“ციხის მაყურებლები” თუ ბიძინა ივანიშვილი? – ვისზე ისაუბრა სახალხო დამცველმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

20 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა Tamaz Chikhladze-მ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ფოტო შემდეგი კომენტარით გამოაქვეყნა: “ნინო ლომჯარია, “სახალხო დამცველი”: საქართველოს პენიტენციალურ სისტემას მართავს არაფორმალური “კანონიერი ქურდი ” ბიძინა ივანიშვილი”.

21 იანვრის 14:30 საათის მდგომარეობით პოსტს 61 რეაქცია, 80 კომენტარი და 27 გაზიარება აქვს. აღნიშნულმა ანგარიშმა პოსტი ფეისბუკ გვერდზე სოხუმი აფხახეთი საქართველო გააზიარა.

;

სახალხო დამცველის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. ციხეებში არსებულ ვითარებაზე და  იქ არსებულ კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელზე ნინო ლომჯარიამ 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უსაუბრა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მას საერთოდ არ უხსენებია. სახალხო დამცველმა ყურადღება ე.წ. „ციხის მაყურებლებზე“ გაამხავილა, რომლებიც მათ  წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის დროს ხელს უშლიან.

Tamaz Chikhladze-ის მიერ გამოქვეყნებული ციტატა, რომელსაც ის ნინო ლომჯარიას განცხადებად წარმოაჩენს, ყალბია და მისი მიზანი ნინო ლომჯარიას დისკრედიტაციაა. აღნიშნული ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება.

ფეისბუქ-პროფილის მიერ ატვირთული ფოტო კი ნინო ლომჯარიას მიერ 20 იანვარს გამართული ბრიფინგიდანაა, რომელზეც მან ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა არაფორმალურ იერარქიასა და ე.წ. „ციხის მაყურებლებზე“ ისაუბრა. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ “ციხის მაყურებლები” სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიან და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის დროს საფრთხეს უქმნიან. ლომჯარიამ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობასა და სხვა ორგანოებს ციხეებში კრიმინალური მართვის მოდელის შეცვალისა და მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა. ნინო ლომჯარიას ამ ბრიფინგის დროს ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ უხსენებია.  მან მსგავსი განცხადების გაკეთების ფაქტი “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო.

ფეისბუქ-პროფილმა Tamaz Chikhladze-მ 20 იანვარს ნინო ლომჯარიას მადისკრედიტირებელი კიდევ ორი პოსტიამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანში ის წერს, რომ ლომჯარიასთან მიმართებით, “ძალიან ბევრია მოთხოვნები უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტასა და გაწვევის შესახებ”.

ნინო ლომჯარიას გაყალბებული ციტატა 2020 წელსაც გაავრცელეს და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ლომჯარიამ “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვა მოითხოვა. ერთ-ერთი ფეისბუქ-პროფილი, რომელიც აღნიშნულ ყალბ ციტატას ავრცელებდა Tamazi Tamaziko იყო.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


Tamaz Chikhladze-ის პოსტის არქივი: https://archive.ph/fz0Zp 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist