ტროლები ნამახვანჰესზე ერდოღანის და საქართველოში თურქეთის ელჩის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

89
VIEWS

6 ივნისს ფეისბუქ ჯგუფში “ჩვენ გვიყვარს საქართველო” ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, მაკა გუწაძემ გამოაქვეყნა საქართველოში თურქეთის ელჩის ფოტო და  ციტატა “ან ნამახვანჰესი აშენდება… ან ქართველ ერს დავასრულებთ.” ფოტოს აღწერაში მაკა გუწაძე უთითებდა, რომ ელჩმა ეს განცხადება თურქულ მედიაში გააკეთა. ბოლო 12 საათის განმავლობაში ამავე ჯგუფში კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა იოსე-თაღლაურ მაღალჭრიანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანისა  და ვარლამ გოლეთიანის ციტატები გაავრცელა. ჯგუფში ატვირთული ფოტოს მიხედვით, ერდოღანმა თითქოს თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ვიზიტისას მას გარანტია მისცა, რომ ნამახვანჰესი აუცილებლად აშენდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხს ქართველი ერი აგებს,  რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანს, ფოტოს მიხედვით, მან აღნიშნა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ლგბტ აქციას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ქართული მიწის დამცველ სახალხო მოძრაობას. ჯგუფში “ჩვენ გვიყვარს საქართველო” გამოქვეყნებული ამ პოსტების გავრცელება 6 ივნისის საღამოდან დაიწყო.

;;
საქართველოში თურქეთის ელჩის, თურქეთის პრეზიდენტის და ვარლამ გოლეთიანის ციტატები, რომელბიც ჯგუფში “ჩვენ გვიყვარს საქართველო” გავრცელდა, გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის კომენტარები ღია წყაროებში არ იძებნება. თურქეთის ელჩის ბოლო განცხადებაში, რომელიც თურქულ მედიაშიც გავრცელდა ნათქვამია, რომ ნამავანჰესის აშენების საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა. ოფიციალური წყაროების თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს პირველ ივნისს გამართულ  შეხვედრაზე ნამახვანჰესის საკითხზე არ უსაუბრიათ.

5 ივნისს თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მას კომპანია “ენკას” მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე სავარაუდო დისკრიმინაცია აშფოთებს, ხოლო ჰესის აშენების საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. იაზგანიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროტესტის ფონზე “ენკას” ქართველი თუ თურქი თანამშრომელების შეზღუდვა არ უნდა მომხდარიყო და მათ სამუშაო ადგილზე წვდომა უნდა ჰქონოდათ.

ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის ელჩი საქართველოში: “ამ კომპანიის [ენკას] მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას. ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ „ნამახვანი“ ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ. თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული, თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ“.

ფატმა ჯერენ იაზგანის მიერ საქართველოში გაკეთებული ეს კომენტარი თურქულ მედიაშიც გავრცელდა, გამოცემა dikgazete წერს, რომ თურქეთის ელჩის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურის აშენება ქვეყნის შიდა საქმეა, თუმცა მისმა საწინააღმდეგო პროტესტმა ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია არ უნდა წაახალისოს. ქართულ ან თურქულ მედიაში იაზგანის მიერ გაკეთებული განცხადება ქართველი ერის დასრულების შესახებ არ იძებნება.

რაც შეეხება პრეზიდენტ ერდოღანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის 1-ლ ივნისს ანკარაში გამართულ შეხვედრას, ოფიციალური წყაროების თანახმად, ნამახვანჰესის საკითხი მხარეებს შორის არ განხილულა, ერდოღანმა განაცხადა მხოლოდ ის, რომ თურქეთის ინვესტიციები საქართველოში, მათ შორის, ენერგოსექტორში, 214 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში ნამახვანჰესის ყალბი მხარდამჭერი პოსტები ბოლო ერთი დღის განმავლობაში განსაკუთრებულად მომრავლდა. იოსე-თაღლაურ მაღალჭერიანის გარდა, სხვა რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებლის მიერ ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირებული ისტორიები და ციტატები ვრცელდება.

;;

 

;

  • თურქეთის ელჩის ციტატის გამავრცელებელი ფეისბუქ მომხმარებელი ყალბი ანგარიშია

თურქი დიპლომატის ყალბი ციტატა ფეისბუქ ჯგუფში მაკა გუწაძემ ატვირთა. მაკა გუწაძის სახელი განსხვავდება მისი URL მისამართისგან, სადაც elene.dedashvili.7-ია მითითებული.

;

მაკა გუწაძის პროფილზე ატვირთულ სამივე მაიდენტიფიცირებელ ფოტოზე სხვადასხვა ადამიანია გამოსახული.

;
მაკა გუწაძის მეგობრების სიაში არიან ის ფეისბუქ ანგარიშებიც, რომლებიც ნამახვანჰესის პროტესტს ყალბ მხარდაჭერას უცხადებენ, პრეზიდენტ ერდოღანისა და ვარლამ გოლეთიანის ყალბ ციტატებს ავრცელებენ.

;
Dachi Kirvalidze და იოსე-თაღლაურ მაღალჭერიანი მაკა გუწაძის ფოტოების კომენტარებშიც აქტიურობენ და რეალურობის შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ.

;;
იოსე-თარლაურ მაღალჭერიანი ინსტაგრამ მომხმარებლის Manu Baumgartner-ის იდენტობას იპარავს.

;;

იოსე-თარლაურ მაღალჭერიანის მიერ 2017 წელს ატვირთული ფოტოები, ინსტაგრამ მომხმარებლის გვერდზე 2014 და 2015 წებიდან მის სხვა ფოტოებთან ერთადაა განთავსებული.
;

;;


P.S. თურქეთის საელჩომ “მითების დეტექტორთან” კომენტარში დაადასტურა, რომ საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენს მსგავსი განცხადება ნამოხვარჰესთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist