იდენტობა

ვინც პუტინის არჩევნებზე არ მივა, თავსმოხვეული ჰომოსექსუალობით აშინებენ

16 მარტი, 2018

კვირას, 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობისთვის მოსახლეობის მობილიზების მიზნით რუსულ სოციალურ ქსელებში გამოჩდა პროპაგანდისტული წინასაარჩენო კლიპები, რომელთა შინაარსიც ჰომოფობიას, რასიზმს და დისკრიმინაციას ეფუძნება. ციფრული კამპანიის თემა იმ თემატიკასთანაა თანხვედრაში, რომელსაც რუსეთი საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში პროპაგანდის მიზნით იყენებს, როდესაც ჯერ საფრთხეების გამოგონება, შემდეგ კი ამ საფრთხეებთან ბრძოლა ხდება.

          1. მიეცი ხმა ან გახდი გეი

ყველაზე პოპულარული ვიდეო რუსულ სოციალურ ქსელებში 2018 წლის 16 თებერვალს გამოჩნდა. კლიპის დასაწყისში მთავარი გმირი ეკამათება ცოლს, რომელსაც არჩევნებზე წასვლა სურს. ქმარი ამის გამო მას დასცინის და არჩევნების დილას მაღვიძარის დაყენებას უკრძალავს. მამაკაცი ალტერნატიულ რეალობაში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მას სახლში, ახალი კანონის საფუძველზე გეი ახალგაზრდა შეუსახლეს და ვალდებულია, რომ პარტნიორს დაშორებული გეი დროებით შეიფაროს. კანონის თანახმად, თუ გეი მამაკაცი 1 კვირის მანძილზე ახალ პარტნიორს არ იპოვნის, მასპინძელი ვალდებულია, თავად გახდეს მისი პარტნიორი. ამას გარდა ქვეყანაში ჰიპერ-ინფლაციაა, ხოლო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 60 წლამდე გაზარდეს და ის ვალდებულია, სამხედრო სამსახური მოიხადოს. გაწვევის შესახებ ცნობა მასთან რამდენიმე სამხედროს მიაქვს, რომელთაგან ნაწილი შავკანიანია. გაღვიძების შემდეგ ქმარი ცოლს სთხოვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

Александр Казаков

Истерика!!! Ржунимагу! Все на выборы! Я после этого ролика точно пойду :-)

კლიპის გზავნილი მარტივია: თუ რუსეთის მოქალაქეები 18 მარტს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ,  შეიქმნება რეალობა, რომელშიც ჰომოსექსუალობა დაკანონებული ნორმაა, ხოლო შავკანიანები სამხედროები ხდებიან.

რუსული დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა “მედუზა” შეეცადა, კლიპის ავტორები დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. მედუზას ცნობით, ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნული კლიპი საკუთარ Facebook გვერდზე ატვირთა, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ კოზაკოვი იყო. Instagram-ზე ვიდეო კი სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა გამოაქვეყნა.

         2. არჩევნები 18+

კიდევ ერთი ვირუსული ვიდეოს ავტორი ვიდეოების მწარმოებელი რუსული კომპანია Росвидео-ა. ვიდეო ღამის კლუბში გოგოს და ბიჭის ფლირტს ასახავს, თუმცა მას შემდეგ რაც ბიჭი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, გოგო ფლირტის გაგრძელებაზე უარს ამბობს. კლიპი მთავრდება სლოგანით "18.03.2018. არჩევნები მხოლოდ ზრდასრულებისთვის."

 

კიდევ ერთი ციფრული კამპანია, რომელიც არჩევნებში სექსის თემას იყენებს, მამაკაცების რუსულენოვან ჟურნალ "Maxim"-ს ეკუთვნის. ჟურნალმა რუსულ სოციალურ ქსელში Vkontakte შექმნა გვერდი, სახელწოდებით "მხოლოდ უფროსებისთვის. მათთვის, ვისთვისაც შეიძლება ყველაფერი - ხმის მიცემაც კი." გვერდის კონტენტი სექსისტური და დისკრიმინაციულია. თითოეულ გამოსახულებას არჩევნების თარიღის შესახებ გზავნილი ახლავს.  აღნიშნულ გვერდზე პირველი პოსტი 16 თებერვალს გამოქვეყნდა, რომელიც შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციულ ენას შეიცავს. კერძოდ, იუმორისტული პოსტერი ინვალიდებად მოიხსენიებს ყველას, ვინც არჩევნებზე წასვლას არ გეგმავს.

"

"

""

"


მომზადებულია EU vs Disinfo-ს, Meduza-ს და DFR LAB-ზე დაყრდნობით.