პოლიტიკა

ვინ გაავრცელა აპატურაის ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი სათაურით?

2 აგვისტო, 2019

31 ივლისს ვებ-გვერდმა imedinews.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან, სათაურით „აპატურაი: არ შეგვიძლია ახალი წევრის მიღება თუ ეს დაძაბულობას გაზრდის“. 1 აგვისტოს, სოციალური ქსელებში  imedinews-ის სათაურის კრიტიკის შემდეგ, რედაქციამ სტატიის სათაური შეცვალა, თუმცა ინტერვიუ იმედის ძველი იდენტური სათაურით ვებ-გვერდებმა mediapress.ge-მ და tvm.ge-მაც გამოაქვეყნეს. tvm.ge-ს სტატია “წიწაკა TV – Pepper TV” გააზიარა. ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ, ნაწილმა კი ფოტო იმავე სათაურით ასევე გაავრცელეს სიძულვილის ჯგუფების ფეისბუკ გვერდებმა ალტ-ინფომ,  “აზიმუტი”, ხოლო ალტ-ინფოს სტატია “ანტილიბერალურმა კლუბმა”, “ანტი-ლიბერალურმა გვერდმა” და “Geo Pepe-მ” გადააზიარეს.

"

"

"

ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ გავრცელებული სათაურით “არ შეგვიძლია ახალი წევრის მიღება თუ ეს დაძაბულობას გაზრდის” მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. სიტყვები ვებ-გვერდების სათაურებსა და სოციალურ ქსელებში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა. რეალურად აპატურაიმ აღნიშნა, რომ ნატოც და ასპირანტი ქვეყანაც გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მესამე მხარის ჩარევის გარეშე, თავად მიიღებენ.

""

""

""

"

  • რა საკითხებს ეხებოდა ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ?

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტვ “იმედის” საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან არსებობს სირთულეები, ნატოს მტკიცე პოზიცია უკავია და გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებს. 

აპატურაის განცხადებით, რუსეთს არც მონტენეგროსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება სურდა, თუმცა მოვლენები მაინც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდა. 

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრს თუ ეს დაძაბულობას გამოიწვევს, თუმცა ეს სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და რეალურად აპატურაის თქმით, გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ნატოსა და ასპირანტი ქვეყნის მზაობა, მესამე მხარეს კი ჩარევის უფლება არ აქვს.

“ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ახალი წევრი, თუ ეს გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას და დააზარალებს ნატოს ახალ წევრს, ნატოს, სამეზობლოს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ფაქტორებს და ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ნატო თავად იღებდა და მომავალშიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ასპირანტი ქვეყანაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და არ მივცემთ უფლებას მესამე მხარეს, ჩაერიოს ან გადაწყვიტოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

წყაროების შესახებ 

“აზიმუტი”. Facebook გვერდი „აზიმუტი” 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაში გვერდს მითითებული აქვს, რომ ის ემსახურება სამხედრო ანალიტიკურ მიმართულებას და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მოსახლეობის ინფორმირებას. ფეისბუკის თანახმად, გვერდი იმართება, საქართველოდან, საფრანგეთიდა და  რუსეთიდან. 

"

გვერდის ადმინისტრატორი რუსეთიდან, რომელმაც ერთ-ერთ  ვიდეო მიმართვაში მსმენელს თავი ბექად წარუდგინა, აცხადებს, რომ ვოლგოგრადში ცხოვრობს. ის რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლაზე საუბრობს და ტერმინ “ოკუპანტის” რუსეთის მიმართ მუდმივი გამოყენება მიზანშეუწონლად მიააჩნია, ამავე დროს ამკვიდრებს ნიჰილზმს, რომ ევროპას და ამერიკას საქართველოს დახმარება არ ძალუძთ.

"

გვერდი “აზიმუტი” ჯო ბაიდენის ფონდის დირექტორის მაიკლ კარპენტერს და საქართველოში ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკენზის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მოვლენების გამო აკრიტიკებს.

""

გვერდი ხშირად აზიარებს პოსტებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებას და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიების სიუჟეტებს.

""

""

"

გვერდი ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ახდენს და გამოირჩევა სიძულვილით ლგბტ თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ.

"

გვერდზე ხშირად ვხვდებით შეირაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის წარმომადგენლების დავით ნემსაძისა და ერმილე ნემსაძის პოსტებს, რომლებიც რადიკალური ჯგუფთან “ქართულ მარშთანაც” თანამშრომლობენ. Youtube-ზე ვრცელდება ერმილე ნემსაძის მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომლითაც ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებას ეხმაურება და პუტინს საქართველოში გაბუნიას და რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას გასანადგურებლად სპეცნაზმის შემოყვანას სთხოვს, ისევე როგორც ეს ლონდონში რუსეთის მოღალატეების ლიტვინენკოს, ბერეზოვსკის, ბენდუქიძის და ბევრი სხვა ადამიანის შემთხვევაში მოხდა. 

სხვა გვერდების შესახებ

წიწაკა TV - Pepper TV Facebook-ზე 2012 წლის ნოემბერში გამოჩნდა და თავდაპირველად “ერეკლე მეორის საზოგადოება” ერქვა, შემდეგ “ერეკლე მეორის საზოგადოება - Общество Ираклия Второго.” გვერდმა დასახელება სულ ოთხჯერ შეიცვალა და ამჟამად წიწაკა TV - Pepper TV-ს სახელით პოზიციონირებს. “ერეკლე მეორეს საზოგადოების” ხელმძღვანელი ევრაზიული არჩევანის დამფუძნებელი არჩილ ჭყოიძეა, რომელიც ღიად პრორუსული პლატფორმით გამოდის, რაზეც მითების დეტექტორმა რამდენიმე პუბლიკაცია მოამზადა.

TVM News-ს ჩვენ შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტი ინტერნეტ ბაზრზე 2013 წელს გამოჩნდა, თუმცა registrator.ge-ს ინფორმაციით, ვებ-გვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული. ამავე განყოფილებაში ადმინ-რედაქტორად ჟურნალისტი თამთა დადეშელია, ხოლო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორი - გიორგი ფრანგიშვილი. საიტი აქვეყნებს მასალებს ანტი-დასავლური და პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდან”. 

"

Mediapress.ge-ს “ჩვენს შესახებ” განყოფილება საერთოდ არ აქვს. Registrator.ge-ს ინფორმაციით, ვებ-გვერდი 2016 წელს არის დარეგისტრირებული. Facebook-ზე არსებობს საჯარო ჯგუფი Mediapress.ge, რომლის ადმინისტრატორები გიორგი ლაღიძე და ანასტასია დვალიშვილი არიან. გიორგი ლაღიძეს მითითებული აქვს, რომ მარშალ პრესის დამფუძნებელია. ასევე, ჯგუფში ახალ ამბებს აზიარებს TVM News-ს ადმინ-რედაქტორი თამთა დადეშელი.

"

"

სიძულვილის ჯგუფების გვერდები

ალტ-ინფო, “ანტილიბერალურმა კლუბი”, “ანტი-ლიბერალური გვერდი” და “Geo Pepe”  სიძულვილის ჯგუფების Facebook გვერდებია, რომლებიც 2019 წლის 17 მაისს Facebook-მა  დაბლოკა. მათი გაუქმება 17 მაისის აქციის შემდეგ მოხდა, როდესაც ზემოაღნიშნული გვერდები ავრცელებდნენ ჰომოფობიური ხასიათის პოსტებს. მოგვიანებით ამ გვერდებმა ფუნქციონირება განაახლეს.