სხვადასხვა

ვინ არის პუტინისთვის ილონ მასკის ალტერნატივა?

9 მარტი, 2020

Meduza-ს მასალა

რუსული გამოცემა TASS-ის გადაცემაში “20 კითხვა ვლადიმირ პუტინს” რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ არის რუსეთში ისეთი მისაბაძი მაგალითი, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე გამომგონებელი და ბიზნესმენი ილონ მასკია. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ის ასეთ პიროვნებად პროგრამების დეველოპერული კომპანიის  Kaspersky Lab-ის ხელმძღვანელ ევგენი კასპერსკის თვლის."
რაც შეეხება ილონ მასკის Tesla-ს და SpaceX-ის გამოგონებებს, პუტინის აზრით, მისი ალტერნატივა რუსეთში სარაკეტო და ლაზერული სისტემები “ისკანდერი” და “პერესვეტია”. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ არასდროს გაუგია გამოთქმა “როგორ მოგწონს ეს, ილონ მასკ?” 

2018 წელს რუსეთში სოციალური ქსელები მოიცვა მიმებმა წარწერით “Как тебе такое, Илон Маск?” სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ილონ მასკის კრეატიულობის გაშარჟების მიზნით აბსურდული გამოგონებები მიმებად აქციეს, რაც ვირუსულად გავრცელდა ჯერ რუსეთში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც.

"

|