ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ვალენტინობის მილოცვა გაყალბებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

50
VIEWS

15 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ვალენტინობას ულოცავს, დღესასწაულს კი რუსი კოსმონავტი ქალის, ვალენტინა ტერეშკოვას სახელს უკავშირებს. ზურაბიშვილი პოსტში სიხარულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ტერეშკოვას კოსმონავტიკაში მიღწეული შედეგები მსოფლიომ დაუფასა და მისი სახელობის დღე დააწესა.
გამოქვეყნებული სქრინი  ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და რომ მან სინამდვილეში არ იცის, თუ ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობის დღესასწაული.
;

სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინი ყალბია და სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. საქართველოს პრეზიდენტის მსგავსი განცხადება არც ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე და არც პირად პროფილზე არ იძებნება.

სალომე ზურაბიშვილის პოსტი, რომელშიც ის საზოგადოებას ვალენტინობას ულოცავს და დღესასწაულს ტერეშკოვას სახელს უკავშირებს, არც პრეზიდენტის  ოფიციალურ გვერდზე და არც პირად პროფილზე არ გვხვდება. ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არც ღია წყაროებში იებნება.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ბოლო პოსტი 13 თებერვალს გამოქვეყნდა, მასში საქართველოს პრეზიდენტი აკადემიკოს თამაზ გაყრელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ზურაბიშვილის პირად ფეისბუკის  გვერდზე 12 თებერვალს გავრცელებული პოსტით კი ვიგებთ, რომ ბერლინალეზე ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება.
.;

პოსტის გავრცელება

ზურაბიშვილის ყალბი სქრინი თავდაპირველად 14 თებერვალს ფეისბუკის მომხმარებელმა Avto Ivanidze-მ გაავრცელა, რომელსაც თან ახლდა წარწერა “გადამალეთ ეს ქალი”. ამ დროისთვის პოსტი აღარ იძებნება. ივანიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.
;

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist