ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა

"

ანეკდოტური მტკიცებულება, არაფორმალური გზით შეგროვებული მონაცემებია, რომლებიც მეტწილად პირად გამოცდილებას ეფუძნება. ანეკდოტურ მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის დიდი სხვაობაა. მეცნიერული მტკიცებულება ეფუძნება სისტემატურ დაკვირვებას, გაზომვას, ექსპერიმენტს და მისი გადამოწმება თუ დადასტურება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად შეუძლია.

ანეკდოტური მტკიცებულება პერსონალურ გამოცდილებასა და იზოლირებულ მაგალითებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა/ისტორია სიმართლეა ან ტყუილი. რადგანაც ანეკდოტური მტკიცებულებების მთავარი საყრდენი პერსონალური გამოცდილებაა, მისი დამოუკიდებლად გადამოწმება, მეცნიერული მტკიცებულებებისგან განსხვავებით, შეუძლებელია.

როდესაც ადამიანს მტკიცედ სჯერა საკუთარი მოსაზრების, ის მხოლოდ იმ ინფორმაციას იმოწმებს, რომელიც მის რწმენებს ადასტურებს. ამას, ინფორმაციის მოძიების პროცესში “წინასწნარ განწყობასაც” უწოდებენ.

ანეკდოტური მტკიცებულებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველგან გვხვდება და მისი წყარო შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვისაც ვხვდებით: ოჯახის წევრი, მეზობელი, უბნის მაღაზიის მოლარე, სტილისტი, ტაქსის მძღოლი და სხვა.

წინამდებარე კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა, თუ რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია გავრცელებული დასავლეთთან მიმართებით საზოგადოებაში. ამასთანავე კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა საზოგადოების დამოკიდებულებები საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხისადმი.


მკვლევარები:

ირაკლი იაგორაშვილი (თელავი), ნიკა გურინი (ყვარელი), გიორგი რიჟვაძე (ხულო),
გიორგი ბოლქვაძე (ბათუმი), ლუსინე პიჩიკიანი (ახალქალაქი), ნატო ინასარიძე (ახალციხე),
მარიამ თოფჩიშვილი (გორი), თეონა ბაბუციძე (წეროვანი)

კითხვარი, მეთოდოლიგია:
თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა

რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი

ბმული: 
ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა