პოლიტიკა

ტროლები Катя Родина-ს და Мария Волкова-ს სახეებით ამერიკულ დემოკრატიას არცხვენენ

24 თებერვალი, 2021

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა, რასაც 23 თებერვალს მისი ოპოზიციის ოფისში დააკავება მოჰყვა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებას პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებები მოჰყვა. პარალელურად სოციალურ ქსელში გააქტიურნენ ანტიოპოზიციური გვერდები და სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც, ერთი მხრივ,  ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობის გამოხატულებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას ახდენდნენ.  ამავე დროს ყალბი ანგარიშები დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის დათესვას ცდილობდნენ და მათ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შემსრულებლებად წარმოაჩენდნენ. Რაც შეეხება ანტიოპოზიციურ ფეისბუქ გვერდებს, ისინი ძირითადად კოორდინირებულად მოქმედებდნენ და იდენტური შინაარსისა და ვიზუალის პოსტებს აქვეყნებდნენ.

“მითების დეტექტორმა” 41 ტროლი გამოავლინა:

  • გამოვლინდა ტროლების ორი კატეგორია: ისინი, ვინც სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ (11 ტროლი) და ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ (30 ტროლი).
  • სახელისუფლებო ტროლების ერთი ნაწილი მთავრობის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, მეორე ნაწილი წარსულის გახსენებით ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდა, მესამე კი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს. 
  • ტროლები ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდნენ, ელჩებს კი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებად მოიხსენიებდნენ.
  • 41-დან 16 ტროლს სამთავრობო გვერდები, სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოები და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები აქვს მოწონებული.
  • 41-დან 7 ტროლს პროფილის ბმულში სხვა დასახელება აქვს მითითებული, რაც შესაძლოა, მათ რეალურ ან დამატებით სხვა იდენტობაზე მიანიშნებდეს.
  • 41-დან 5 ტროლი იდენტური შინაარსის კომენტარს სხვადასხვა პოსტზე რამდენჯერმე ტოვებდა.
  • 41-დან 4 ტროლი მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყო ჩართული.

ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე იდენტური პოსტები ვრცელდება

გამოვლინდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები (Political Sarcasm, რეალობა, მიხეილ უკრაინოლოგი, სექტა, ტერენტი გლდანელი), რომლებიც ნიკა მელიას დაკავების თემაზე იდენტური შინაარსის პოსტებს მცირედი ინტერვალით 17:01-დან 17:36 საათამდე შუალედში ანთავსებდნენ.

  • ტროლები აშშ-ს წინააღმდეგ

სახელისუფლებო ტროლები და ანტიოპოზიციური გვერდები დასავლთის საწინააღმდეგო დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ. მათი გზავნილები ხშირად აშშ-ს წინააღმდეგ იყო მიმართული, იხსენებდნენ რა შტურმს კაპიტოლიუმზე, პარალელს საქართველოში პარლამენტში შეჭრასთან ავლებდნენ და ორმაგ სტანდარტებზე მიანიშნებდნენ, ასევე აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ამერიკას დემოკრატიაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ტროლების და ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული გზავნილები თანხვედრაშია სახელისუფლებო ექსპერტების გზავნილებთანაც, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრე წერდა.

ანტიოპოზიციური  ფეისბუკ გვერდი სექტაა: “US Embassy Tbilisi, Georgia მელიას დაცვას საკუთარი *რაკები დაიცავით მიცვალებულები რომ გამოზიდეთ კაპიტოლიუმიდან”

;

პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდი ლიდერი  41-ის  ადმინისტრატორი, დავით თორდია კაპიტოლიუმის შტურიმის სურათებს აზიარებდა, კომენტარით: “ამერიკის კაპიტოლიუმზე შეტევის დროს ელჩები არ შეშფოთებულან....”
ტროლები კი შემდეგ კომენტარებს აკეთებდნენ: 

ნინო ნებიერიძე, რომელიც vkontakte.ru-ს მომხმარებლის Катя Родина-ს იდენტობას იპარავს: “ღმერთო, რეებს ბოდავენ? კაპიტოლიუმში თვითონ არ ამოხოცეს ხალხი? შავკანიანებს თვითონ არ ხოცავენ? სხვის ომში ბრძენები გახდნენ ეს ძალით დემოკრატები :)... ნიკა მელიები თავიანთ ქვეყანაში აპარპაშონ თუ უნდათ.”

Ani Makalatia, რომელიც Мария Волкова-ს იდენტობას იპარავს: “სირცხვილია რაა ამერიკა რომ დემოკრატიაზე გველაპარაკება. თქვენსავით მოკლე მეხსიერება კი არ გვაქვს, გვახსოვს კაპიტოლიუმის ამბები”.

 

პრორუსი ტროლი დაათ ცაბაძე კი რუსეთ-ამერიკის დიქოტომიას ქმნიდა, როცა წერდა, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და პარლამენტის აღების მონაწილის დაკავება რუსული მეთოდი ყოფილა, ხოლო კაპიტოლიუმში განსხვავებული აზრის მომიტინგეების შესვლა და 5 ადამიანი იქვე დახვრეტა ამერიკული დემოკრატიის ნიმუში. მოგვიანებით ყალბმა ანგარიშმა ეს პოსტი წაშალა. 

;

  • ტროლები ლიეტუველი დეპუტატის და ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ

ფეისბუკ ანგარიშები, მათ შორის ტროლები ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტს და ვითარების დეესკალაციისკენ მის მოწოდებებს დისკრედიტაციული კომენტარებით პასუხობდნენ, რაც ხელისუფლების მხარდამჭერებისა და თავად მმართველი პარტიის გზავნილებშიც გამოჩნდა, რომლებიც ლიეტუველ დეპუტატს ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს და მათი დაკვეთის შესრულებას ედავებოდნენ: 

სექტაა : “[ჟიგიმანტას პავილიონისი] სტამბოლში შეხვდა მიჰას [სააკაშვილს], მიიღო დირექტივები, ჩამოენძრა და შევარდა ნაცების მხარდასაჭერად”

 

ოპოზიციის ლიდერის დაკავებაზე  ევროკავშირის ელჩის კრიტიკულ განცხადებას, ტროლების შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა:

;

  •  ტროლების ნაციონალურ მოძრაობას 9 წლიან წარსულს  ახსენებდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრებას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევდნენ:
 
  • ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე იდენტური პოსტები ვრცელდება

“მითების დეტექტორი” ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ფეისქბუკ გვერდებსაც დააკვირდა, რომლებიც რამდენიმე იდენტური შინაარსის პოსტს მცირე ინტერვალით სხვადასხვა გვერდზე აქვეყნდებდნენ. 

იდენტური პოსტები პროტესტის მონაწილეების რაოდენობის დისკრედიტაციის შესახებ 5 სხვადასხვა გვერდზე (Political Sarcasm, რეალობა, მიხეილ უკრაინოლოგი, სექტა, ტერენტი გლდანელი) 17:01-დან 17:36 საათამდე შუალედში განთავსდა.

 

იგივე გვერდები მელიას დაკავებისა და მისი განცხადებების ვიდეო კოლაჟს  რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ავრცელებდნენ. 

 

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე მიტანილი შტურმი ანტიოპოზიციურ გვერდთან (ალტერნატიული სარკაზმი) და ტროლთან (Ertaoza Qartvelishvili) ერთად სოციალური ქსელის ანტილიბერალურმა ანგარიშებმა (კარდჰუ, ბაკურ სვანიძე, კონსერვატიული პლატფორმა) ასასინების ისტორიული ციხე-სიმაგრე ალამუთის აღებას სარკასტულად შეადარეს. ეს პარალელი ბაკურ სვანიძის პირადი ანგარიშიდან კრემლისტური მედია News-Front-ზეც მოხვდა. 

 

ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ფეისბუკ გვერდებზე პერიოდულად ნიკა მელიას შესახებ ვიზუალური მანიპულაციებიც ჩნდებოდა.

;

ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

1.Beqa Beqauri
;

იპარავს უკრაინელი მსახიობის,  Александр Коржов-ის იდენტობას, მოწონებული აქვს სექტაა

2. Anano Dvalishvili
;

პროფილზე იყენებს ფოტოს, რომელიც ინტერენეტში სხვადასხვა მომხმარებელს უკავშირდება

;

  3. Николь Николь
;

პროფილზე იყენებს ნიკოლ შეზინგერის  ფოტოს, დატოვა კომანერი ამერიკის საელჩოს განცხადებაზე

4. Beqa Maxviladze
;
 

იპარავს რუსულ გაცნობით საიტებზე რეგისტრირებული მომხმარებლის Rezi Bestavashvili-ის იდენტობას, მოწონებული აქვს მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები
;

5. Giorgi Beria
;

პროფილზე იყენებს ვუდი ალენის ფოტოს, დატოვა კომანტარი ლიეტუველი დეპუტატის განცხადებაზე

6. Marisha Marisha

;

პროფილზე უდევს ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელებში მრავალი მომხმარებელი იყენებს. მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და შალვა რამიშვილთან დაკავშირებული გვერდები
;

7.Vato Vato
;

პროფილის ბმულში მითითებულია სახელი gela.gelashvili. პროფილის ფოტოდ იყენებს ალ პაჩინოს ფოტოს

8. დავით ფოტოგრაფი
;

იპარავს სოციალური ქსელის მომხმარებლის, დავით ჩუთლაშვილის იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი ane.moos.


ტროლები, რომლებსაც პროფილის ბმულში შეცვლილი დასახელება აქვთ მითითებული

1. ნიკიტა ნიკიტა
;

პროფილის ბმულში მითითებულია სახელი marina.rezo., ჰყავს 4 მეგობარი

2. Levan Samxarauli
;

პროფილის ფოტოზე იდენტიფიცირება შეუძლებელია, ბმულში მითითებულია სახელი mar.mari. 

3. Georgia Georgia
;

არ დებს პირად ფოტოებს, აზიარებს მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. პროფილის ბმულში მითითებულია სახელი giorgi.papunashvili

4. chester chester
;

URL მისამართის მიხედვით beso.dvali, ახლადშექმნილი ანგარიში
;

5. John Wick
;

მალავს იდენტობას, პროფილის ლინკში მითითებულია სახელი luka.maisuradze, მოწონებული აქვს გვერდები POSTV, POSTV - გართობა.
 


ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ

1.Koba Koba
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

2. ნიკა გამყრელიძე
;

პროფილი შექმნილია 2019 წლის ნოემბერში, პოსტების გამოქვეყნება დაიწყო  2020 წლის ნოემბერში (8 ნოემბერს გაიმართა აქცია საპარლამენტო არჩევნების გამო), აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

3. მარტოდ მარტო
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 1 მეგობარი, მოწონებული აქვს POSTV - ანალიტიკა, POSTV - გართობა


 

4. Tato Dadiani
;

არ დებს პირად ფოტოებს, მოწონებული აქვს შალვა რამიშვილის, პოს ტვ-ის, სამთავრობო და  ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები

5. Smako Smako
;

მალავს იდენტობას

6. Bokvera Bokvera
;

ახლადშექმნილი პროფილი, არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას

7. Babi Kaxa
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

8. Lasha Gogicha
;

არ დებს ფოტოებს, მოწონებული აქვს გვერდები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, Первый каналNews and media website, ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო,მიხეილ უკრაინოლოგი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 



 

9. Goga Beraya
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს გვერდი

10. Gela Mgeladze
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მოწონებული აქვს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები, ქართული ოცნება • გლდანი, ბაჩო და გური • Bacho & Guri,POSTV - ახალი ამბები

11. Data Khizanishvili
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

12. Bike Bike
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 17 მეგობარი

13. Giorgi Iarajuli
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 3 მეგობარი, მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოები და Kakha Kaladze კახა კალაძე

14. ლია ლია
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს

15. ლია
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 56 მეგობარი

16. Maia Gurulo Guria
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მოწონებული აქვს გვერდები:

POSTV - ანალიტიკა, ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის მერი/Aleksandre Sarishvili, ლანჩხუთის ახალგაზრდული საკრებულო, ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის მერი / Aleksandre Sarishvili

17. აბი გლუკოზა
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, კომენტარი დატოვა კარლ ჰარცელის განცხადებაზე, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ეხებოდა

18. Hattori Hanzo
;

მალავს იდენტობას, არ დებს პირად ფოტოებს, დატოვა კომენტარი კარლ ჰარცელის განცხადებაზე, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ეხებოდა

19. გიო ლობღანიძე
;

მალავს იდენტობას, ახლადშექმნილი პროფილი, დატოვა კომენტარი რამდენიმე პოსტზე

20. Irakli Irakli
;

მალავს იდენტობას, არ აქტიურობს საკუთარ კედელზე

21. გიო გიო
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, არ აქტიურობს საკუთარ კედელზე

22.გიო გიო

;

 

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, ჰყავს 17 მეგობარი
 

23. Mate Mate
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს, არ აქტიურობს პირად კედელზე

24. Borman Borman
;

არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, არ აქტიურობს პირად კედელზე


ხელისუფლების ქმედების მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკერიტირებელ კამპანიაში ჩართული იყვნენ ძველი სახელისუფლებო ტროლებიც, რომლებიც მედიის განვითარების ფონდმა 2020 წლის ნოემბერში გამოავლინა.

1.Irma Lekiashvili
;

იპარავს odnoklassniki.ru მომხმარებლის -სვეტლანას იდენტობას.

Irma Lekiashvili-ს პროფილზე უყენია ფოტო, რომელსაც სახელისუფლებო ტროლი Mariam Svanidze იყენებდა და “მედიის განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიშში  გამოავლინა. მონაწილეობდა 2020 წლის ნოემბერში საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში
;

2. Ertaoza Qartvelishvili

;

ჩართული იყო 2020 წლის ნოემბერში საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვარდები

3. Nino Nebieridze
;

იპარავს vkontakte.ru-ს მომხმარებლის Катя Родина-ს იდენტობას, ჩართული იყო 2020 წლის ნოემბერში საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში

4. Ani Makalatia
;

ჩართული იყო 2020 წლის ნოემბერში საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში და იპარავდა იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის Madina Ramazanova-ს იდენტობას, ამჯერად

იპარავს Vkontakte.ru მომხმარებლის Мария Волкова-ს იდენტობას. მოწონებული აქვს სამთავრობო გვერდები

 


მოამზადეს ანი ქისტაურმა და მარიამ დანგაძემ