თინა თოფურია ვაქცინირებულთა იმუნიტეტის შესახებ ახალი კვლევით მანიპულირებს 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

116
VIEWS

22 იანვარს ანტივაქსერმა თინა თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც Covid-19 იმუნიტეტსა და ვაქცინაციის  შემდეგ ვირუსით დაავადებას შეეხება. პოსტს თან ერთვის ნეტგაზეთის სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ “ფაიზერით” და “მოდერნათი” აცრილებს იმუნიტეტი შესაძლოა წლობით გაჰყვეს. “ეს არის სიცრუის “გაპრავების” კარგი მაგალითი.” – წერს თინა თოფურია კვლევაზე, რომელიც ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა.

თოფურიას თქმით, ვირუსი მუტაციას ძალიან სწრაფად განიცდის და ამიტომ ვაქცინა ახალი შტამებისგან ადამიანს ვერ დაიცავს. ის აგრეთვე ამტკიცებს, რომ დაავადების შემდეგ მიღებული ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო მდგრადი და ხანგრძლივია, ვიდრე ვაქცინაციით მიღებული. თოფურიას თქმით, კოვიდის გადატანიდან 120 დღეში აცრის გაკეთებისკენ მოწოდება მხოლოდ მწარმოებლის გამდიდრებას ემსახურება.

;
თინა თოფურია ერთი მხრივ, nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევით მანიპულირებს, ხოლო მეორე მხრივ დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად: 1) თუ ვირუსმა მკვეთრი მუტაცია განიცადა, მოდერნას და ფაიზერის ვაქცინებმა შესაძლოა, აღარ დაგვიცვას, თუმცა აღნიშნული ვაქცინები ამჟამად არსებულ შტამებზე ეფექტიანია. 2) უკანასკნელი კვლევებით, ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი იმუნური რეაქცია უფრო ძლიერია, ვიდრე ინფექციის შედეგად გამომუშავებული.

COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინები ახალი შტამებისგან გვიცავს, თუ ვირუსი მკვეთრ მუტაციას არ განიცდის

ნეტგაზეთის სტატიაში, რომელსაც თინა თოფურია აზიარებს, ნათქვამია, რომ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები შესაძლოა ორგანიზმს კორონავირუსისგან წლების განმავლობაში იცავდეს. კვლევის მიხედვით, მანამ, სანამ ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის, რნმ ვაქცინებს შესაძლოა ბუსტერ დოზა არ დასჭირდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებულ შტამებზე ვაქცინები ეფექტიანი არ არის. ვირუსი მუტაციას სწრაფად განიცდის, თუმცა, როგორც წესი, ახალი ვარიანტები მნიშვნელოვნად არ იცვლება და ბოლო კვლევების მიხედვით რნმ ვაქცინები და ასევე ასტრაზენეკაც ეფექტიანად უმკლავდება.

ექსპერტები გამუდმებით სწავლობენ ახალი შტამების ზემოქმედებას ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, მათ პოტენციურ გავლენას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობაზე. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებეფექტიანია ერთი ან მეტი ვარიანტის მიმართ, მისგან დასაცავად შესაძლებელი იქნება ვაქცინების შემადგენლობის შეცვლა. ასევე შესაძლოა, საჭირო გახდეს იმუნიზაციის პროცესშიისეთი ცვლილებების შეტანა, როგორიცაა მაგალითად, განმეორებითი ვაქცინაცია, ე.წ. booster დოზა და ა.შ.

რატომ არის სასურველი იმ ადამიანების აცრა, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა?

გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები თანდათან მცირდება და ადამიანი შესაძლოა, მეორედ დაინფიცირდეს, რეკომენდებულია, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტმა გამოჯანმრთელების შემდეგ აცრა ჩაიტაროს. საქართველოში ვაქცინაციამდე დაყოვნების პერიოდი ინფექციის გადატანის შემდეგ 120 დღეა.

აღსანიშნავია, რომ იმუნური რეაქცია ვირუსის შემდეგ არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც ვაქცინაციის შემდგომ. ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH)  კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულები უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებული RBD-ზე (სპაიკ ცილის რეცეპტორებთან დამაკავშირებელი დომენი), ვიდრე ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები. ამასთანავე, მათ შემთხვევაში, ვინც კოვიდ19 უკვე გადაიტანა, თუმცა ვაქცინირებული არ არის, რეინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკი უფრო მაღალია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist