სხვადასხვა

ვის არ სჯერა ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის?

14 სექტემბერი, 2020

8 სექტემბერს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ღამის სტუდიის გადაცემაში “ყველას გასაგონად” პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ  რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე  ისაუბრა. Მისი თქმით, დადასტურდა, რომ ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით” მოწამლული არ არის. 8 სექტემბერს ნავალნის მოწამვლის შესახებ საქინფორმმა ნოვიჩოკის ერთ-ერთი შემქმნელის, ლეონიდ რინკის განცხადება გამოაქვეყნა. რინკის თქმით, ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ ის ნოვიჩოკით არ მოუწამლავთ. 

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: “აღმოჩნდა, რომ ნავალნი არ არის მოწამლული ნავიჩოკით, ეხლა უკვე დამტკიცდა ეს...”

ლეონიდ რინკი: “მე გამოვრიცხავ მის მოწამვლას, რადგან სიმპტომები არ გააჩნია. რომ გამოყენებულიყო სასიკვდილო დოზის 400-ჯერ ნაკლები კონცენტრაციაც კი, ის კომიდან გამოვიდოდა, მაგრამ მიოზი (გუგების შევიწროება) მაინც ექნებოდა. აქ კი მსგავსი სიმპტომები არ არის“

გიორგი ლომიას განცხადება, თითქოს აღმოჩნდა, რომ ნავალნი ნოვიჩოკით არ მოწამლულა, დეზინფორმაციაა. გერმანიის მთავრობის განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ რუსეთის ოპოზიციური ლიდერი იმავე ნერვული აგენტით არის მოწამლული, რომლითაც 2018 წელს ბრიტანეთში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. 

ოთხშაბათს,  2 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი, სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტის, ნოვიჩოკის მოწამლეს, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ რუსეთის მიერ იქნა განვითარებული . 

ნავალნის მოწამვლას კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა თუ მედიის მხრიდან არაერთი დეზინფორმაციული გზავნილი მოჰყვა. EUvsDisino-მ ეს გზავნილები 2018 წელს სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ გავრცელებულ გზავნილებს შეადარა.

სკრიპალები, 2018                             Ნავალნი, 2020
ლონდონს  სკრიპალების მოწამვლაში მოსკოვის ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს არ არსებობს მტკიცებულება არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნავალნი მოწამლულია.
ლონდონი განაგრძობს ანტი-რუსულ პროვოკაციას მოწამვლის ფაქტი პროვოკაციაა ნავალნის მოწამვლის ფაქტი გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებას ისახავს მიზნად,  ჩრდილოეთის ნაკადი 2 - ის შესაჩერებლად.
Ბრიტანეთის ხელისუფლება მასიურად აგრძელებს ანტი-რუსულ პროპაგანდას მოწამვლის ფაქტს დასავლეთი ლობირებს მოწამვლის ვერსიის განმტკიცებით დასავლეთი ცდილობს მოსკოვს სანქციები დაუწესოს.
მოწამვლა დადგმული იყო დიდი ბრიტანეთის მიერ, რათა გადაეფარა ბრექსიტის წარუმატებელი დიალოგი. მოწამვლა დადგმული იყო მოწამვლა  იყო დასავლეთის მიერ დადგმული შოუ, თვითმფრინავის გაგზავნასა და ნავალნის ბერლინში გადმოფრენასთან ერთად
დასავლური ჟურნალისტიკა რუსოფობიურია და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად ფანტაზიას მიმართავს დასავლური მედია არის “რუსოფობური” რუსოფობური დასავლური მედია ნავალნის მოწამვლაში პუტინის დადანაშაულებას ცდილობს
ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და სტრესი, მოღალატისთვის გარდაუვალი დამახასიათებელი დაავადებებია. Შედეგად, ადგილი ჰქონდა გულის შეტევებს, ინსულტს, ავარიებს, საბოლოოდ კი სუიციდს. მათ ეს თავად ჩაიდინეს შესაძლებელია, რომ ნავალნის კომა თავად გამოეწვია. Ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე მას კვებასთან დაკავშირებული და მონელების პრობლემები ჰქონდა.
Ამბობენ, რომ რუსეთმა სამხედრო დონის ქიმიური იარაღი გამოიყენა, თუმცა გარდაცვლილი არავინაა ნოვიჩოკი რომ ყოფილიყო, ვერ გადარჩებოდა Ნავალნის სიმპტომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ნოვიჩოკის ნერვული აგენტის გამოყენებით გამოწვეულ სიმპტომებს.
სკრიპალების საქმით ტერეზეა მეი ცდილობს თავის პოლიტიკურ მტრებს გაუმკლავდეს ეს პოლიტიკაა Ნავალნის მოწამვლის ფაქტი გერმანიაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ პროცესებს ნათლად წარმოაჩენს
ნოვიჩოკი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, წარმოებული და დაპატენტებული იყო აშშ-ში. წარმოებულია აშშ-ში ნოვიჩოკი იწარმოება არა რუსეთში, არამედ საქართველოს ლუგარის ლაბორატორიასა და აშშ-ში.
მოწამვლა, შესაძლოა, უცხოური სპეციალური სამსახურის მიერ ყოფილიყო განხორციელებული. საიდუმლო სამსახურები მოწამვლა, შესაძლოა დასავლეთის სპეციალური სამსახურების მიერ ყოფილიყო განხორციელებული.
მეის მთავრობამ უგულებელყო რუსეთის მცდელობა, ეთანამშრომლათ გამოძიების პროცესში არავითარი კოოპერაცია ბერლინი უარს ამბობს იმგვარ კოოპერაციაზე, რომელიც განამტკიცებდა მათ მიერვე გაკეთებულ განცხადებას.

წყარო: EUvs.Disinfo

2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში ავარიულად დაეშვა. ორი დღის მანძილზე ნავალნის ომსკის საავადმყოფოში, მწვავე მოწამვლის განყოფილებაში მკურნალობდნენ. თავდაპირველად, საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გერმანიაში გადაფრენას ეწინააღმდეგებოდნენ და მიზეზად მის არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ, როდესაც ნავალნი მათი მკურნალობის ქვეშ იმყოფებოდა, მის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩენილა. Ალექსეი ნავალნი, ციმბირის ქალაქ ტომსკიდან, გერმანიაში, ბერლინის Charite კლინიკაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. 

დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები

Ანგელა მერკელმა ნავალნის მოწამვლას მკვლელობის მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ გამოკვლევებმა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა წარმოშვა, რომელზეც პასუხის გაცემა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია და რომელზეც პასუხი მათ არ გააჩნიათ. 

Ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა  მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა და თქვა, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა რეალურად ნავალნის. 

თეთრმა სახლმა აღნიშნულ შემთხვევას ყოვლად მიუღებელი უწოდა. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, მომხდარს ალექსეი ნავალნის სიცოცხლის მოსპობის შემზარავი და თავხედური შემთხვევა უწოდა. 

ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, მსაგვსი ქიმიური ნერვული აგენტის გამოყენება ყოვლად მიუღებელია, რომლითაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა. 

Რუსეთის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, პუტინმა შეძლო მისი დარწმუნება, რომ რუსეთი აუცილებლად გამოიძიებს აღნიშნულ ფაქტს და მზადაა, ჩამოაყალიბოს საგამომძიებლო კომისია გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის პარალელურად. 


მოამზადა ნინი კალაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია