პოლიტიკა

TB24-მა და Россия 1-მა დონალდ ტრამპის ციტატები გააყალბეს

12 აპრილი, 2018

2018 წლის 4 აპრილს ონლაინ გამოცემა Tb24.ge-მა  გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „იმეგობრო რუსეთთან შესანიშნავი რამეა...თქვენთან ერთად, თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ გვსურს რუსეთთან მეგობრობა“. მასალაში საუბარია 3  აპრილს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა  და ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.  Tb24.ge -ის თანახმად, „არაორდინალურმა ტრამპმა ბალტიელების სურვილებს ცივი წყალი გადაასხა“ და შეფარული პოლიტიკური ტერმინოლოგიის ნაცვლად, პირდაპირ მიუთითა რომ მათ რუსეთთან უნდა იმეგობრონ.  მასალის პირველწყაროდ რუსულენოვანი BBC-ა მითითებული.  

Tb24.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა მანიპულაციურია, ხოლო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ციტატებიდან 1 გაყალბებული, ხოლო 2 არასრულყოფილი. 3 აპრილს ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს ბალტიის ქვეყნების მეთაურებისთვის არ მიუთითებია, რომ  მათ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ.

რეალური ფაქტები

3 აპრილს  თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა ბალტიის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ამერიკის მიერ აღნიშნული ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ასევე აღინიშნა ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნატოს მიმართ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობების შესახებ კითხვით მიმართა. პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობის მნიშვნელობას, ახსენა აშშ-ის მიერ რუსი დიპლომატის გაძევების საკითხი და აღნიშნა, რომ არავინაა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორც აშშ. ტრამპის თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან  კარგი ურთიერთობები იქონიოს.

იმის წარმოსაჩენად, თითქოს დონალდ ტრამპმა ბალტიის ქვეყნების ლიდერებს რუსეთთან მეგობრობისკენ “ღიად მიუთითა” TB 24-ს  პრეზიდენტის სამი ციტატა აქვს გამოქვეყნებული, რომელთაგან  2 არასრულფასოვნადაა წარმოდგენილი, ხოლო 1 ციტატა არც პირველწყაროდ მითითებულ BBC-ს რუსულენოვან მასალაში და არც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ შეხვედრის ოფიციალურ ტრანსკრიპტში არ იძებნება (იხ. ცხრილი). აღნიშნული გაყალბებული ციტატა Tb24-მა სათაურში გამოიყენა.

Tb24.ge

რუსულენოვანი BBC

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული შეხვედრის ოფიციალური ტრანსკრიპტი

„თქვენთან ერთად , თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ გვსურს რუსეთთან მეგობრობა“

________________________________ _________________________________

" ...იმეგობრო რუსეთთან შესანიშნავი რამეა, ვფიქრობ მე შევძლებ დავავამყარო კარგი ურთიერთობა რუსეთთან და პუტინთან , და თუ მე ეს გამომივა, უბრალოდ შესანიშანავი იქნება“

Дружить с Россией - отличная штука, дружить с Китаем - отличная штука, дружить с другими странами - отличная штука. Я думаю, я смог бы установить хорошие отношения с Путиным и с Россией, и если я это смогу, будет просто замечательно.

იმეგობრო რუსეთთან შესანიშნავია, იმეგობრო ჩინეთთან - შესანიშნავია. მე ვფიქრობ რომ მე შემეძლო მქონოდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან. და თუ მე ეს შევძელი, ეს იქნება შესანიშნავი. ასევე არსებობს იმის დიდი შესაძლებლობაც, რომ ეს ასე არ მოხდეს. ვინ იცის“

ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი დიალოგი გამოგივათ, თუ არადა, გეცოდინებათ მაინც ამის შესახებ“

Я надеюсь, у нас получится отличный диалог, а если он не получится, вы об этом узнаете. Никто не был так тверд по отношению к России, как я.

„მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გვქონდეს დიდებული დიალოგი. და თუ ვერ შევძელით, თქვენ იქნებით პირველები, ვისაც ეცოდინება ამის შესახებ. არავინ არ ყოფილა რუსეთთან ისეთი მკაცრი როგორიც მე.

____________________________

Мы проголосовали за большой военный бюджет, и он у нас будет больше, чем когда бы то ни было. Это не слишком хорошо для России, но именно так и будет.

ჩვენ ახლახანს დავამტკიცეთ 700 მლრდ დოლარის  ოდენობის სამხედრო ბიუჯეტი. მომავალ წელს 716$ მლრდ იქნება, ყველაზე მეტი ვიდრე ოდესმე დამტკიცებულა. ჩვენ ვაპირებთ, რომ გვქონდეს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ვიდრე ოდესმე გვქონია. ეს ნამდვილად არაა ძალიან კარგი რუსეთისთვის, მაგრამ ეს ასეა.

____________________________

Никто не был так тверд по отношению к России, как я.

ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ, არა მხოლოდ 60 დიპლომატის დათხოვნა. გერმანიამ დაითხოვა 4, საფრანგეთმა 4, ჩვენ 60. არავინ არ ყოფილა ასეთი მკაცრი რუსეთთან.


"

Россия 1-ის მიერ გამოგონილი ციტატა

4 აპრილს Россия 1 ის ეთერში გადაცემა Вести -ს წამყვანმა იგორ კოჟევინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბალტიის ქვეყნების ლიდერებს „საბჭოთა აგრესიისგან გათავისუფლების ასი წელი მიულოცა“. მისი თქმით „მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს საბჭოთა აგრესიისგან გათავისუფლების ასი წელი მიულოცა, ცხადი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულება რუსეთისადმი“.

გამოგონებულ ციტატას დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია „Дождь“ გამოეხმაურა. 10 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში ტელეკომპანია „Дождь“  აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა. მას არ ულაპარაკია საბჭოთა კავშირის შესახებ, რასაც შეხვედრის ჩანაწერიც მოწმობს.

პროპაგანდის მეთოდი

ციტატის, წყაროს  და კონტექსტის შეცვლა - ფაქტების, განცხადებების და წყაროების არასწორად ინტერპრეტირება აუდიტორიაში ეჭვების დათესვის და მცდარი წარმოდგენების შექმნის მიზნით


მოამზადა ლია დეკანაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია