პოლიტიკა

ვინ და როგორ “ამტკიცებს,” რომ ომი საქართველომ დაიწყო?

13 აგვისტო, 2020

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე ქართულ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელში  ღიად პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული აქტორები და ანტილიბერალური ჯგუფები აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებით კვლავ აქტიურად ტირაჟირებენ რუსეთის ხელისუფლების გზავნილს, რომლის დანერგვას კრემლისტური პროპაგანდა ქართულ საზოგადებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წლებია ცდილობს. 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ომის დაწყებაში რუსეთთან ერთად წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, ამასთანავე აცხადებდნენ, რომ წინა ხელისუფლებამ თვითონ აღიარა ომის დაწყებაში საკუთარი ბრალეულობა, რაც საერთაშორისო დოკუმენტებში (იგულისხმება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუცია) არის დადასტურებული. 

ანტი-ლიბერალური ფეისბუკ ჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ყალბი ანგარიშებიც ავრცელებდნენ. “მითების დეტექტორმა” ანტი-ლიბერალური გვერდების გზავნილების გავრცელებაში ჩართული 4 ყალბი ანგარიშიც გამოავლინა. 

საკითხზე “ვინ დაიწყო აგვისტოს ომი” 3 ძირითად ნარატივი გამოიკვეთა: 

1. ომი საქართველომ (საქართველოს ხელისუფლებამ) დაიწყო 2.ომი საქართველომ აშშ-ს წაქეზებით დაიწყო 3.ევროსაბჭოს რეზოლუციით ყოფილმა ხელისუფლებამ რუსეთს ოკუპაცია გაუფორმა
  • ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება
  • გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი
  • გიორგი მდივანი, “პოლიტიკანოს” ხელმძღვანელი
  • ალტ ინფო
  • რეზო ამაშუკელი, პოეტი
  • ირაკლი ჯანყარაშვილი, News Front Georgia-ს Tvalsazrisi.ge-ს 
  • გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი 
  • ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება
  • გია ვოლსკი, ქართული ოცნება

1. ომი საქართველომ (საქართველოს ხელისუფლებამ) დაიწყო

მოსაზრებას, რომ საქართველომ (საქართველოს ხელისუფლებამ) აგვისტოს ომი დაიწყო კრემლის გამოცემა News Front-ი, ონლიან-გამოცემები “ საქართველო და მსოფლიო”, “რეპორტიორი”  '“თვალსაზრისი” და ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდი “ალტ-ინფო” ავრცელებენ. მმართველი პარტიის “ქართული ოცნების”აღმასრულებელი მდივანი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი საომარ მოქმედებებში როგორც პუტინს, ასვე   საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა. 

ონლაინ გამოცემები პრორუსული შეხედულებების მქონე აქტორებს ციტირებენ, მაგალითად “საქართველო და მსოფლიომ” გულბაათ რცხილაძესთან, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელთან ინეტვიუ გამოაქვეყნა.  News Front-ი  და “რეპორტიორი” პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდის ‘პოლიტიკანოს” ხელმძღვანელს გიორგი მდივანს და სხვა ავტორებს ციტირებნდენ, “თვალსაზრისი” კი - რეზო ამაშუკელის მოსაზრებებს.

წყარო ციტატა
ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე

“ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი”..                 
8 აგვისტო

გიორგი მდივანი, “პოლიტიკანოს” ხელმძღვანელი

"სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა დაიწყო ღია საომარი მოქმედებები 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა კასეტური ბომბებით დაბომბა საერთაშორისო ნორმების დარღვევით...”,    
ნიუსფრონტი, 9 აგვისტო
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი

“ ომი დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ხროვამ _ ეს ასახულია ტალიავინის დასკვნაშიც, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჩატარებული ერთადერთი გამოძიების დოკუმენტია..". საქართველო და მსოფლიო, 4 აგვისტო 

ზურაბ მახარაძე,
ალტ-ინფო

 

“თუ ვინმე უცხო გვეკითხება, მაშინ პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და მომავალშიც დავიწყებთ...ქართული ტერიტორიების დაცვისთვის და დაბრუნების საკითხში ქართველი სხვასთან მორალურად მართალია. თუ ერთმანეთთან ვსაუბრობთ მაშინ ისისც ვთქვათ… არახელსაყრელ პირობებში, არასაკმარისი ძალით და არასანდო მოკავშირეებით დაწყებული შეტევის შედეგად, როცა შენი ქვეყანა კარგავს ტერიტორიებს, ამაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს..”ალტ- ინფო, 7 აგვისტო 

რეზო ამაშუკელი, პოეტი

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – 2008 წლის ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა. ყველაფრის შესახებ არის საქმის კურსში ის, თვალმოჭუტული გებელსი – გიგა ბოკერია. ამ ომში ძალიან ბევრი ფული გაათეთრეს ნაცებმა.” თვალსაზრისი, 8 აგვისტო

სხვა წყაროები

ირაკლი დოჭვირი: "ომის გამჩაღებელი სააკაშვილი რომლის კისერზეა ყველა ეს მსხვერპლი აუცილებლად წარდგება ჰააგის სასამართლოს წინაშე."  , ნიუსფრონტი, 9 აგვისტო

თეა ფირცხალავა:  “მიშა [მიხეილ სააკაშვილი] და თავით ფეხამდის დანა ჩანგალ ასხმული მისი „სამეფო“ ამალა შეგნებულად წამოეგო რუსეთის პროვოკაციზე და შეგნებულად აამოქმედა მორიგი ბინძური გეგმა…”   რეპორტიორი, 7 აგვისტო

იდენტური ბრალდება საქართველოს  მიმართ  რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა  წელსაც  გაახმოვანა.   

დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი: "დღეს 12 წელი სრულდება იმ მომენტიდან, როცა ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქცევას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც ბრძანება გასცეს ცეცხლის გახსნაზე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, დაუცველ მოხუცებსა და ბავშვებზე, რუს სამშვიდობოებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ქართული სოფლების მცხოვრებთათვის". 

2. ომი საქართველომ აშშ-ს წაქეზებით დაიწყო

 აშშ-ს წაქეზებით აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისზე” გამოქვეყნებულ მასალაში ირაკლი ჯანყარაშვილი, ამ გამოცემისა და  კრემლისტური News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი, ასევე ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდის “ანტილიბერალური დოქტრინა” და ბლოგი “პოლიტიკოს” მმართველი ადანაშაულებდა. მისი თქმით, აგვისტოს ომში საქართველო “მსოფლიო ომების ოფიციალურმა სპონსორმა ამერიკამ“ ჩაითრია. “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულ ინტევრიუში კი კრემლისტური ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე აცხადებდა, რომ საქართველო ხელისუფლება აშშ-მ მოატყუა, იერიშის განსახორციელებლად წაახალისა და ეს ომი ამერიკის ინტერესებში იყო. 

წყარო

ციტატა

ირაკლი ჯანყარაშვილი, News Front Georgia-ს  და Tvalsazrisi.ge-ს  ავტორი

“ომი საქართველოს არ დაუწყია, ომი სააკაშვილმა, კონდოლიზა რაისმა და მაკკეინმა დაიწყო. მსოფლიო ომების ოფიციალურმა სპონსორმა ამერიკამ და ორმაგმა აგენტმა სააკაშვილმა კარგად დაგეგმილი დიპლომატიური და სამხედრო ოპერაციით,საქართველო ჩაითრია და მიიყვანა სამხედრო დაპირისპირებამდე რუსეთთან”.
თვალსაზრისი, 8 აგვისტო

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი 

"ყველამ ვიცოდით, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, დაღამებისას სააკაშვილის ჯარი ცხინვალში შევიდა და ამას სიამაყით აცხადებდნენ...ხელისუფლების წევრებს არ ეგონათ, რომ ეს ომი კრახით დასრულდებოდა. ისინი ამერიკელებმა მოატყუეს, წინსვლა უბრძანეს, უთხრეს, რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავდათ, რომ თვითონ მხარს დაუჭერდნენ და არაფერი მოხდებოდა.… ამის იმედად დაიწყო ეს უაზრო (უაზრო ჩვენთვის, თორემ ამერიკელებისთვის ძალიანაც აზრიანი) ომი და ჩვენთვის სავალალოდ დასრულდა".
საქართველო და მსოფლიო,  4 აგვისტო


აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა წლებია ავრცელებს გზავნილებს, რომ აგცვისტოს ომი ამერიკამ წაახალიასა, რაც მედიის განვითარების ფონდის “ანტიდასავლურ პროპაგანდის” ანგარიშებშიც არის ასახეული. “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშმა გამოავლინა. იდენტურ გზავნილს ვლადიმერ პუტინიც ავრცელებდა:

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: „საბრძოლო ზონაში [2008 წელს] ამერიკელები იმყოფებოდნენ. ქართული არმია ამერიკელების შეიარაღებული იყო. ამერიკელი ინსტრუქტორები რომ წვრთნიდნენ, ესეც ფაქტია”

3. ევროსაბჭოს რეზოლუციით ყოფილმა ხელისუფლებამ რუსეთს ოკუპაცია გაუფორმა

მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წევრები აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ წინა ხელისუფლებამ თვითონ აღიარა ომის დაწყებაში საკუთარი ბრალეულობა, რაც საერთაშორისო დოკუმენტებში, კერძოდ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაში არის დადასტურებული: 

ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება: „ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი..გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა“.

გია ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 8 აგვისტო:  “[ოპონენტმებმა] არამხოლოდ ხელი შეუწყვეს ამ ოკუპაციას, არამედ ხელმოწერით დაადასტურეს საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოს ბრალეულობა არსებობს ომის დაწყებაში. ესაა რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ათასობით უტიფარ და უზენეო განცხადებებს აკეთებენ ამ ომთან დაკავშირებით”

  • ანტი-ლიბერალური გვერდებისა და ტროლების კოორდინირებული მოქმედება ომზე რუსული ნარატივის გასავრცელებლად

ანტი-ლიბერალური ფეისბუკ გვერდები და ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ ომი საქართევლომ დაიწყო და ამერიკელი და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართევლოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. ისინი ამ მიზნით მაკკეინის, საქართველიში აშშ-ს ყოფილი ელჩის ვიდეოებს და ჰაილი ტალიავინის  ციტატას ავრცელებდნენ. ამ ჯგუფების მტკიცებით, წინა ხელისუფლება თვითონ აღიარებდა, რომ ომი თავად დაიწყო. ანტი-ლიბერალური ფეისბუკ ჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ყალბი ანგარიშები - ტროლებიც ავრცელებდნენ. 

ფეისბუკ გვერდმა “ალტ-ინფომ” აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 ვიდეო გაავრცელა. 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში “ვინ დაიწყო ომი” ზურა მახარაძე აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამავე დღეს გავრცელებულ ვიდეოში “ვინ დაიწყო აგვისტოს ომი”  გიორგი ქარდავა აცხადებს, თითქოს აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. (გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო, ფეისბუკ ლაივი ვინ დაიწყო აგვისტოს ომი:”თუ მზე ამერიკიდან ამოდის და ამერიკაშიც კი ყვებიან, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი..ხალხი რომელმაც თვითონ დაიწყო ომი, რომელმაც, თავისმა პარტნიორებმა და პატრონებმა, რომლების სახელს გიხსენებ შენ... იმ ხალხმაც კი დაადანაშაულა.”)

გარდა ამისა, სხვადასხვა ფეისბუკ გვერდები აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობის დამტკიცების საბაბით და იმის საილუსტრაციოდ, თითქოს საქართველოს ომის დაწყებაში საერთაშორისო საზოგადოება ადანაშაულებს მაკკეინის და აშშ-ს ყოფილი ელჩის რიჩარდ მაილსის იმედთან ინეტრვიუს ნაწყვეტებს ავრცელებდნენ. მაკკეინის ინტერვიუს ნაწყვეტი ალტ-ინფომ და მასთან დაკავშირებულმა გვერდებმა:, Alt-Group • ალტ-ჯგუფი, Alt-Info • , ალტ-თარგმანი, ასევე, Geo Pepe, ეპოქა•, თაობა ქრისტესთვის, კონსტანტინე მორგოშია/Konstantine Morgoshia,. რიჩარდ მაილსის ინტერვიუ კი ფეიბუკ ჯგუფმა ამხილემ აღწერით “მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული ომი !”  გაავრცელა. თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადება აღწერით “ომი მე[მიხეილ სააკაშვილი] დავიწყეო ამის დედას შ****” გვერდებმა სექტა და ვერ დაბურნდებიან გამოაქვეყნეს. ფეისბუკ გვერდმა “პოლიტიკანომ” ჰაილი ტალიავინის, რუსეთ-საქართევლოს ომის შესახებ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის ცოტატა, სადაც აგვისტოს ომის მიმდინარობისას 7 და 8 აგვისტოს საქართველოს მიერ გამოყენებული ძალის საერთაშორისო სამაღტალთან შეუთავსებლობაზე საუბრობს.

ალტ- ინფოს ვიდეო,“ვინ დაიწყო ომი” , სადაც ზურაბ მახარაძე აცხადებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო 13-მა ფეისბუკ გვერდმა გააზიარა: წინაპართა ნაკვალევზე, პოლიტიკანო, Beautiful world,   Geo Pepe, ალტ-კლუბი, კონსტანტინე მორგოშია, ეპოქა•, ანტი-ლიბერალური გვერდი, ალტერნატივა საქართველოსთვის • Alternative for Georgia, ალტ-თარგმანი, Alt-Group • ალტ-ჯგუფი და 3 ჯგუფში გაზიარდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, Photo-Fact GEORGIA

 

ალტ-ინფოს ვიდეო “ვინ დაიწყო აგვისტოს ომი”, სადაც გიორგი ქარდავა აცხადებდა, რომ ამერიკელი პარტნიორები აღიარებენ, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო  10-მა გვერდმა გააზიარა” Alt-Group • ალტ-ჯგუფი,ეპოქაალტ-თარგმანი, ალტერნატივა საქართველოსთვის • Alternative for Georgia, კონსტანტინე მორგოშია/Konstantine Morgoshia, Geo Pepe, ალტ - კლუბი, Alt-Fun • ალტ-გართობა, Kavkazexress დაიჯესტი, Beautiful world და  15 ჯგუფში გაზიარდა:  კახა კალაძე თბილისის მერი, დავასრულოთ ნაცები!!!- ,,სიმართლის გზა", ნაცხროვა ციხეში!!!, პროტესტი! Protest! Протест!, ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება, ანტილიბერალური სივრცე,  ქართველი მართლმადიდებლები❤, mematiane.ge სოსო მიქელაძე,  ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, შეკვეთა, ყიდვა-გაყიდვა. Საქართველოს სახალხო საბჭოები - სახალხო ხელისუფლების ორგანოები, განათლება, რომელიც ქვეყანას სჭირდება, საქართველოს ანტიფაშისტური მოძრაობა,  მესამე მსოფლიო - ინფორმაციული ომი, МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა

 

ლაივი გადაპოსტეს შემდეგმა ფეისბუკ გვერდებმა: Alt-Group • ალტ-ჯგუფი,ეპოქა•, ალტ-თარგმანი, ალტერნატივა საქართველოსთვის • Alternative for Georgia, კონსტანტინე მორგოშია/Konstantine Morgoshia, Geo Pepe, ალტ - კლუბი, Alt-Fun • ალტ-გართობა

"

“მითების დეტექტორმა” 4 ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომელების ანტი-ლიბერალური გვერდების ვიდეოებს აზიარებდნენ:

ალტ-ინფოს ლაივი “ვინ დაიწყო აგვისტოს ომი 3-მა ყალბმა ანგარიშმა: Simon Black, წიქარა კოლხი და  სა ქართველო გაავრცელა. ალტ- ინფოს ვიდეოდან ამოჭრილ მაკკეინის განცხადების ნაწყვეტს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ამერიკელი პარტნიორები საქართევლოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ ყალბმა ანგარიშმა  Kaxa Kopala-მ გაავრცელა.

1.Simon Black (პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი სანდრო)ალტ-ინფოს ლაივი გააზიარა ჯგუფში mematiane.ge სოსო მიქელაძე

პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს პოლონელი ჟურნალისტის, დომინიკ ქშიშტოფ ცაგარას მიერ გადაღებული სურათი. მოწონებული აქვს ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები. აზიარებს ალტ-ინფოს ლაივებს. პროფილი სავარაუდოდ ეკუთვნის ფეისბუკ მომხმარებელს, Sandro Sandroo-ს, რომელმაც ლაივი გააზიარა შემდეგ ჯგუფებში:ქართველი მართლმადიდებლები❤, პროტესტი! Protest! Протест!, ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება, ანტილიბერალური სივრცე.

"

Vilhelm Franc Kanarisi იყენებს ვილჰელმ კანარისის ფოტოს. აზიარებს  ალტ-ინფოს ლაივებს, კონსპირაციებს 5G-ს შესახებ. ძირითადად მოწონებული აქვს ანტილიბერალური და ანტიოპოზიციური გვერდები.

2. წიქარა კოლხი მალავს იდენტობას, აზიარებს ალტ-ინფოსა და ბექა ვარდოსანიძის პოსტებს. სახელისუფლებო და ანტილიბერალური გვედები აქვს მოწონებული. 

"

3. სა ქართველო აზიარებს ანტილიბერალური, ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს. ანტილიბერალური და ანტიოპოზიციური გვერდები აქვს მოწონებული,

"

გიორგი გიორგი მალავს იდენტობას. აზიარებს ალტ ინფოს პოსტებს.  ძირითადად  მოწონებული აქვს ანტილიბერალური გვერდები.

"

4.Kaxa Kopala, რომელიც მალავს იდენტობას და სავარაუდოდ პარტ-აქტივს წარმოადგენს.

 ის  მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს, ალტ-ინფოსა და სხვა ანტილიბერალური გვერდების მასალებს აზიარებს. ძირითადად მოწონებული აქვსსახელისუფლებო და ანტილიბერალური გვერდები.

"


მოამზადეს ანა ჩიტალაძემ და ანი ქისტაურმა