ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

5მედიის განვითარების ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ანტიდასავლურირ იტორიკას საქართველოში და მედიის როლს მის გავრცელებაში

ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგისკენ მედიის განვითარების ფონდს ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლინებებზე დაკვირვებამ უბიძგა. ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პოლიტიკურად აქტიური მედია პლატფორმები და პოლიტიკური აქტორები ტირაჟირებენ ისეთ იდეებს ან მცდარ, შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლური პროგანდის ხასიათს ატარებს. პირველ თავში მოყვანილია მედია მონიტორინგის რაოდენობრივი მაჩვენებლები ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროების მიხედვით, მეორე თავი გზავნილების ტიპოლოგიის ანალიზს მოიცავს, მესამე – პროპაგანდის ტექნოლოგიებსა და შესაბამის მაგალითებს ასახავს,ხოლო მეოთხე თავი ქართულ მედიაში რუსულენოვან პროპაგანდას ეთმობა.მეხუთე თავი კი ანტიდასავლურ განწყობებს წყაროების მიხედვით მიმოიხილავს, მათ შორის მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსული წყაროების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს და საზოგადოების წარმომადგენლებს.

პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ის სხვადასხვა ფობიებთან ერთად, ანტიდასავლური განწყობების იდენტიფიცირებას და წყაროების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

გამოცემის თარიღი: ივნისი 2015
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: თამარ კინწურაშვილი, სოფო გოგაძე,თათა ქაფიანიძე,თამარ კანდელაკი