იდენტობა

ულტრანაციონალისტის ფოტომანიპულაცია ათენის ხანძარს გეი პრაიდს უკავშირებს

26 ივლისი, 2018

2018 წლის 24 ივლისს პრო-რუსული პოლიტიკური პარტია“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა და ულტრა-ნაციონალისტურ მოძრაობა “ქართულ მარშთან” დაკავშირებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე მორგოშიამ თავის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ათენთან გაჩენილ ხანძარს ბერძნების ცოდვებს მიაწერს.  პოსტთან ერთად მორგოშიამ 8 ფოტო გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, პირველი ოთხი ფოტო ათენის გეი პრაიდზეა გადაღებული, შემდეგი 4 კი ათენის ხანძარს. 26 ივლისის მდგომარეობით პოსტს 181 გაზიარება აქვს.

"

მორგოშიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს საბერძნეთის გეი პრაიდთან საერთო არაფერი აქვთ. ერთ ფოტოზე ინტერნეტ მაღაზიის მოდელი, მეორეზე სავარაუდოდ მექსიკისა და ესპანეთის სასტუმროების სარეკლამო იმიჯი, მესამეზე კი ისრაელში და არა საბერძნეთში გამართული გეი პრაიდია ასახული. მეოთხე ფოტოზე გზის მხოლოდ მცირე მონაკვეთი ჩანს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა გადაეღოთ.

ფოტო N1

"

ფოტოდანაც ჩანს, რომ მასზე გეი პრაიდი არ არის გადაღებული. გუგლის საძიებო სისტემაში ფოტოს გადამოწმების შედეგად იძებნება, რომ მამაკაცი ინტერნეტ მაღაზიის მოდელია, რომელსაც ერთსა და იმავე პოზიციაში მდგომს, სხვადასხვა დიზაინის მაისურებს არგებენ.

""

ფოტოს გადამოწმების შედეგად იძებნება, რომ მამაკაცი ინტერნეტ მაღაზიის მოდელია, რომელსაც ერთსა და იმავე პოზიციაში მდგომს, სხვადასხვა დიზაინის მაისურებს არგებენ.

ფოტო N2

"

ეს ფოტო სხვადასხვა სასტუმროების მიერ საიმიჯო ფოტოდ გამოიყენება და მას ათენის გეი პრაიდთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, ინტერნეტში ეს ფოტო მექსიკასა და ესპანეთში მდებარე რამდენიმე სასტუმროს ვებ-გვერდზე იძებნება და ის “სელფის” გადაღების კადრს ასახავს.
"

"

ფოტო N3
"

მესამე ფოტოზე 2016 წელს თელ-ავივის გეი პრაიდზეა ასახული და არა საბერძნეთის აქცია.

"

ფოტო N4


"

მეოთხე ფოტო ცისარტყელის გამოსახელულებიან მცირე გზის მონაკვეთს ასახავს, რაც შეუძლებელს ხდის იმის იდენტიფიცირებას, თუ რომელ გეოგრაფიულ ლოკაციაზეა საუბარი.

კონსტანტინე მორგოშიას შესახებ

კონსტანტინე მორგოშია პრო-რუსული პოლიტიკური პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრია. 2016 წლის ის მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.  ის ასევე "ქართული მარშის" ერთ-ერთი დამფინანსებელია.

2018 წლის 11-13 მაისის მოვლენების დროს მორგოშია "ქართულ მარშთან" ერთად კონტრაქციების ორგანიზატორი იყო. ამ მოვლენების დროს ულტრა-ნაციონალისტურმა და პრო-რუსულმა ჯგუფებმა "ქართული მარშის" ქოლგის ქვეშ მოიყარეს თავი და შეადგინეს ე.წ. "ეროვნულ ძალთა შეთანხმება". შეთანხმებას შეუერთდა დიმიტრი ლორთქიფანიძეც - ნინო ბურჯანაძის პარტია "გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილი წევრი და ამჟამად თბილისის პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი.


მოამზადა ლიზი სრესელმა,
მითების დეტექტორის ლაბორატორია