ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ვინ იყენებს პანდემიასთან დაკავშირებულ მიმებს საინფორმაციო ომში?

29 ივლისი, 2020

demdigest.org -ის მასალის მიხედვით

კოვიდ-19-ის პანდემიამ დაგვანახვა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა საუკუნოვანი გავლენის ოპერაციებისაა და დეზინფორმაციის კამპანიები  თანამედროვე ეპოქას მოარგეს. ადრე ავტოკრატიულ ქვეყნებს მედია საშუალებების  მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაარსება/მხარდაჭერა და ინფორმაციის გაზეთებში განთავსება სჭირდებოდათ, იმ იმედით, რომ ეს ინფორმაცია ინგლისურენოვან გამოცემებში მოხვედრილიყო. დღეს კი მათ მხოლოდ “დატვიტვა” სჭირდებათ - აღნიშნავს მარკ პომერლაუ (Mark Pomerleau).

ავტოკრატული რეჟიმები საკუთარი მიზებისათვის აშშ-ის კანონმდებლობასა და დემოკრატიულ პრინციპებს, მაგალითად სიტყვის თავისუფლებას,  იყენებენ. მათ სამიზნეს ხშირად  საზოგადოებაში არსებული განხეთქილება  წარმოადგენს, როგორიც არის პოლიციის წინააღმდეგ პროტესტი და რასობრივი თანასწორობის საკითხები.

“მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ იმ დეზინფორმაცია/მისინფორმაციით, რომელიც აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იქმნება რეალური ამერიკელების მიერ, რომლებისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურია და ის ისე ესმით, როგორც მოსკოვში ვერ შეძლებენ” - თქვა სინდი ოტისმა (Cindy Otis), დეზინფორმაციისა და სოციალური მედიის მანიპულაციის წინააღმდეგ მებრძოლმა Alethea Group-ის ვიცე პრეზიდენტმა.

2016 წლიდან რუსული დეზინფორმაციის კამპანია რასობრივ და  აფრო-ამერიკელებთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებზეა ფოკუსირებული, ის  დასავლეთ აფრიკელ ტროლებს იყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ  ამერიკულ პოლიტიკაში რასობრივი თემატიკა  ერთ-ერთ მოწყვლად საკითხს წარმოადგენს . აშშ-ს სენატის სპეციალურად შექმნილი კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსული საინფორმაციო ოპერაციების ძირითად სამიზნეს აფროამერიკელები წარმოადგენენ.

გასული წლის აპრილში  CNN -ის გამოძიებამ  განასა და ნიგერიაში რუსეთის ტროლების ფერმა აღმოაჩინა, სადაც აფრიკული წარმოშობის ადამიანები რასოვრივ საკითხებზე დაპირისპირების გასამწვავებლადი იყვნენ დასაქმებულები. 

“მნიშვნელოვანია მივხვდეთ, რომ დეზინფორმაციის კამპანიებს, რომლებიც სამიზნეში ემოციურ რწმენებს იღებენ, შეეუძლიათ ეროვნული დისკურსი კიდევ უფრო დააზიანონ” - განაცხადა RAND Corporation-ის ანალიტისოსმა.

“როდესაც ჩვენ მიმების ომზე ვფიქრობთ, რეალურად ხდება  ის, რომ ჩვენში ღრმად დანერგილ ემოციურ ისტორიებს ვიღებთ და  სურათებში ვათავსებთ, ჩვეულებრივ ამას ძალაინ, ძალიან სწრაფი ემოციური დარტყმა აქვს” -  თქვა ჯესიკა დაუსონმა Jessica Dawson, საინფორმაციო ომის მკლვევარმა კიბერ არმიის ინსტიტუტში. 

“ისინი ნარატივებს სურათებში ათავსებენ, რომლებიც ხშირად უავტოროა. მიმების ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ მას ხელს არავინ აწერს, არავინ ამბობს, მე ვარ შემქმნელი. ემოციური დარტყმები ძალიან, ძალიან სწრაფად ზიარდება, ისინი სხვადასხვა გზით თავისით მრავლდებიან, რადგან შენ ხედავ მას, რეაგირებ მასზე და მისი გადამცემი ხდები”