ვიდეომანიპულაცია უსაფრთხო შპრიცით ინექციას ჩიპებს ხელოვნურად უკავშირებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

401
VIEWS

2021 წლის 26 მარტს, Facebook მომხმარებელმა „გვანც ‘ა“ გამოაქვეყნა 1:07 წუთიანი ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ორი ვიდეოა გაერთიანებული: თავდაპირველად ჩანს აცრის გაკეთების კადრები, შემდგომ კი მთხრობელი მიკროსქემიან ბიოჩიპზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით საინექციო შპრიცის ნემსში თავსდება. ვიდეოში ნათქვამია, რომ აღნიშნული ბიოჩიპის მოთავსებისთვის განკუთვნილი ადგილები შუბლი და მარჯვენა ხელია.

 

;

გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან ის უსაფრთხო შპრიცით ინექციის ამსახველ კადრებს მიკროჩიპებთან ხელოვნურად აკავშირებს. მთხრობელი, რომელიც მიკროჩიპის შექმნის შესახებ საუბრობს, მის ავტორად ინჟინერ კოლ სანდერსენს ასახელებს. პიროვნება ამ სახელით და გვარით რუსულ წყაროებში, ჩიპების შესახებ კონსპირაციულ სტატიებში იძებნება. კოლ სანდერსენში სავარაუდოდ ამერიკელი პასტორი კარლ სანდერსი იგულისხმება, რომელიც თავს RFID ჩიპის შემქნელად წარმოაჩენდა, თუმცა RFID ტექნოლოგია ვაქცინებთან კავშირში არაა.

  •  ვინ არის ვიდეოს მთხრობელი და რა შექმნა თუ არა მან მიკროჩიპი?

კოლაჟში გამოყენებული მეორე ვიდეოს მოძებნა, მთხრობელის მიერ გაჟღერებული ტექსტის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ვიდეოში მოყვანილი მონაკვეთი ფეისბუქ გვერდ „მართლმადიდებლური გვერდის“ 2020 წლის 8 აპრილის პოსტში იყო ციტირებული. ამავე პოსტის ბოლოში ციტატის წყაროდ დასახელებულია 2000 წლის დოკუმენტური ფილმი „მეორედ მოსვლა“. ეს ფილმი იუთუბზეა ხელმისაწვდომი და სწორედ აქედან არის აღებული 54 წამიანი მონაკვეთი (4:28-5:22), რომელიც ფეისბუქ მომხმარებლის გვანც ‘ას მიერ გავრცელებულ ვიდეოშია გამოყენებული. აღნიშნული ვიდეო shota vacharadze-ის იუთუბ არხზე 2011 წელს არის ატვირთული და აღწერაში მითითებულია, რომ ფილმი მეორედ მოსვლის შესახებ სტუდია “გრაალის” მიერ არის გადაღებული. ფილმში საუბარია ანტიქრისტეს მოსვლის წინასწარმეტყველებაზე და “მხეცის ნიშანზე 666”, რომელიც, ფილმის თანახმად, სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ადამიანებს შუბლზე და მარჯვენა ხელზე დაესმევათ.

;;

“მართლმადიდებლური გევრდის” პოსტში ასევე მითითებულია, რომ ციტატა მიკროსქემიანი ჩიპის შესახებ ეკუთვნის დოქტორ კოლ სანდერსენს. ასეთი სახელის და გვარის მქონე ინჟინერი რუსული დომეინების მქონე საიტებზე იძებნება. რუსული წყაროების მიხედვით, მისი საქმიანობა მოსახლეობის კონტროლთან და “მხეცის ნიშანთან” არის დაკავშირებული. რუსულ წყაროებში კოლ სანდერსენის სახელით მოთხრობილია, რომ მან სხვა სპეციალისტებთან ერთად არიზონას შტატში პარალიზებულ ქალზე ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც მიკროსქემების გამოყენებით შეძლო ამ ქალის კიდურების ამუშავება, თუმცა, როგორც რუსული საიტების მიერ ციტირებული კოლ სანდერსენი ამბობს, ქალის ქცევაზე კონტროლი ექსპერიმენტის ჩამტარებლებს ჰქონდათ და არა თავად პაციენტს. ასევე აღნიშნულია, რომ კოლ სანდერსენი ექსპერიმენტებს პატიმრებზეც ატარებდა, საბოლოოდ კი მიკროჩიპი შექმნა, რომელიც ნემსში მოთავსდებოდა.

;

;

კოლ სანდერსენი, როგორც RFID ჩიპის შემქმნელი იუთუბ მომხმარებლის Владимир Русланов-ის მიერ ატვირთულ ვიდეოშიც გვხვდება.

;

რუსულ წყაროებში კოლ სანდერსონად მოხსენიებული RFID ჩიპის გამომგონებელი სავარაუდოდ ამერიკელი პასტორი კარლ სანდერსია, რომელიც რადიო-სიხშირის მაიდენტიფიცირებელი (RFID) მიკროჩიპის თვითგამოცხადებული გამომგონებელი იყო. მისივე სიტყვებით, ის ელექტრონული ინჟინერიის დოქტორია და არაერთ სამთავრობო სააგენტოსთან ჰქონდა ნამუშევარი. ინფორმაცია კარლ სანდერსის შესახებ პოინტერის ინსტიტუტის ხელმომწერმა ფაქტჩეკერმა ორგანიზაცია indiatoday-მაც გადაამოწმა, რომელმაც სანდერსის მიერ მოთხრობილი ისტორია მიკროჩიპებზე ჯერ კიდევ 2002 წლის სტატიებში აღმოაჩინა. პანდემიის დროს კარლ სანდერსის ვიდეოგამოსვლა, რომელიც 2008 წლიდან იძებნება, კონსპიროლოგების მიერ კორონავირუსის ვაქცინაში ჩიპების არსებობის მტკიცებულებად გამოიყენება.

;

ინტერნეტში არ იძებნება ინფორმაცია, რომ კარლ სანდერსი ნამდვილად იყო RFID ჩიპის გამომგონებელი. სანდერსის შესახებ პასტორი და European-American Evangelistic Crusades-ის დამფუძნებელი ჯონ ტორელი თავის 1994 წლის სტატიაში წერდა, რომ სანდერსს მიკროჩიპის გამოგონების შესაბამისი დოკუმენტაცია და ასევე ინჟინერიის სფეროში დოქტორის წოდებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა, რაც მას არ წარმოუდგენია.

რა ვიცით RFID ტექნოლოგიის მიკროჩიპებზე?

RFID მიკროჩიპის ადამიანის სხეულში მოთავსება პირველად 1998 წელს მოხდა. დღეს ამ ტიპის მიკროჩიპების იმპლანტებს ძირითადად ცხოველებზე იყენებენ,  ის სურვილისამებრ ადამიანებშიც გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მიკროჩიპის ფუნქცია შეზღუდულია კონკრეტულ ელექტრონულ დანადგარებთან მიმართებაში (მაგალითად, გააღებ/დაკეტავ მხოლოდ იმ კარს, რომელზეც იმპლანტით გექნება დაშვება), დაფარვის არეალი შეზღუდული აქვს, მაგალითად, დაჩიპული ცხოველების ადგილმდებარეობის დადგენა მიკროჩიპის საშუალებით შეუძლებელია და მხოლოდ იდენტიფიცირებისთვისაა საკმარისი. ამ თემაზე და მასთან დაკავშირებულ კონსპირაციაზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა.

მიკროჩიპის კანქვეშ დაფიქსირება შესაძლებელია. მაგალითისთვის, იხილეთ ფოტო:

;

  • ვიდეოში ნაჩვენებ ინექციის პროცესს ჩიპებთან კავშირი არ აქვს

ვაქცინაციაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებისას „გაუჩინარებული ნემსის“ ვიდეოები ხშირად მანიპულაციურად გამოიყენება და ვრცელდება კონსპირაცია, თითქოს ნემსს ადამიანის კანში ტოვებენ ან სხეულში ამ მეთოდით ჩიპი შეჰყავთ. სინამდვილეში, საქმე გვაქვს ე.წ. უსაფრთხო შპრიცთან (Safety syringe), რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემუშავდა, რათა პაციენტები დაზიანებისა და ინფექციებისგან დაეცვა. გამოყენების შემდგომ, ნემსი შპრიცის კორპუსში გადაინაცვლებს. სწორედ ეს ქმნის ნემსის გაუჩინარების ილუზიას. ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის პუბლიკაცია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist