მითების დეტექტორის ლაბორატორია - V ჯგუფი

ავთოავთო შავაძე

ავთო შავაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. სკოლიდანვე დაინტერესებული იყო ჟურნალისტიკით, ადამიანის უფლებებითა და ეკოლოგიით. მის ანგარიშზე ოთხი სოციალური პროექტია განხორციელებული. მიაჩნია, რომ მისი აქტიური სამოქალაქო ცხოვრება ,,საქართველოს ახალგაზრდული იდეის" წევრობამ განაპირობა. უყვარს ჟურნალისტიკა, მოგზაურობა, ფოტოგრაფია.

საკონკურსო ნამუშევარი:

ერთფეროვანი ჟურნალისტები, მედია, როგორც ჰომოფობიის წყარო 

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს “ბავშვთა კოდექსი” ქართველ მამას არატოლერანტულად მიიჩნევს

ალაალა მამარიანი

ალა მამარიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, კონფლიქტოლოგიის მიმართულებით. არის konrad adenauer stiftung–ის პოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებული, აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდულ საქმიანობაში და საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში, არის World Vision-ის ახალგაზრდული მუშაკი. არის ძალიან ცნობისმოყვარე და ძალიან უყვარს მოგზაურობა. ამჟამად ფლობს ხუთ ენას: ქართული, კურმანჯი, ინგლისური, რუსული და ფრანგული.

საკონკურსო ნამუშევარი:

უღმერთოთა კავშირი და ანტირელიგიური პროპაგანდა საბჭოთა კავშირში   

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში მიგრანტების რაოდენობა იზრდება

გიგაგიგა თეგერაშვილი

გიგა თეგერაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პირველი კურსის სტუდენტია. რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საკითხებში და დღესაც ამ კუთხით მოღვაწეობს.

giorgiგიორგი ინალიშვილი

გიორგი ინალიშვილი  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. განსაკუთრებით არის დაინტერესებული ესპანეთითა და ლათინური ამერიკით, შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ესპანეთის კატალონიის რეგიონის სეპარატიზმის საფუძვლებსა და მიზეზებს. აწარმოებს საკუთარ ბლოგს პოლიტიკაზე და არამარტო. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. გარდა ამისა, გატაცებულია ფოტოგრაფიით და უყვარს მოგზაურობა.

საკონკურსო ნამუშევარი:

ძველით ახალი მნიშვნელოვანი მოვლენების გავლენა საბჭოთა გაზეთ "კომუნისტსა" და სატირულ ჟურნალ "ნიანგზე" 

მომზადებული მასალები:

ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს Youtube არმოწონების ღილაკს “ლიბერალური პროპაგანდის” დასაცავად აუქმებს

giorgiგიორგი ლოლაძე

გიორგი ლოლაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს "მომავალ დიპლომატთა კლუბის" დიპლომატიის სკოლაში პოლიტიკურ იდეოლოგიების შესახებ, ასევე იყო "სამოქალაქო ქმედების სკოლის" პოლიტიკის მოდულის ლექტორი. გავლილი აქვს სტაჟირება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში." ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

საკონკურსო ნამუშევარი:

ანტიდასავლური ნარატივები უსაფრთხოების სფეროში

მომზადებული მასალები:

სპუტნიკის 2 მითი პოლონეთის შეიარაღებასა და NATO-ში მის სტატუსზე

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის კიბერშეტევებს მხოლოდ ერთი წყარო ადასტურებს

StoryMap:

რუსეთის კიბერშეტევები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოზე

gigiგიგი გიოშვილი

გიგი გიოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტიa. 2014-2018 წლებში სწავლობდა თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ისტორიის მიმართულებით. 2018 წელს გადიოდა სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში (პირველი რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრ-ბიბლიოთეკა). მონაწილეობა აქვს მიღებულ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე საზაფხულო სკოლებში. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიის.

საკონკურსო ნამუშევარი:

4 მითი სტალინის შესახებ

1qგიორგი ორკოდაშვილი

გიორგი ორკოდაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების პირველი კურსის სტუდენტია. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (FLEX) 2017–2018 სასწავლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა, სადაც აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხროციელებაში. გიორგი 2018 წლიდან მუშაობს გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია  CENN-ში. უყვარს მოგზაურობა, ლაშქრობა და თავგადასავლები. 

საკონკურსო ნამუშევარი:

პაპილომასთან მებრძოლი ვუნდერკინდის თავგადასავალი

მომზადებული მასალები:

როგორ მაქცია რუსულმა საიტმა პაპილომასთან მებრძოლ ყალბ ,,ვუნდერკინდად ”

დეზინფორმაცია, თითქოს აფხაზეთში უფლებები ისევე ირღვევა, როგორც ევროპაში

დდავით მჟავანაძე

დავით მჟავანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, მესამე კურსის სტუდენტია. მონაწილეობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტში “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი”. არის მკვლევარი 2018 წლის თებერვლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ პროექტ „ფლანგვის დეტექტორში“. იყო EECM- ის პატრონაჟით შექმნილი „თბილისის დემოკრატიის სკოლის“ მონაწილე. დაინტერესებულია საზოგადოებრივი, პოლიტიკური საკითხებით. ცდილობს იყოს აქტიური მოქალაქე.

საკონკურსო ნამუშევარი:

20 ივნისის ისტორიები 

მომზადებული მასალები:

გამქრალი 5 საუკუნე: “ობიექტივის” წამყვანი საბჭოთა ანექსიას ისტორიულ გამთლიანებას უწოდებს

დეზინფორმაცია, თითქოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას ერიდება

ინფოგრაფიკა:

რეალური ისტორია VS. ვალერი კვარაცხელიას ვერსია

ვეყნები, რომლებმაც 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს

დდიანა გევორქიანი

დიანა გევორქიანი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად მუშაობს სარეკლამო კომპანიაში „360 Advertising Space” და ჩართულია პროექტში “კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”; ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, როგორებიც არის: „გლობალური გამოწვევების ფორუმი 2018“, „ბიზნეს ანბანის სკოლა“, „სამოქალაქო ქმედება“. უყვარს საინტერესო ინფორმაციის მიღება და გაზიარება.

ეელდარ ჯავახიძე

ედარ ჯავახიძე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. სხვადასხვა დროს იყო  ხულოს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, ზემო აჭარის ახალგაზრდული თვითთმმართველობის რეგიონალური მენეჯერი, სტუდენტური გაერთიანება "ალკინოოს"-ის გამგეობის წევრი და პროექტის "ახალგაზრდული ფორუმები ხულოში" ავტორი.

საკონკურსო ნამუშევარი:

უცნობი ტროლების ნაცნობი როლები 

მომზადებული მასალები:

მითი, თითქოს რუსეთს საერთაშორისო სამართალი არასოდეს დაურღვევია

თებერვლის თვის მითები

ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს შოტლანდიაში ტრანსგენდერი ქალი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლეს

„რეზონანსის“ მანიპულაცია, თითქოს საქართველოსთვის DCFTA-ს სარგებელი არ მოაქვს

ვიდეო:

ინტერვიუ ბადრი გელიტაშვილთან

21თამუნა მაჭარაშვილი

თამუნა მაჭარაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერებების დიდაქტის მაგისტრია. ამჟამად მუშაობს  სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012-2014 წლებში იყო პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მოხალისე მასწავლებელი, ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში სადაც ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენას ასწავლიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებში და განხორცილებეული აქვს რამდენიმე პროექტი, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, სოციალური მეწარმეობით და სურს მომავალში ჰქონდეს საკუთარი სოციალური საწარმო, რომლის მიზანიც იქნება შშმ პირების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება.

საკონკურსო ნამუშევარი:

მითები ყარსის ხელშეკრულებაზე

მომზადებული მასალები:

განმეორებითი კონსპირაციები ყარსის ხელშეკრულების შესახებ

12თორნიკე აბულაძე

თორნიკე აბულაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციოლოგიის მესამე კურსის სტუდენტია. მონაწილეობდა ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის პროექტში ”ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი”. ასევე მონაწილეობდა ტრენინგ-კურსში ”საქართველო და ევროპასთან ასოცირება” რომელიც განხორციელდა USAID-ის პროექტ G4G “მმართველობა განვითარებისთვის” და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ასევე მონაწილეობდა “Word vision”-ისა და საპატრიარქოს ერთობლივ პროექტში ”SKYE DARTS CLUB”(2017-2018) დაინტერესებულია არაფორმალურ გარემოში დებატებით და ცდილობს კრიტიკული აზროვნების გაღრმავებას სხვადასხვა ინფორმაციულ შეხვედრებზე დასწრებით.

საკონკურსო ნამუშევარი:

პატრიოტთა ალიანსის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოსგან განსხვავებით აშშ-მა უკრაინას ჯაველინები აჩუქა

tataთათია ნიკვაშვილი

თათია ნიკვაშვილი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, სწავლობს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში, გავლილი აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი პროგრამა საავტორო სამართალში. არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წევრი და გადის სტაჟირებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისში. თავისუფალ დროს უთმობს ლიტერატურას, ფოტოგრაფიასა და მუსიკას.

საკონკურსო ნამუშევარი:

განვმარტავთ და გავაშუქებთ ისე, როგორ გვინდა 

მომზადებული მასალები:

5 წელი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან

Politicano სატირული NewsThump-ის გამოგონილ ინფორმაციას რეალურ კვლევად ავრცელებს

Timeline

ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ

irakliირაკლი გაბიძაშვილი

ირაკლი გაბიძაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, მე-4 კურსის სტუდენტია. აინტერესებს საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცის საკითხები. აქტიურად ღებულობზ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. გავლილი აქვს რამდენიმე სტაჟირების პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). უყვარს სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიების წერა. არის 6 ესეების კონკურსის გამარჯვებული.

საკონკურსო ნამუშევარი:

დეზინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოს მხოლოდ სამხედრო სფეროში ეხმარება

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანული გაზი რუსულ გაზზე ძვირია

ინფოგრაფიკა:

აშშ-ის დახმარება საქართველოს სექტორების მიხედვით

lashaლაშა ბაბუხადია

ლაშა ბაბუხადია -  2017 წელს მოიპოვა  "სდასუს"- სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად "ჯიპას" "საჯარო პოლიტიკის" სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტრია. მუშაობდა პოლონეთის საზოგადოებრივ მედია საშუალება "Cerkiew.pl"-ში ჟურნალისტად  ეთნიკური უმცირესობის გაშუქების კუთხით, ხოლო შემდგომ წამყავანად, გადაცემის "წარმატებული ქართველები პოლონეთში'. პოლონეთიდან დაბრუნების შემდგომ მუშაობდა "USAID G4G" - ის საზოგადოებრივ ურთიერთობების მრჩევლად. არის  20-მდე საერთაშორისო ტრენინგის მონაწილე (მათ შორის უმეტესობა ერასმუსის ეგიდით). ამჟამად ვმუშაობს ტელეკომპანია იმედის გასართობ გადაცემაში ჟურნალისტად.

საკონკურსო ნამუშევარი:

PIA დამუშავებულ ფოტოზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეგვიპტეში უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს

maikoლიკა ჩხეტიანი

ლიკა ჩხეტიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. სკოლის პერიოდიდან დღემდე იყო სხვადასხვა პროექტის, კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის მონაწილე. დაინტერესებულია საზოგადოებრივი და პოლიტიკური მეცნიერებებით, ფილოსოფიითა და მხატვრული ლიტერატურით. უყვარს  წერა, მუსიკა და ფოტოგრაფია. ამჟამად დროის უმეტეს ნაწილს უთმობს გერმანული ენის შესწავლას და მუშაობს პირადი ბლოგის შექმნაზე. 

საკონკურსო ნამუშევარი:

რუსული გამარჯვების კოკტეილი - სპორტი პროპაგანდის სამსახურში 

მომზადებული მასალები:

მანიპულაცია, თითქოს საბერძნეთში მიტროპოლიტს პატიმრობა ჰომოსექსუალების კრიტიკისთვის მიესაჯა

“პატრიოტთა ალიანსის” დეზინფორმაცია, თითქოს ავღანეთის მისიაში NATO-ს წევრი ქვეყნები არ მონაწილეობენ

maikoმაიკო რატიანი

მაიკო რატიანი თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. ამჟამად ეუფლება მაგისტრის ხარისხს ევროპისმცოდნეობში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ორგზის გრანტის აქვს მოპოვებული, ბრატისლავისა და ზალცბურგის უნივერსიტეტებში. აქვს მოხალისეობრივი გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებაში. გაიარა სტაჟირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. უყვარს წერა, მოგზაურობა, ფოტოგრაფია. დაინტერესებულია ჟურნალისტიკით და საერთაშორისო პოლიტიკით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ნოტერდამი, ვერსალი და კონსპირაციების ალში გახვეული საფრანგეთი

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს MH17-ის გამოძიებაში რუსული კვალი არ იძებნება

მანიპულაცია, თითქოს “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მშობლებს ბავშვის რელიგიურ აღზრდას უკრძალავს

ვიდეომანიპულაცია, თითქოს ახალგაზრდები დამწვარ ნოტრ-დამში ცეკვავენ

ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების ანტი-მუსლიმური კონსპირაციები ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ

RT-ის რედაქტორი საერთაშორისო მედიის წინააღმდეგ

ვიდეო:

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ბავშვთა უფლებთა კოდექსის შესახებ?

კონსპირაციები, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძართან დაკავშირებით გავრცელდა

nanaნანა სარალიშვილი

ნანა სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის თავისუფალი მეცნიერებების მეოთხე კურსის სტუდენტია ვარ. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა  გამომცემლობა სიესტაში. მესამე კურსზე ერასმუს + გაცვლითი პროგრამით შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სტაჟიორია. უყვარს ლიტერატურა და აინტერესებს ფოტოგრაფია.

საკონკურსო ნამუშევარი:

რატომ (არ) უნდა ვისაუბროთ სქესობრივ განათლებაზე? 

მომზადებული მასალები:

ობიექტივის დეზინფორმაცია, თითქოს 2008 წელს დასავლეთმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა

qრატი ერისთავი

რატი ერისთავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მედია - ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მასობრივი კომუნიკაციების სადოქტორო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. სადისერტაციო კვლევის თემად შერჩეული აქვს „ყარაბაღის კონფლიქტი“. დაინტერესებულია გეოპოლიტიკით, სახელმწიფოთა შორის საგარეო, საერთაშორისო ურთიერთობებით და საგამოძიებო ჟურნალისტიკით. აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტრენინგებში, კონფერენციებსა და მოხსენებებში. აქვს საკუთარი ბლოგი, სადაც აქვეყნებს მასალებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები, რის გამოც სურს აითვისოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და ინფორმაციის გადამოწმების თავისებურებები.

საკონკურსო ნამუშევარი:

მანიპულაცია, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნატოს პროვოკაციაა

მომზადებული მასალები:

განცხადება, თითქოს ქართველი მოსამართლეები უვადოდ ევროკავშირის მოთხოვნის გამო დაინიშნენ, მანიპულაციაა

ვიდეო:

იურისტ გიორგი მელაძის კომენტარი

qქეთევან თავდგირიძე

ქეთევან თავდგირიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 2018 წლიდან არის SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) თბილისის კლუბის ფასილიტატორი. 2016-2018 წლებში ქეთი ჩართული იყო კვლევითი ორგანიზაცია BCG-ის (Business Consulting Group) მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ და სოციალურ კვლევებში. ასევე 2015-2017 წლებში, როგორც პროგრამული დირექტორი კოორდინირებდა ,,აჭარის ახალგაზრდული იდეის" პროექტებსა და აქტივობებს. ამჟამად, დაინტერესებულია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენებით, არაფორმალური განათლებისა და ინტერკულტურული გარემოს პოპულარიზაციით.

საკონკურსო ნამუშევარი:

“Sputnik-Ossetia-ს” 3 ტყუილი ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ

ინფოგრაფიკა:

“Sputnik-Ossetia-ს” 3 ტყუილი ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ