ვინ გაავრცელა ივანიშვილზე გაყალბებული დოკუმენტი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

71
VIEWS

27 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ექვთიმე ბიძინაშვილი გამოაქვეყნა ფოტო, აღწერით: ,,დამადასტურებელი დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ”. ფოტოზე წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლის აღწერიდან ირკვევა, რომ ის წარმოადგენს მოსკოვის მე-4 ფსიქიატრიული დაწესებულების ცნობას.

დოკუმენტის გაცემის თარიღად მითითებულია 1991 წელი. დოკუმენტის მიხედვით, პაციენტ  ბიძინა ივანიშვილს ხმები ჩაესმოდა და ჰალუცინაციებს უჩიოდა. სამედიცინო დასკვნა გასცა ექიმმა იგორ კალიუგინმა, რომელიც პაციენტს ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პაციენტს შიზოფრენიის მძიმე ფორმა აღენიშნება.  გაცემულია რეკომენდაცია, რომ პაციენტს არ შეუძლია მანქანის მართვა და ვერ დარჩება მარტო პირისპირ კონტატში სხვა ადამიანთან, აგრეთვე რეკომენდაციებს შორისაა ისიც, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. დოკუმენტის ბოლოს ხელს აწერს А. С.Ф. Багненко.

გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია, რადგან მასში მითითებული ქვეყნის სტატუსი და გერბი 1991 წელს არ გამოიყენებოდა, ხოლო თავად ტექსტი შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს.

edrtfh ვინ გაავრცელა ივანიშვილზე გაყალბებული დოკუმენტი?

აღნიშნულ მოკუმენტში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობა, რაც საჭვოს ხდის მის ნამდვილობას. კერძოდ:

  1. დოკუმენტის ნაწილში ბიძინა ივანიშვილის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ჭორვილა, საჩხერის რაიონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Грузинская ССР), თუმცა დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ სასამართლო-ფსიქიკური ექსპერტიზა სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ტარდება რუსეთის ფედერაციის კანონმებლობით დადგენილი წესით. დოკუმენტის შედგენის მომენტში (1991 წლის 17 ივლისი) სახელმწიფოს არა რუსეთის ფედერაცია, არამედ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა ერქვა და მან სახელი 1991 წლის 25 დეკემბერს შეიცვალა,
  2. დოკუმენტს დართული აქვს გერბი, რომელიც რეალურად 1993 წლის 30 ნოემბრიდან გამოიყენება, 1991 წლისთვის რუსეთის გერბი საბჭოთა სიმბოლიკებისგან შედგებოდა. შესაბამისად, თუ დოკუმენტი 1991 წელს შეიქმნა, მასზე ვერ იქნებოდა დატანილი გერბი, რომელიც მოქმედებაში 1993 წლიდან შევიდა.
  3. აღნიშნულ დოკუმენტში დაშვებულია გრამატიკული და ბეჭდური შეცდომა, რაც ასევე საეჭვოს ხდის მის ნამდვილობას:
წერია სწორია
Департамент здравохранения  город москви Департамент здравоохранения города Москвы
государственное учереждение пссихиатрическая клиническая больница № 4 государственное учреждение психиатрическая клиническая больница № 4
Иванишвили Бидзина Григолич Иванишвили Бидзина Григорьевич
Мужчина Мужской

დოკუმენტის გავრცელება 

დოკუმენტის ფოტოს ,,ექვთიმე ბიძინაშვილის” გვერდზე 170-მდე გაზიარება აქვს. ფოტო ასევე გვხვდება გვერდზე ლურჯი ვირი, რომელიც წინა საარჩევნოდ აქტიურად ავრცელებს ქართული ოცნების მადესკრედიტირებელ მიმებსა და პოსტებს. ორივე გვერდი ნაციონალურ მოძრაობასთან არის აფელირებული. როგორც გვერდზე მითითებული ინფორმაციით ირკვევა ის 2019 წლის ნოემბერში შეიქმნა და საბერძნეთიდან იმართება, თუმცა ლოკაციად გიბრალტარი აქვს მონიშნული.

debh ვინ გაავრცელა ივანიშვილზე გაყალბებული დოკუმენტი?

რაც შეეხება ,,ექვთიმე ბიძინაშვილის” გვერდს, ის 2020 წლის აპრილშია შექმნილი და განსაკუთრებით აქტიური წინასაარჩევნო პერიოდში გახდა. გვერდის მიერ გავრცელებული ნარატივები ასევე ,,ქართული ოცნების” და უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გვერდი გამოეხმაურა ზუგდიდში მომხდარ ფაქტსაც და გამოაქვეყნა პოსტები, რომლებშიც, იგი ცდილობს “საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი ტერორისტი ხელისუფლების მიერ მართულად წარმოაჩინოს. მეორე პოსტში კი გამოთქმულია ვარაუდი, რომ სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც ტერორისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დანაშაულის თანამზრახველია.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მომხმარებელმა Avto Ivanidze-მ გააზიარა რამდენიმე ღია ჯგუფში მათ შორის: ერთად სახლში, მიშას ფანებილიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in, მიშა პრემიერად.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist