ცნობა, თითქოს შვეიცარიამ ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

33
VIEWS

31 მარტს ფეიბსუქ-მომხმარებელმა ნანა ჩალიგავამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ შვეიცარიამ ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. ჩალიგავა აღნიშნავს, რომ შვეიცარიის  ხელისუფლებამ იცოდა, რომ მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, სწორედ ამიტომ მათ საკითხი რეფერენდუმზე არ გამოიტანეს და ვაქცინებზე უარი პირდაპირ განაცხადეს, ვრცელ პოსტში ჩალიგავა რეფერენდუმის მნიშვნელობაზეც საუბრობს და წერს, რომ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის გზით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება უნდა დაიბრუნოს.

ჩალიგავა წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია “ამერიკის ახალ ამბებში” გამოაცხადეს, თუმცა კონკრეტულ მედიას არ ასახელებს.

ჩალიგავას პოსტის ბოლოს ფეიბსუქ-მომხმარებელი Natela Kiria ჰყავს მონიშნული, რომელსაც იდენტური პოსტი აქვს გამოქვეყნებული, თუმცა წყარო არც ამ შემთხვევაშია მითითებული. 3 აპრილის მდგომარეობით, ნანა ჩალიგავას პოსტს 390 გაზიარება აქვს, Natela Kiria-ს პოსტს კი – 34.

;

ცნობა, თითქოს შვეიცარიამ ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, მცდარია. შვეიცარიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და დღესდღეობით ქვეყანაში 535 250 ვაქცინირებულია. შვეიცარიამ მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, ფაიზერისა და მოდერნას გამოყენებით ვაქცინაცია კი კვლავ მიმდინარეობს. გარდა ამისა, 2020-21 წლებში ჩატარებული რეფერენდუმებიდან კორონავირუსისა და ვაქცინების თემატიკას არცერთი შეეხება.

ფეისბუქ-მომხმარებელ ნანა ჩალიგავას პოსტში წყარო მითითებული არ აქვს და ის არც კონკრეტულ მედიას ასახელებს, რომელშიც მისი მტკიცებით, შვეიცარიის მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ცნობა, თითქოს შვეიცარიამ ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ღია წყაროებში მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ იძებნება. შვეიცარიაში მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს და დღესდღეობით მოსახლეობის ვაქცინაცია ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით მიმდინარეობს. როგორც მედიცინის მარეგულირებელმა სააგენტო Swissmedic-მა განაცხადა, ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გასაგრძელებლად მათ კლინიკური გამოკვლევებისგან საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

28 მარტის მდგომარეობით, შვეიცარიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 535 250 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 8.3%-ია.

img 60e9b603cf01e ცნობა, თითქოს შვეიცარიამ ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, მცდარია

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 23 დეკემბერს  დაიწყო. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მთავრობის გეგმის მიხედვით, ზაფხულამდე მოსახლეობის 70%-ის ანუ, დაახლოებით, 6 მილიონი ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

რაც შეეხება რეფერენდუმის საკითხს, შვეიცარიაში 2020 წელს ჩატარებული 9 და 2021 წელს ჩატარებული 3 რეფერენდუმიდან კორონავირუსის თემატიკას არცერთი შეეხებოდა, შესაბამისად არც ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმი იკვეთება. 2020 წელს ჩატარებული რეფერენდუმები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ეკონომიკური ურთიერთობები, გარემოსდაცვითი საკითხები, დისკრიმინაცია, გადასახადები.

2020 წლის დეკემბერში ჯგუფმა სახელად “შვეიცარიის თავისუფლების მოძრაობა” დაიწყო ხელმოწერების შეგროვება რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას შეეხებოდა. ჯგუფს სურს იმ ადამიანების უფლებები, ვინც ვაქცინის მიღებაზე უარს იტყვის, კონსტიტუციით იყოს გარანტირებული. რეფერენდუმის ჩასატარებლად მათ 100 000 ხელმოწერა 2022 წლის პირველ ივნისამდე უნდა შეაგროვონ. კიდევ ერთი რეფერენდუმი შვეიცარიის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შემოღებული შეზღუდვების თაობაზე, სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისის შემდგომ ჩატარდება.

შვეიცარიაში ვაქცინებზე უარის თქმასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია 2020 წლის მაისშიც გავრცელდა. აღნიშნული დეზინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სატირულმა ვებ-გვერდმა panorama.rub გამოაქვეყნა, შემდეგ კი სხვა გამოცემებმაც გადაბეჭდეს. panorama.pub-ის ყალბ ამბავში აღნიშნულია, რომ შვეიცარიის პარლამენტმა ვაქცინების 5 წლით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

;


არქივის ბმულები:
ნანა ჩალიგავა
Natela Kiria


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist