემო ძმებო…”. მასალაში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სექტორისთვის მილიარდამდე ლარის გამოყოფას აპირებს. მისი ეს გადაწყვეტილება კი...
29 აპრილი, 2020

“სატყუარა პუტინი” და ქლიქბაითები, რომლებიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას გვპირდებიან

ქლიქბაით საიტები, როგორც წესი, ეკონომიკური მოგების მიზნით აუდიტორიის მოზიდვას სატყუარა სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით ცდილობენ. მათი მოტივაციაც სწორედ ეკონომიკური სარგებლის მიღების ინტერესით აიხსნება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, როცა ყვითელი შეფერილობის სენსაციურ მედია კონტენტში პოლიტიკური დატვირთვის მქონე ინფორმაციის შეფარულად განთავსებაც ხდება. გარდა...
1 აპრილი, 2020

გაოცებულია თუ არა ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს შედეგებით?

27 მარტს abcnews.com.ge-ზე გამოაქვეყნდა სტატია , სათაურით “გვაოცებს საქართველოს ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ! ყოჩარ [sic!], გაგვიზიარეთ როგორ ახერხებთ ამას!” სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველო კორონა ვირუსთან ბრძოლაში ლიდერია და ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, გაკვირვებულები არიან საქართველოს მყისიერი და სწორი ნაბიჯებით. სტატიას დონალდ...
25 მარტი, 2020

კლონირებული ABCNEWS-ი: რამდენი მილიონი ლარი გამოყო ივანიშვილმა ჯანდაცვისთვის?

23 მარტს საიტმა abcnews.com.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია , სათაურით “უპრეცედენტო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა 500 მილიონ ლარი გამოყო ჯანდაცვის მიმართულებით”. ტექსტში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი უწყებების გატარებული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ, რასაც ფონდი “ქართუს” მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების სია...
8 აპრილი, 2020

ყალბი BBC, CNN, ABC-ის დეზინფორმაცია, თითქოს ჰარვარდის პროფესორი COVID-19-ის შექმნის გამო დააკავეს

6-7 აპრილს რუსულ და ქართულ საიტებზე, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ლიბერი დააკავეს, რომელმაც ახალი კორონავირუსი შექმნა. სტატიებს იდენტური შინაარსი ჰქონდა, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ჩარლზ ლიბერი ვუჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა და სოლიდურ წლიურ...
22 ოქტომბერი, 2020

არის თუ არა ერაყი კოროვირუსისგან თავისუფალი ქვეყანა?

15 ოქტომბერს ვებ-გვერდზე “ publishers.ge ” გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არსებობს კორონავირუსის პანდემია და ის მასონების მიერაა მოგონილი იმისათვის, რათა დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს. ამ მოსაზრების არგუმეტად სტატიაში მოყვანილია ერაყის მაგალითი და მტკიცება იმის შესახებ, რომ ერაყში ვირუსი...
15 ივნისი, 2020

ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?

11 ივნისს ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა ონლაინ გამოცემა on.ge-ის სტატიის გაყალბებული სქრინი, სათაურით “პოემა ‘ვეფხისტყაოსანი’ რასისტულია და უნდა იკრძალოს, რადგან ხშირადაა გამოყენებული ‘მონა ზანგი’”. სქრინზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ფოტოა განთავსებული და აღნიშნულ ციტატაც სწორედ მას მიეწერება. აღნიშნული სქრინი...
7 ივლისი, 2021

მფარველობს თუ არა საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში ღმერთი და წარმატებული ჯანდაცვის სისტემა?

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ზიარდება 2020 წლის 12 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლის ოთარ მაჭარაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი , რომლის მიხედვითაც, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ მიმართვაში საქართველო ვირუსთან მებრძოლ სამაგალითო ქვეყანად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ქართველებს ღმერთი განსაკუთრებით მფარველობს, რადგან...
24 ოქტომბერი, 2020

ძველი დეზინფორმაცია კორონავირუსზე და ცრუ მკურნალობა “ხარისხის არხის” წამყვანისგან

22 ოქტომბერს “ხარისხის არხის” ტელეწამყვანმა დავით გიორგობიანმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი , რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლეა, კერძოდ, ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჩინეთის უნივერსიტეტსა და ვუჰანის კვლევის ლაბორატორიასთან კავშირის გამო დააპატიმრეს. ეს ფაქტი მისი...
10 დეკემბერი, 2018

“პოლიტიკანო” გაყალბებულ Telegraph-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ყველაზე კრიმინალური ქალაქია

2018 წლის 1 დეკემბერს ფეისბუქ გვერდზე “პოლიტიკანო” გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და კრიმინალური ქალაქია. ამის საილუსტრაციოდ პოლიტიკანოს არარსებული გამოკითხვები და Telegraph.rs-ის ინგლისურენოვანი სტატია მოჰყავს.