კისილიოვი დიმიტრი

დიმიტრი კისილიოვი Россия1-ის წამყვანი და რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული ტელევიზია Russia Today-ს ხელმძღვანელია. 2014 წლის 17 მარტის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი კისილიოვი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდა. სანქციები ითვალისწინებდა სანქციებში მოხვედრილი ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვას, ასევე ფიზიკურ პირებს ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის უფლება აეკრძალათ. კისილიოვმა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მიმართა და ევროკავშირის საბჭოს შავი სიიდან მისი გვარის ამოღება მოითხოვა. სასამართლომ კისილიოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ კისილიოვი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, რომელიც თავად პუტინმა დანიშნა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელად, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის სასარგებლოდ აშუქებს და უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების განთავსებას უჭერს მხარს.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist