თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების ყალბი ჯგუფი საეჭვო ადმინისტრატორით

26 ივნისი, 2019

“თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება” ფეისბუქში არსებული დახურული ჯგუფია, რომელიც 10 000-მდე ადამიანს აერთიანებს და 21 ივნისიდან დღემდე რუსეთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქციებს აორგანიზებს.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიდევ ერთი ჯგუფი “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” სახელით, რომელიც ყალბი ჯგუფია და ნამდვილ ჯგუფთან საერთო არ აქვს. ყალბი ჯგუფის შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ჯგუფი 2019 წლის 21 ივნისს, საპროტესტო აქციების მომდევნო დღეს შეიქმნა და მასში სულ 62 ადამიანია გაწევრიანებული. ნამდვილი ჯგუფი კი 2018 წლის მაისიდან ფუნქციონირებს.
 

sqrini 1

21 ივნისს შექმნილი ჯგუფის ადმინისტრატორი ფეისბუკ მომხმარებელი გიორგი რუსიაა (Giorgi Rusia).
 

srini 2

Giorgi Rusia-ს პროფილი საეჭვოდ გამოიყურება და დიდი ალბათობით ყალბია.

1. Giorgi Rusia-ს პროფილი 2017 წლის ივნისში შეიქმნა. 2 წლის პროფილისთვის მას საეჭვოდ დიდი რაოდენობის გამომწერები ჰყავს, რომელთა რიცხვი 32 ათასზე მეტია.

სქრინი 3

2. Giorgi Rusia-ს გამომწერი ბოტები არიან - ავტომატიზირებული ყალბი პროფილები.

სურატი 4

surati 5

3. Giorgi Rusia-ს თაიმლაინი ცარიელი აქვს და მხოლოდ ერთი მაიდენტიფიცირებელი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ფოტოების საძიებო სისტემამ აღნიშნული ფოტოთი Giorgi Rusia-ს რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში არსებული ანგარიში იპოვა, სადაც ორი სხვა ფოტო აქვს გამოქვეყნებული. Vkontakte-ს ანგარიში მას ფეისბუქის ანგარიშზე აქვს მიბმული.

surati 6

როგორ დავარეპორტოთ ყალბი/საეჭვო ანგარიშები ფეისბუკში?

ფეისბუკი საშუალებას გვაძლევს, რომ ყალბი ანგარიში დავარეპორტოთ. ამისათვის, დეკსტოპიდან საეჭვო ანგარიშის პროფილზე მარჯვენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს დავაჭიროთ და ავირჩიოთ “give feedback or report this profile”. ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, რომელიც რეპორტის მიზეზის მონიშვნას მოგვთხოვს, აქ კი “fake account” ანუ ყალბი ანგარიში უნდა ავარჩიოთ და დავაჭიროთ გაგზავნას (send).


surati 7

surati 8

როგორ დავარეპორტოთ ყალბი ჯგუფი?

ჯგუფის შემთხვევაშიც ზემოთ ახსნილ ნაბიჯებს ვიმეორებთ, თუმცა რეპორტის მიზეზში უნდა მივუთითოთ Spam. 


surti 9