ვლადიმერ პუტინი თუ ზვიად გამსახურდია – ვისთან აიდენტიფიცირებს თავს სააკაშვილი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45
VIEWS

17 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბნელი უბნელესი” გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ფოტო და ციტატა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მას ვლადიმერ პუტინთან “გარკვეული თვითიდენტიფიკაცია” აქვს.

 

"

გავრცელებული ციტატა ყალბია. რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას გარკვეული თვითიდენტიფიცირება ზვიად გამსახურდიასთან აქვს.

13 ოქტმბერს “მთავარმა არხმა” საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასა და მნიშვნელობაზე საუბრობს. ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ერთ-ერთ შეკითხვაში ახსენებს, რომ სააკაშვილის დაბრუნებას ხშირად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლასაც ადარებენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, მესამე პრეზიდენტი ამ ორ მოვლენას შორის პარალელს ხომ არ ხედავდა.

ამ შეკითხვაზე პასუხად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ზვიად გამსახურდიასთან გარკვეულ თვითიდენტიფიკაციას ახდენდა, რადგან მის ადგილას თავის წარმოდგენას ყოველთვის ცდილობდა, თუმცა საკუთარ ჩამოსვლასთან პირადპირ პარალელს ვერ გაავლებდა.

ჟურნალისტი: …ზვიად გამსახურდია სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ პოლიტიკიდან არ წავიდა და დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნდა… თქვენს ჩამოსვლას ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას ადარებენ, თავად თუ ხედავთ ამ პარალელს?

მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის.

აღსანიშნავია, რომ ამავე ინტერვიუში ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ერთხელ თეა ადეიშვილმა ახსენა, როცა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროს ადრე დატოვება პუტინის რეჟიმს ხელს შეუშლიდა. პასუხად სააკაშვილმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს რუსეთის ინტერესებს უკავშირებდა.

ჟურნალისტი: რას ნიშნავს სააკაშვილი ციხეში? თვლით თუ არა რომ თქვენ, როგორც რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და წარმატებული პოლიტიკოსი თუ ციხეს მალე დატოვებთ, ეს მაგალითი და საფრთხე იქნება რუსეთისთვის, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული ძალების გაძლიერების კუთხით… და თუ ივანიშვილი რუსული ოცნებების შემსრულებელია, ამ მიზეზებით მან ხომ შეიძლება დიდხანს არ გამოგიშვათ საპატიმროდან?

მიხეილ სააკაშვილი: კი, მიმაჩნია, რომ ჩემზე საქმეების აღძვრა მოხდა ოდესაში გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ. სწორედ კრემლიდან დაკვეთით. მოსკოვი ძალიან გაღიზიანებული იყო იმით, რომ მათთვის სუპერ სტრატეგიული იყო ოდესის ოლქი და მე მათ გზაზე დიდ დაბრკოლებად ვიქეცი. ახლა თუ ქართველი ხალხი იქნება აქტიური, მოსკოვი ვეტოს ვერ დაადებს ჩემს გათავისუფლებას.

არც ამ ინტერვიუში, არც საპატიმროდან გამოგზავნილ რომელიმე საჯარო წერილში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საკუთარ თავს ვლადიმერ პუტინთან აიგივებდა.

ფეისბუქ ანგარიშს “ბნელი უბნელესი” პროფილის ფოტოზე ლევან ვასაძის პარტიის მხარდამჭერი ჩარჩო აქვს გამოყენებული. გვერდი ხშირად აზიარებს ლევან ვასაძესთან დაკავშირებული “ალტ-ინფოს” გადაცემებსაც. “ბნელი უბნელესის” მიერ გადავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist