მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში

"წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის მიზანი ახალგაზრდა მუსლიმებში რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და ამ პროცესში მედიის როლის კვლევა იყო.

დაკვირვების საგანი ის ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებები გახდა, რომლებიც MDF-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მუსლიმმა ახალგაზრდებმა მათი ინფორმაციის წყაროებად დაასახელეს.

ანგარიშში მონიტორინგის მეთოდოლოგიის გარდა, ცალკე თავადაა შესული, თუ რა თემატიკას ანიჭებდნენ უპირატესობას სხვადასხვაენოვანი მედიები, ასევე ქართულ და რუსულ ტელევიზიებში ტერორიზმის გაშუქების მახასიათებლები. ანგარიშის I თავი ქართულ მედიას ეთმობა, II – რუსულს, III – აზერბაიჯანულს, IV – თურქულს, V-ში კი სოციალური მედიაა მიმოხილული.

ავტორები: თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა, სოფო ჩხაიძე
მონიტორები: თამარ გაგნიაშვილი, ხატია ლომიძე, სოფო გოგაძე, მარი გელაშვილი, რომა ბაინდურაშვილი, საბა ტაველიშვილი
მონაცემთა ანალიზი: მარიამ ცუცქირიძე
რეცენზირება: ბექა მინდიაშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია