ვაქცინაცია თუ რეგულაციები – რას ეხებოდა ბერლინში გამართული დემონსტრაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

32
VIEWS

14 თებერვალს ფეისბუქ პროფილმა “სულიერი სამყარო” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი მტკიცებით ბერლინში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა 5 კილომეტრიან მანქანების კოლონას ასახავს.

ვიდეოს 25 თებერვლის მონაცემებით 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

;

“სულიერი სამყაროს” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მანიპულაციურია, ბერლინში და გერმანიის სხვა ქალაქებში მანქანების მარში იანვარსა და თებერვლის დასაწყისში რამდენჯერმე მოეწყო, თუმცა, მარშის მონაწილეები არა ვაქცინას, არამედ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. 

“სულიერი სამყარო”- მიერ გამოვქყენებული ვიდეოს იდენტური ვიდეოკადრები, იუთუბზე 2021 წლის 5 თებერვალს მომხმარებელმა Micha Krause-მაც გამოაქვეყნა. ვიდეოს ახლდა სათაური: “ავტოკოლონა ანტი-კორონა-შეზღუდვების დემონსტრაცია, ბერლინი, 5.2.2021” (გერმანულად: Autokorso Anti-Corona-Maßnahmen Demo Berlin 5.2.2021)

;

13 თებერვალს იმავე მომხმარებელმა, მსგავსი შინაარსის 12:37 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც ასევე ვკითხულობთ, რომ ეს 12 თებერვალს კორონა-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია იყო.

InVID-ის პროგრამის და გეოლოკაციის გამოყენებით დადგინდა, რომ ვიდეო ბერლინში, კარლ მარქსის გამზირზეა გადაღებული.

;
კადრი “სულიერი სამყაროს” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან

;
კადრი გუგლის რუკიდან

საპროტესტო მსვლელობები ბერლინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 2020 წლის ზაფხულიდან პერიოდულად იმართება. ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქცია ბერლინში 31 იანვარსაც გაიმართა, რომელიც საფეხმავლო მსველობით დაიწყო და ავტოკოლონაში გადაიზარდა. გარდა ბერლინისა, მსგავსი საპროტესტო მსვლელობები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მაგალითად 6 თებერვალს, ავტოკოლონები მანჰაიმში და  სენფტენბერგში მოეწყო. ამ შემთხვებეშიც პროტესტის მთავარი მოთხოვნა COVID-19- თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა იყო.

მსვლელობების ორგანიზატორი როგორც ბერლინში ასევე სხვა ქალაქებში ჯგუფი Querdenken 711-ა.

რას წარმოადგენს Querdenken 711?

Querdenken 711– ის წევრები საკუთარ თავს თავისუფლების ინიციატივად ან მოძრაობად ასახელებენ, რომელიც არარეგისტრირებული გაერთიანებაა.  29 აგვისტოს ბერლინში Querdenken-ების სახელით პირველი დემონსტრაცია შტუტგარტში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მიხაელ ბალვეგმა დაარეგისტრირა. 2021 წლის 27 იანვარს  მიხაელ ბალვეგმა Querdenken-ების მხარდამჭერებს ვიდეო შეტყობინებით პროტესტის ახალი ფორმისკენ – მანქანების აღლუმებისკენ  მოუწოდა.

მოძრაობის რიგებში ვაქცინაციის მოწინააღმდეგე და კონსპიროლოგებიც არიან, თუმცა Querdenken-ების მიზანი ამჟამად ნაწილობრივ შეზღუდული ძირითადი უფლებების აღდგენაა. “ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენი კონსტიტუციის პირველ 20 მუხლს”, – ნათქვამია მათ მანიფესტში. შემდეგ კი  ჩამოთვლილია ცხრა ძირითადი უფლება, მათ შორის გამოხატვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება. ამგვარად, მათი მიზანი ძირითადად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

ბავარიის სახელმწიფო მთავრობა Querdenken 711-ს “უკიდურესად ჰეტეროგენულ” მოძრაობას უწოდებს: შინაარსობრივი თვალსაზრისით, იგი მოიცავს მოქალაქეებს რომელთაც სურთ ხაზი გაუსვან შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას, ვაქცინაციის ფანატიკურ ოპონენტებს, სახელმწიფოს ზოგად სკეპტიკოსებს და შეთქმულების თეორეტიკოსებს.

რა შეზღუდვები მოქმედებს გერმანიაში?

10 თებერვლის მდგომარეობით გერმანიაში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:

  • ყველა არააუცილებელი მაღაზია და სერვისი დახურულია.
  • მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფმა პირებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღბები.
  • დამსაქმებლებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა დაუშვან დასაქმებულების სახლიდან მუშაობა 15 მარტამდე.
  • კერძო შეხვედრები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ადამიანის დამატებით, რომელიც არ ცხოვრობს იმავე ოჯახში.
  • სკოლები ძირითადად დახურულია და სტუდენტები დისტანციურად სწავლობენ.
  • ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების მოხსნის თარიღმა 14 თებერვლიდან 7 მარტამდე გადაიწია.

პოსტის არქივი


 

 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist