პატრიოტთა ალიანსი 2012 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ პირველად მოიპოვა საკრებულოებში წარმომადგენლობა (5,37%), ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხმების 5,01%-ით – საკანონმდებლო ორგანოში მანდატები. პარტია საკუთარ თავს მემარჯვენე- კონსერვატიულ მიმართულების იდეოლოგიას მიაკუთვნებს. პატრიოტთა ალიანსის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე6 , რომელიც ქართულად ხელმისაწვდომი არ არის, პარტიის ხედვასა და პროგრამაში პატრიოტიზმი განმარტებულია, როგორც ეროვნულ სულთან შესაბამისობაში მოქმედება, რაც მათივე განმარტებით, ქართულ სულს გულისხმობს. ქართული სულის ტოლერანტობა, პატრიოტთა ხედვის თანახმად, სხვა ერებისგან ყველაფერი კარგის მიმღებლობისთვის მზაობას გულისხმობს, თუმცა ამავე დროს ხაზი ესმება მშობლიური ქართულის უპირატესობას. ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე პარტიას დეკლარირებული აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი და გამოთქმული აქვს სკეპტიციზმი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივასთან დაკავშირებით. პარტია ტვ „ობიექტივთან“ არის დაკავშირებული და აღნიშნული მედია საშუალების მსგავსად, თურქოფობიითა და ჰომოფობიით გამოირჩევა.