საჩივრები

მედიის განვითარების ფონდი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ განვიხილავთ საჩივრებს “მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსის საფუძველზე. 

“მითების დეტექტორის” რედაქცია შესაძლებლობას აძლევს ყველა მხარეს, მოგვაწოდოს დასაბუთებული შენიშვნა მასალაში არსებული უზუსტობის შესახებ. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, შეავსოს ონლაინ აპლიკაცია, მოგვწეროს მეილზე (info@mdfgeorgia.ge), ფეისბუკის  ან სხვა სოციალური მედიის მეშვეობით და მოგვაწოდოს მასალასთან დაკავშირებული კომენტარი და დასაბუთებული შენიშვნა მასში არსებული უზუსტობების ან შეცდომის შესახებ. 

რედაქცია დროულად განიხილავს მომართვას და აცნობებს მხარეს თავის გადაწყვეტილებას. შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, შესწორება ყველა შესაძლო ფორმატში დაუყოვნებლივ მოხდება. 

გრამატიკული ან მექანიკური შეცდომა (სპელინგი), რომელიც მკითხველის ამბის აღქმაზე არსებითად არ მოქმედებს, ტექსტში პირდაპირ შესწორდება.

არსებითი შეცდომის შემთხვევაში, რედაქცია მკითხველს ბოდიშს მოუხდის და შესწორებას სტატიის შესავალ ნაწილშივე განათავსებს, სადაც შეძლებისდაგვარად ამომწურავად იქნება ახსნილი, რამ განაპირობა შეცდომა და მკაფიოდ იქნება მითითებული ახლადგამოვლენილი ფაქტები და გარემოებები.

იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების განვითარება სტატიის შინაარსს არსებითად ცვლის, სტატიის შესავალშივე განთავსდება განახლება, სადაც ახლადგანვითარებულ ფაქტობრივ გარემობებზე იქნება მითითება.