ცნობა, თითქოს ვენაში 10 ბავშვს პირბადის ტარებით სოკოვანი ინფექცია განუვითარდა, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

10 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა “სულიერი სამყარო” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, ვენაში ექიმებმა დაამტკიცეს, რომ პირბადეების ტარებამ სოკოვანი ინფექცია გამოიწვია, შედეგად კი 10 ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოსტის ავტორი მკითხველს მოუწოდებს, ბავშვებს პირბადეები მოაშორონ. (Valium)

პოსტს ახლავს ფოტო, რომელზეც საავადმყოფოს საწოლში მყოფი ბავშვია გამოსახული, ფოტოზე გერმანულენოვანი წარწერაა გაკეთებული, რომელიც შინაარსობრივად პოსტის ტექსტის იდენტურია.

13 იანვრის მონაცემებით, პოსტს 33 გაზიარება აქვს.

;
სოკოვანი დაავადების შესახებ “სულიერი სამყაროს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ვენის ჯანმრთელობის ასოციაციამ ვენის საავადმყოფოებში პირბადის ტარებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციის შესახებ ინფორმაცია უარყო. გერმანული გამოცემა Correctiv-ი ვენის ყველა, 36 საავადმყოფოს დაუკავშირდა და მათ თუნდაც ერთი ბავშვის პირბადის ტარებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციით მათთან მკურნალობის შესახებ ცნობა არ დაადასტურეს. 

ამასთანავე, ინფექციონისტები და დერმატოლოგები აღნიშნავენ, რომ პირბადის ტარების დროს ჰიგიენური წესების დაცვის შემთხვევაში, ის ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას არ იწვევს.

მსგავსი დეზინფორმაცია, იდენტური ფოტოთი გერმანულენოვან წყაროებში ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში ვრცელდებოდა და ის ადგილობრივმა ფაქტჩეკერებმა გადაამოწმეს.

ერთ-ერთი გამოცემა, რომელსაც ამ საკითხზე სტატია აქვს მომზადებული correctiv.org-ია. სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოცემა ინფორმაციის გადასამოწმებლად, ვენაში მდებარე 36-ვე საავადმყოფოსა და კლინიკას ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მოკვლევის პროცესში მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს, რომელიც ვენის რომელიმე საავადმყოფოში თუნდაც ერთი ბავშვის პირბადის ტარების შედეგად განვითარებულ სოკოვანი ინფექციის შემთხვევას დაადასტურებდა.

გარდა ამისა, ვენის ჯანმრთელობის ასოციაციამ, რომელიც ქალაქის ყველა კლინიკასა და ვენის გენერალურ საავადმყოფოზეა პასუხისმგებელი, correctiv.org-ს 6 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მათთვის პირბადის ტარებით გამოწვეული ფილტვის სოკოვანი ინფექციის არცერთი შემთხვევის შესახებ არაა ცნობილი.

ნოემბერში დეზინფორმაცია ესპანურენოვან წყაროებშიც გავრცელდა და გამოცემა Maldita-მ ინფორმაცია ვენის ჯანმრთელობის ასოციაციასთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა, ასოციაციამ გავრცელებულ ცნობებს სრულიად მცდარი უწოდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ვენის ჯანმრთელობის ასოციაცია ვენაში მდებარე 8 ბავშვთა საავადმყოფოდან 7-ზეა პასუხისმგებელი. მე-8 ბავშვთა საავადმყოფო წმინდა ანას სახელობის საბავშვო ჰოსპიტალია, რომელმაც გავრცელებული ცნობების საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ვენის არცერთ საავადმყოფოში არცერთი ბავშვი პირბადის ტარებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციით არ მოხვედრილა.

ინფექციონისტები და დერმატოლოგები აღნიშნავენ, რომ პირბადის ტარების დროს ჰიგიენური წესების დაცვის შემთხვევაში, ის ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას არ იწვევს, შესაბამისად არც ინფექციის მიზეზი ხდება. ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი დავიდსონ ჰამერი Associated press-თან აღნიშნავს, რომ პირბადეზე ბაქტერიების გამრავლება თეორიულად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უკვე დანესტიანებულ და ბაქტერიებითა და სოკოებით დაინფიცირებულ პირბადეს გაიკეთებს, რაც პრაქტიკაში წარმოუდგენელი და არალოგიკურია. ჰამერის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირბადის ტარება ზედა ან ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს იწვევს.

ამავე თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


პოსტის არქივი: სულიერი სამყარო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist