
ირაკლი იაგორაშვილი
ირაკლი იაგორაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. 2013 წლიდან ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. მონაწილეობდა გაეროს ასოციაციის პროექტებში - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) და „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA). 2015 წელს, მოკლე ვიზიტორთა გაცვლითი პროგრამით, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2016 წელს, თელავის ამერიკულ კუთხეში მუშაობდა სტაჟიორად. დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, ძირითადად კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებით. ჩართულია ორგანიზაცია „ლიბერალური ხაზის“ პროექტებში. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: 4 მითი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესახებ დეზინფორმაცია, თითქოს გერმანია ეკონომიკურ დაშლას სტალინმა გადაარჩინა როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოების ეჭვქვეშ დაყენებას “ქართული ძალა”-ს ვიდეომანიპულაცია, თითქოს ავღანელი მიგრანტი გერმანელ ქალს კიბეებიდან აგორებს მითები ლავრენტი ბერიას შესახებ ინტერვიუ: ლაშა ბაქრაძე Politicano საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის ოკუპაციას ამართლებს ინფოგრაფიკა - ვილნიუსი: რუსეთის იმპერიის და საბჭოთა ოკუპაციის ქრონიკა 1795-1990 ისტორიის გაყალბება: 1801 წელს საქართველო რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდა თაიმლაინი: საქართველო რუსეთის ურთიერთობა 1783-1918 ისტორიის გაყალბება: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს სტალინმა მიუერთა ინტერვიუ: ლაშა ბაქრაძე ისტორიის გაყალბებაზე თითქოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს სტალინმა მიუერთა ინფოგრაფიკა: დეზინფორმაცია, თითქოს გერმანია ეკონომიკურ დაშლას სტალინმა გადაარჩინა |
გვანცა დევიძე
გვანცა დევიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი 2017 წელს დაამთავრა. მუშაობდა უნივერისტეტის გაზეთში, ასევე იყო ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რეპორტიორი. დაინტერესებულია კვლევითი საქმიანობით, აქვეყნებდა საკონფერენციო ნაშრომებს „მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრში (MCERC), სადაც მონიტორად მუშაობდა. გვანცამ სტაჟირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაიარა. ამჟამად, თვითდასაქმებულია და მოსწავლეებს უცხო ენაში ამზადებს. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: ალტ-ინფოს და Breitbart-ის მანიპულაცია პოლონელი კათოლიკეების მსვლელობაზე 3 ტყუილი უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფოგრაფიკა: 3 ტყული უვიზო მიმოსვლის შესახებ |
გურამ ვაშაყმაძე
გურამ ვაშაყმაძემ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016 წელს დაამთავრა. არის ეროვნული სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრი. დაკავებულია, სპორტული მულტიმედია აქტივობებით და სათავგადასავლო ტურიზმით. დაინტერესებულია, მედიით, პოლიტიკით და სოციალური მეცნიერებებით. აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც ქართულ საჯარო და კერძო სექტორში ('კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო', ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შპს. 'კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი'), ასევე უცხოურ მედია კოპმანიებში (Red Bull Media, Teton Gravity Research). გამოქვეყნებული მასალები: Npa.ge-ს ვიდეომანიპულაცია, თითქოს არაბები ნარიყალაზე ქრისტეს შეურაცხყოფენ ინტერვიუ: დავით ქვათაძე |
ეკატერინე ჯანიაშვილი
ეკატერინე ჯანიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების, მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად, არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტის, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ მონაწილე. 2011-2012 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატთან არსებული „ბავშვთა საბჭოს“ წევრი. გამოქვეყნებული მასალები: |
დავით გელაძე
დავით გელაძე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის სტუდენტია. არის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კამპანიის „არა ნარკოტიკს, შევცვალოთ დამოკიდებულება“ 2015 წლის გამარჯვებული. ამავე წელს, იყო საზაფხულო სკოლის მონაწილე „ბაქსვუდის სკოლაში“. გარდა ამისა, დავითი ინტელექტუალური თამაშის, „რა სად როდის?“ გორის რაიონის გამარჯვებულია. მონაწილეობდა პროექტებში „მე და კონსტიტუცია“, “იმიტირებული სასამართლო“. ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მე-8 საერთაშორისო ფორუმზე, წარმოადგენდა „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის საინიციატივო ჯგუფს. საკონკურსო ნამუშევარი: |
ელენე ცუცქირიძე
ელენე ცუცქირიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. ელენე კოალიცია "განათლება ყველასათვის საქართველო"-ში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ასისტენტად მუშაობდა. ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. საკონკურსო ნამუშევარი: გიფი: ქართველი ასტროლოგი რუსულ ორბიტაზე |
იოსებ ძამუკაშვილი
იოსებ ძამუკაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. პოლიტიკის მეცნიერებას პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში სწავლობდა (2014 -2015 წელი). ასევე, „ერასმუს+“-ის პროგრამით გაიარა, ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის ევროპათცოდნეობის კურსი. 2015 წელს იყო, ოქსფორდის უნივერსიტეტის გაეროს კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენელი. იოსები სხვადასხვა ორგანიზაციაში მოხალისედაც მუშაობდა. ამჟამად, Erasmus Student Network-ის წევრია. აინტერესებს პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები, ევროპათმცოდნეობა და უსაფრთხოების სფერო. გამოქვეყნებული მასალები:
პატრიოტთა ალიანსის მტკიცება, თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გვარის ქართულად შეცვლა შეუძლიათ, სიცრუეა ინტერვიუ: გიორგი ანთაძე |
თამარ გეგიძე
თამარ გეგიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფიის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტია. წარსულში, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: პრორუსული პარტიებიც დასავლურ ინსტიტუტებს ენდობიან |
რავილ მამედოვი
რავილ მამედოვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „თვითგანვითარების უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი. საკონკურსო ნამუშევარი: |
თამარ ჯიბუტი
თამარ ჯიბუტი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის, მეოთხე კურსის სტუდენტია. 2016 წელს, საზაფხულო გაცვლითი პროგრამით, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას სწავლობდა. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის Youth Atlantic Treaty Association (YATA) და European Youth Parliament (EYP). საკონკურსო ნამუშევარი: ინფოგრაფიკა: მუსლიმი მოსახლეობის წილი ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში |
გიორგი რიჟვაძე
გიორგი რიჟვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. გაიარა, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ ერთწლიანი კურსი (2016-2017 წ). წერს ბლოგებს. უყვარს ბანაკები, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, თეატრსა და ოპერაში სიარული, ფილმებისა და საინტერესო ვიდეოების ყურება. სურს გაიგოს ყველა სფეროზე მინიმალური ინფორმაცია მაინც. აინტერესებს ფილოსოფია, პოლიტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოჩენილ ადამინთა ბიოგრაფიები, კოსმოსი და მსოფლიოში მიმდინარე ამბები. გამოქვეყნებული მასალები: TV11-ის იუმორისტული ვიდეო სვანეთზე ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა რეალობად გაასაღა StoryMap: მსოფლიოს უძველესი მეტროპოლიტენები |
ლიანნა ელოიანი
ლიანნა ელოიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. 2014 წლიდან არის თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი და ერთ-ერთი აქტიური მოხალისე. მონაწილეობდა პროექტებში: ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“, ,,1+1=ერთიანი საქართველო", ,,ბუნების დამცველები“, ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, ,,ტუტორიუმი 2016“ და სხვა. ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: ინტერვიუ: ნინო ბესელია ინტერვიუ: მაია ყუფარაძე |
მარიამ ფაცაცია
მარიამ ფაცაციამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2017 წელს დაამთავრა. მარიამმა სტაჟირება ლტოლვილთა დანიის საბჭოში, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თბილისის ოფისში გაიარა. 2015 წელს გაცვლითი პროგრამით ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიტვა) სწავლობდა. მისი კვლევის ინტერესია ნაციონალიზმი, კონფლიქტისა და მშვიდობის საკითხები. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები:
ინფოგრაფიკა: 2 ტყუილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ 2 ტყუილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ |
მერაბ დობორჯგინიძე
მერაბ დობორჯგინიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. 2012-2013 წლებში სწავლობდა დებატების სკოლაში. ასევე, იყო ქალაქ ლანჩხუთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. მუშაობდა მოხალისედ "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში" (2014-2015). წერს ბლოგებს სამართლისა და პოლიტიკის თემაზე. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: ინტერვიუ: მალხაზ პატარაია |
ლალიტა ალექსანდრია
ლალიტა ალექსანდრია საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტია. გაიარა ადამიანური რესურსების მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებების კურსები. არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის არაერთი პროგრამის მონაწილე, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: პატრიოტთა ალიანსის წევრის მანიპულაციური განცხადება NATO-რუსეთის დიალოგის შესახებ თაიმლაინი: 1937 წლის მოვლენების ქრონოლოგია |
მარიამ მუმლაძე
მარიამ მუმლაძე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია. Socialshark-სა და Eventer.ge -ზე წერდა ბლოგებს სოციალური მედიის, ტექნოლოგიებისა და მოგზაურობის შესახებ. მარიამი იყო, ევროპის სტუდენთა ფორუმის (AEGEE) ვიცე-პრეზიდენტი და დღემდე აქტიურადაა ჩართული მის სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო პროექტში. აინტერესებს ხელოვნება, ფოტოგრაფია და თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი მათი გადაკვეთის წერტილი იზიდავს. საკონკურსო ნამუშევარი: გამოქვეყნებული მასალები: დეზინფორმაცია: როგორ ებრძოდა ევროკავშირი ბალტიისპირელ ძროხებს 800 ევროდ |
პოპულარული


ტროლები Катя Родина-ს და Мария Волкова-ს სახეებით ამერიკულ დემოკრატიას არცხვენენ
