საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. დამოუკიდებლობა.com-ის თანახმად, „საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს. „საქართველო და მსოფლიოს“ მსგავსად, საქინფორმიც გამოირჩევა სიძულვილის ენის გაღვივებით. თურქოფობიულ შეფასებებში „საქინფორმი“ რუსეთის თურქეთის საპირწონედ წარმოჩენას და ყარსის ხელშეკრულებაზე დაუსაბუთებელი აპელირებას ახდენს.