ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

უარყოფს თუ არა WHO პანდემიის არსებობას?

16 ივნისი, 2020

ონლაინ მედიამ tinp.ge-მ და ფეისბუქ გვერდმა “თავისუფალი სული” 15 ივნისს იდენტური ინფორმაცია, სათაურით “ჯანმოს ეპიდემიოლოგის სკანდალური აღსარება - „ეპიდემია არ არსებობს!“ გამოაქვეყნეს.  tinp.ge ინფორმაციის წყაროდ hotnews.ge-ს უთითებს, რომელის მასალა 16 ივნისს აღარ იძებნება. იდენტური შინაარსის მასალა, სათაურით „არც კარანტინის და არც კომენდანტის საათის საჭიროება და არც კონტაქტების გამოკვლევის აუცილებლობა, რადგან- ვირუსი ზედაპირზე ვერ ცოცხლობს . ეს მხოლოდ ხელისუფლებათა მოთხოვნა იყო“

 tvm.ge-მ გამოაქვეყნა. აღნიშნული პუბლიკაციების თანახმად, WHO-ს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მარია ვან კერჰოვის მტკიცებით, პანდემია და ეპიდემია არ არსებობს. მასალას თან ერთვის მარია ვან კერჰოვის  ფოტო, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბანერის ფონზე საუბრობს, ხოლო tvm.ge-ს შემთხვევაში ვიდეო კომენტარიც.  

""

ვიდეო კომენტარიდან ირკვევა, რომ კერჰოვი საუბრობს COVID-19-ით დაინფიცირებულ ადამიანებზე, რომლებიც ასიმპტომურები არიან.

როგორც კერჰოვი აღნიშნავს, რიგ შემთხვევაში ასპმპტომური პაციენტებს არ გამოუვლინდებათ კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები, როგორებიცაა ხველა, ცხელება ან პნევმონია, თუმცა ვირუსი ორგანიზმში მაინც რჩება და ისინი კოვიდ-დადებითები არიან. მისი განცხადებით, იმ მონაცემებით რაც ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ, ძალიან იშვიათი შემთხვევებია გამოვლენილი, როდესაც ასიმპტომური პიროვნებიდან ვირუსის გადაცემა ხდება. 

„გვაქვს ან­გა­რი­შე­ბი ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლე­ვენ კონ­ტაქ­ტებს, ისი­ნი აკვირდებიან უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­ა და მათ კონტაქტებს, თუმცა ვერ პოულობენ გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვებს, ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად პო­უ­ლო­ბენ“, - ამ­ბობს მა­რია ვან კერ­ხო­ვი პრესკონფერენციაზე.

ამასთანავე მან აღნიშნა ისიც, რომ “თუ მივყვებით კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ და კარანტინში მოვაქცევთ მათ კონტაქტებს, ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შევამცირებთ.” 

შესაბამისად, ქართულ მედიაში გავრცელებულ ტექსტი მანიპულაციურია, რადგან ის რეალურად ვან კერხოვის ვიდეო კომენტარს კონტექსტიდან ამოგლეჯულად გვთავაზობს. ჯანმოს წარმომადგენელს ეპიდემიის და პანდემიის არარსებობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მან უსიმპტომო პაციენტებში მიმდინარე ინფიცირების პროცესი აღწერა და ისაბრა იმაზე, რომ  ამ კატეგორიაში გადადების შემთხვევები ან არ არის, ან იშვიათია. ამასთანავე, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კარანტინის საჭიროებას.

აღნიშნული მასალა სხვა ონლაინ გამოცემებმაც გააზიარეს, მათ შორის ქართულმა აზრმა, რეპორტიორი.ჯიმ. სააგენტო PIA-მ მართალია ტექსტში აღნიშნა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო და რეალურად ჯანმოს წარმომადგენელმა სრულიად სხვა განცხადება გააკეთა, მაგრამ სათაური ისეთივე მანიპულაციური იყო, როგორც სხვა მედიების შემთხვევაში („პანდემია არ არის! ეპიდემია არ არსებობს! ეს მხოლოდ ხელისუფლებათა მოთხოვნა იყო"). Crowdtangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოს მიხედვით, სხვადასხვა ონლაინ მედიების პუბლიკაცია ამ თემებზე 9 ფეისბუკ გვერდმა გააზიარა და სულ 251 ინტერაქცია გამოვლინდა.

"

"

"

იდენტური შინაარსის მასალები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით 67 საჯარო ფეისბუკ ჯგფში გაზიარდა და სულ 6 336 ინტერაქცია გამოვლინდა.

"


 

თავისუფალი სულის შესახებ

ფეისბუკ გვერდი “თავისუფალი სული,  რომელმაც მასალა ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა, 2020 წლის 11 მარტს არის შექმნილი და ის იტალიიდან იმართება, სადაც გვერდის ადმინისტრატორი იმყოფება. გვერდის თავდაპველი სახელწოდება “დამშვიდდი და იბატონე” იყო. ჩვენს შესახებ განყოფილებაში გვერდს მხოლოდ ის აქვს მითითებული, რომ  “აქ იპოვი ჭეშმარიტებას”.

"


მასალა მომზადდა Crowdtangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენებით

პროფილები: