მითების დეტექტორის ლაბორატორია - I ჯგუფი

რევიშვილი

გიორგი რევიშვილი

გიორგი რევიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.  ასევე, არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი), „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამის მონაწილე. სწავლობდა გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში-ევროპისმცოდნეობის მიმართულებით (2016 წელი). მუშაობდა, არასამთავრობო ორგანიზაცია YES Georgia-ში, სხვადასხვა საგანმანათლებო პროექტებზე NATO-სა და ევროკავშირის შესახებ. 2016 წელს იყო  NATO-ს აკადემიის მოწვეული ლექტორი.

გამოქვეყნებული მასალები:
 

Imedinews-მა CNN-ის ინფორმაციის მანიპულაცია მოახდინა

დეზინფორმაცია: იემენში აშშ-მა ქოლერა გაავრცელა

ОРТ “როიტერს” სიცრუეში ადანაშაულებს, “როიტერი” კრემლს - სირიაში გარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბებაში

ისტორიის გაყალბება: გერმანიამ საქართველოს ისტორიული ტერიტორიები დააკარგვინა

მტკიცება, თითქოს ფინეთში 80 000 ბავშვი სახელმწიფომ მშობელს არ დაუბრუნა, მცდარია

საბავშვო სათამაშო “სპინერი” კრემლის წინააღმდეგ კონსპირაციის ნაწილია

დეზინფორმაცია: საფრანგეთსა და გერმანიაში ემიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული იზრდება

დეზინფორმაცია: NATO-ს რუსეთთან დიალოგი სურს

"საქართველო და მსოფლიომ" გენერალ სტიუარტის გამოსვლის ტექსტი გააყალბა

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში NATO ბალტიის ქვეყნებს არ დაიცავს 

მითი საქართველოს ნეიტრალიტეტისა და „უბლოკო სტატუსის შესახებ"

Imedinews-ი Sputnik-ზე დაყრდნობით სერბეთში ნატოს ჰუმანიტარულ ინტერვენციას აგრესიას უწოდებს

საკონკურსო ნამუშევარი: საბჭოთა მედია და პარალელური ისტორიები

დეადეა მაღალაშვილი

დეა მაღალაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. გაიარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, “ლიდერობისა და სტრატეგიული ორგანიზებულობის“ საბაზისო კურსი. 2016 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრი, მუშაობს პროექტებზე, ატარებს ტრენინგებს  „სხეულის ენის“ მიმართულებით. დეა ამჟამად  გადის სტაჟირებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.  იცის რამდენიმე ენა: ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.

გამოქვეყნებული მასალები:
 

საკონკურსო ნამუშევარი: “ობიექტივის” წამყვანი რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსიას უარყოფს

ვიდეო: რუსული ოკუპაცია საქართველოში

"პოლიტიკანო” ზბიგნევ ბჟეზინსკის შესახებ ფოტომანიპულაციას ავრცელებს

ლუკალუკა ბიბინეიშვილი

ლუკა ბიბინეიშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი. 2013 წლიდან ლუკა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მოხალისეა, ასევე არის ამავე ცენტრის ინტელექტ კლუბის დამაარსებელი, მკითხველთა და კინომოყვარულთა კლუბის მოდერატორი. 

გამოქვეყნებული მასალები:
 

საკონკურსო ნამუშევარი: დეზინფორმაცია: ახალი კანონით კანადაში ჰომოფობ მშობლებს ბავშვებს ართმევენ

საქინფორმის ფოტომანიპულაცი

მაკომაიკო ჟორჟოლიანი

მაიკო ჟორჟოლიანმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. 2015-2016 წლებში იყო კინოთეატრ ‘კავეას’ სერვისის მენეჯერი და ჯგუფის ლიდერი. სხვადსხვა დროს მუშაობდა შპს „გუდმარკის“ მენეჯერად,  შპს ‘GL-მარკეტის’  ადმინისტრატორად. ამჟამად, მუშაობს შპს „ფრენჩ ბეიქერში“.

გამოქვეყნებული მასალები:
 

საკონკურსო ნამუშევარი: Politicano-ს მანიპულაცია ვისკონსინის რძის გაფიცვის შესახებ

MARIმარი გელაშვილი

მარი გელაშვილმა 2016 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა.  მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაში’’ იურისტად.  2015 წლიდან მუშაობს ტრენერად არასრულწლოვნებთან სამართლისა და არაფორმალური განათლების მიმართულებით. მარი აქვეყნებს ბლოგებს და მიმოხილვებს სხვადასხვა თემაზე. 

გამოქვეყნებული მასალები:


18+: "ორგანოებით ვაჭრობაზე” გავრცელებული ვიდეო თურქეთის ნაცვლად სირიაში რუსეთის საჰაერო დაბომბვის მსხვერპლებს ასახავს

ბაღათურია უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძრების დარბევის შესახებ დეზინფორმაციულ ფოტოებს ავრცელებს

ინფოგრაფიკა - ფოტო FAKE: უკრაინაში მართლმადიდებლობას დევნიან

Politicano - ს ფოტო და ფაქტობრივი მანიპულაცია ჰილარი კლინტონის შესახებ

ვიდეო, რომელსაც რასისტული ფბ გვერდები თბილისის მეტროზე აქვეყნებენ, მანიპულაციურია

საკონკურსო ნამუშევარი: მონიტორინგის სამი თვე ანუ ტერორიზმი რუსულად (მულტიმედია)

მარიამმარიამ ფედროვი

მარიამ ფედროვმა 2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულება დაამთავრა. მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ასევე არის  საბიბლიოთეკო მომსახურების უფროსი სპეციალისტი. წარსულში იყო „რაიდმედის“ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოხალისე თერაპევტი. მარიამს გავლილი აქვს სცენარის წერის პრაქტიკული და თეორიული კურსი. აქვეყნებს ბლოგებს (ფოტო-ვიდეო სტუდიის ბლოგი „უცხოგრაფი“).

გამოქვეყნებული მასალები:


Politicano-ს ფოტომანიპულაცია რონალდ რეიგანის შესახებ

Kaspersky Lab-ი, რომელსაც ФСБ-სთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ, საქართველოშია

საკონკურსო ნამუშევარი: საბჭოთა ნოსტალგია მედიაში

მარი ცხოვრებასვილიმარიამ ცხოვრებაშვილი

მარიამ ცხოვრებაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედია კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.  2014-2015 წლებში მარიამი იყო საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაციის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის კვლევის ინტერვიუერი ოჯახში ძალადობის თემაზე პანკისის ხეობაში, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ინტერვიუერი, თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრის კვლევის ოფიცერი. ამჟამად,  მუშაობს მშვიდობის განვითარების ცენტრში (Peace Development Center) პროექტის მენეჯერად. ასევე ჩართულია ბერჰოფის ფონდის კავკასიის პროგრამის (Berghof Foundation Caucasus Programme) აქტივობებში.

გამოქვეყნებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას დე ფაქტო აღიარებს

საკონკურსო ნამუშევარი: მეგობრებო, ისლამი ტერორიზმი არ არის! (მულტიმედია)

მარიტამარიტა მაზანიშვილი

მარიტა მაზანიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ამასთანავე მუშაობს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თბილისის ოფისში. სტაჟირება გაიარა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრში, მუშაობდა თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის ფილოსოფიის პროფესორის ასისტენტად და New York Care-ში მოხალისედ. მარიტას უყვარს მარტო მოგზაურობა - განსაკუთრებით მატარებლით, საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა, ლიტერატურა და წიგნების შესახებ მიმოხილვების წერა. აინტერესებს ფილოსოფია, ადამიანის უფლებები, თანამედროვე მედია სამყარო, ფსიქიკური ჯანმრთელობა, გრაფიკული დიზაინი, კოსმოსი.

გამოქვეყნებული მასალები:
 

ლეონიდ კალაშნიკოვის 5 ტყუილი მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ

დეზინფორმაცია, თითქოს აშშ და ბრიტანეთი II მსოფლიო ომში ჰიტლერს ეხმარებოდა

თაიმლაინი - II მსოფლიო ომი

ტესტი - II მსოფლიო ომის შესახებ

საკონკურსო ნამუშევარი: რელიგია პროპაგანდისთვის

ნიკა გურინინიკა გურინი

ნიკა გურინი სწავლობს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 2016 წელს გაიარა სპორტული მენეჯმენტის უმაღლესი კურსები ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვის, სტრატეგიული მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, ფინანსური მართვის, მარკეტინგისა და მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზების განხრით. 2015-2016 წლებში, ა.ა.ი.პ. "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" პროექტის "ახალგაზრდული თვითმმართველობა"-ს ფარგლებში, ყვარლის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ამჟამად მუშაობს აზერბაიჯანელი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის პიარ მენეჯერის პოზიციაზე. 

გამოქვეყნებული მასალები:
 

Ipress.ge-ის და Imedinews-ის მანიპულაცია თითქოს ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯვრის ტარების გამო დამარცხდა

დეზინფორმაცია: საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს

Politicano-ს ფოტომანიპულაცია ბირმის ოპერაციის ნაცვლად ჩინელ სამხედროებს ასახავს

საკონკურსო ნამუშევარი: იუმორისტული მასალის რეალურ ამბად გავრცელება

 

ნავრუზნოვრუზ მეხტიევი

ნოვრუზ მეხტიევი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. მუშაობს ტრენერად ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოსამზადებელი კურსების სამუშაო პროცესში.  

გამოქვეყნებული მასალები:


საკონკურსო ნამუშევარი: "ასავალ-დასავალის” განმეორებითი ფოტომანიპულაცია NATO-ს შესახებ

რაუფრაუფ მახარამოვი

რაუფ მახარამოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტია. არის 2015 წლის  საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის და შვედეთის საელჩოს მიერ გამოცხადებული გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  გაეროს ასოციაციისა და ALPE-ს თანამშრომლობით დაფუძნებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის (PITA) წევრი. 2016 წელს  რაუფი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის- საინფორმაციო ცენტრის აზერბაიჯანულენოვანი ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად, მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გამოქვეყნებული მასალები:

გამოგონილი ახალი ამბავი,  თითქოს საუდის არაბეთში ქალები შინაურ ცხოველებად ცნეს

საკონკურსო ნამუშევარი: რუსული პროპაგანდა და სათამაშო სპინერი

რეაფაელრაფიელ (ანდრია) კაკაბაძე

რაფიელ კაკაბაძე არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი. მუშაობდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის პროფესორის ასისტენტად. სურს სწავლა ადამიანის უფლებების მიმართულებით გააგრძელოს. გარდა აკადემიურ-სასწავლო საქმიანობისა, დაკავებულია როგორც სპორტული, ასევე კულტურული აქტივობებით.  

გამოქვეყნებული მასალები:
 

დეზინფორმაცია: კადაფის სოციალურად თანასწორი სახელმწიფო დასავლეთმა დაანგრია

დეზინფორმაცია: ასოცირების შეთანხმების გაფორმების გამო ალბანეთის ეკონომიკა გაუარესდა

ლადო ბედუკაძის და tb24-ის დეზინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის შესახებ

საკონკურსო ნამუშევარი: 18+: Foxnews.ge-ს ვიდეომანიპულაცია სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

18+: Foxnews.ge-ს ფოტომანიპულაცია სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ დამასკოს, ინდონეზიის და აფხაზეთის მოვლენებს ასახავს

რობერტრობერტ სიმონიანი

რობერტ სიმონიანმა,  2012 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა. იყო AIESEC-ის პროგრამის “მსოფლიო საზღვრების გარეშე” მონაწილე. პროგრამის ფარგლებში 2009-2010 წლებში იმყოფებოდა  უკრაინაში. რობერტ სიმონიანი ფლობს: ინგლისურ, რუსულ, ქართულ და სომხურ ენებს. 

გამოქვეყნებული მასალები:


საკონკურსო ნამუშევარი: დეზინფორმაცია: სირიის მთავრობას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია

სოფოსოფო შუბითიძე

სოფო შუბითიძემ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი. სოფო 2015-2016 წლებში საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოში“ - პროექტების ასისტენტად მუშაობდა;  ასევე იყო უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პროექტის კოორდინატორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის განათლების მოწვეული ექსპერტი. 2013 წლიდან არის მემარცხენეთა გაერთიანება „თბილისის ფაბიანური საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და ახალგაზრდა მკვლევარი. ამჟამად მუშაობს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის„ საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტად. სოფო არის “ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის” ავტორ-შემდგენელი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ჟურნალში „თანამედროვე პოლიტიკა“. 

გამოქვეყნებული მასალები:
 

Politicano-მ Dailymail-ის მასალა გააყალბა


კატინის​ ​ტრაგედიის​ ​გაყალბების​ ​მცდელობა

Изве́стия-ს და Geworld- ის დეზინფორმაცია  ლატვიაში მცხოვრებ რუსულენოვან უმცირესობათა შესახებ

საკონკურსო ნამუშევარი: საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეთნიკური უმცირესობების გაშუქება

გიორგი ლიქოკელიგიორგი ლიქოკელი

გიორგი ლიქოკელმა 2014 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა.  სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსებში და მიღებული აქვს უმაღლესი ხარისხის დიპლომები. ხელმძღვანელობდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს, იყო არჩეული დელეგატი. 2013 წელს დასახელდა თსუ-ის საუკეთესო ტრენინგ-იდეის ავტორად. 2014 წელს გახდა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი.  ამჟამად, ის SchoolBook - Innovators Group Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. ასევე, ატარებდა ლექციებს "ჯეოსელისა" და "ჯეოლაბის" ერთობლივი სასწავლო პროგრამის - "უფრო ახლოს ინტერნეტთან - 50 + " ფარგლებში.