პოლიტიკა

ვინ ავრცელებს მამუკა მდინარაძის WhatsApp-ის გაყალბებულ მიმოწერას?

24 თებერვალი, 2021

23 თებერვალს ფეისბუქ-პროფილებმა Zuriko Gogoxia და Lia Barnovi სოციალურ ქსელ WhatsApp-ის მიმოწერის ვიზუალის სქრინშოთი გაავრცელეს, რომელზეც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სახელისა და ფოტოს მქონე მომხმარებელი თანაგუნდელებს მიმართავს და წერს, რომ ემოციურ ფონზე თანამდებობა არ დატოვონ, რადგან ერთ კვირაში “რუსთაველზე მშიერი ხროვა დაიშლება”.

სქრინშოთი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის 23 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

24 თებერვლის 16:30 საათის მდგომარეობით, Zuriko Gogoxia-ს პოსტს 667, ხოლო Lia Barnovi-ს პოსტს 199 გაზიარება აქვს.
;

სოციალურ ქსელში გავრცელებული WhatsApp-ის სქრინშოთი ყალბია. ხელმისაწვდომია აპლიკაციები, რომელთა საშუალებითაც WhatsApp-ის ყალბი მიმოწერის სქრინშოთის შექმნა ყველა მსურველს შეუძლია. მიმოწერის ნამდვილობა მამუკა მდინარაძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თვითონვე უარყო და აღნიშნა, რომ იდენტური სქრინშოთი 2019 წლის ნოემბერშიც ვრცელდებოდა.

WhatsApp-ის გაყალბებული მიმოწერის სქრინშოთი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის 23 თებერვლის დილით ნიკა მელიას დაკავებას და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციას ეხება. სქრინშოთზე ჩანს, რომ მდინარაძე თანაგუნდელებს მიმართავს, თუმცა ეს არა ჯგუფური მიმოწერის, არამედ 2 ადამიანის მიმოწერის WhatsApp-ჩატია

.;
WhatsApp-ის ჯგუფური მიმოწერის ჩატი

გარდა ამისა, ანდროიდისა და აიოსის სისტემის ტელეფონებისთვის ხელმისაწვდომია აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც WhatsApp-ის ყალბი მიმოწერის შექმნა ყველა მსურველს შეუძლია. აპლიკაციები იმეორებს WhatsApp-ის დიზაინს, რაც ყალბი მიმოწერის ნამდვილისგან გარჩევას ართულებს. აპლიკაციის მფლობელს შეუძლია თვითონ დაწეროს, როგორც თავისი, ისე ადრესატის შეტყობინება, ასევე აირჩიოს ადრესატის სახელი, ფოტო, აქტიურობის სტატუსი და შეტყობინების გაგზავნისა და მიღების დრო.

;



;

23 თებერვალს გავრცელებული სქრინშოთების ნამდვილობა თვითონ მამუკა მდინარაძემაც უარყო და ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ მიმოწერა ყალბია და ის 2019 წლის 15 ნოემბერსაც ვრცელდებოდა.

;

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-პროფილები, რომლებმაც მამუკა მდინარაძის ყალბი სქრინშოთი გაავრცელეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან. Lia Barnovi და Zuriko Gogoxia “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აქვეყნებენ. Zuriko Gogoxia “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ღიად უჭერს მხარს, მას პროფილის ჩარჩოდ რამდენჯერმე პარტიის საარჩევნო ნომერი - 5 ჰქონდა განთავსებული.


არქივის ბმულები: 
Zuriko Gogoxia
Lia Barnovi


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.