Tato იგივე Puplic.Enemien ტვ პირველის სახელით და ენმ-ის წინააღმდეგ ყალბ პოსტს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

14
VIEWS

30 ოქტომბერს საჯარო ჯგუფში “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს” ფეისბუკ მომხმარებელმა Tabidze Tato-მ  ტელეკომპანია “პირველის” ლოგოს გამოსახულებით ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე თანდართული ტექსტის მიხედვით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შტაბის წევრები ტოვებენ, პარტიის ლიდერები კი მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ.
"
ფეისბუკ ჯგუფში  “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს” გავრცელებული ტელეკომპანია “პირველის” სქრინი ყალბია. TV პირველის ფეისბუკ გვერდსა და ვებ-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებით მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას შტაბის წევრები ტოვებენ, ღია წყაროებით არ დასტურდება. მსგავსი ინფორმაცია არც ტვ “პირველის” ვებ გვერდსა და ფეისბუკ გვერდებზე იძებნება. ფეისბუკ ჯგუფი “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს  / Freedom to President Saakashvili” 2020 წლის 9 თებერვალს სახელწოდებით “ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში” შეიქმნა, 2021 წლის 10 ოქტომბრიდან კი დღევანდელ სახელწოდებას ატარებს. ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი Tabidze Tato არის.

ჯგუფის სახელწოდება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. სინამდვილშე ამ ჯგუფში სააკაშვილის შესახებ ყალბი პოსტები ხშირად ვრცელდება. ცრუ მხარდამჭერმა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ყალბი ციტატები ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 30 ოქტომბერსაც გაავრცელა. ამის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მიტების დეტექტორის” მასალა:
სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერ ჯგუფში მისი და რულოვსის გაყალბებული ციტატები ვრცელდება

Tabidze Tato მის მიერ მართულ ფეისბუქ ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის შესახებ დეზინფორმაციებს ადრეც ავრცელებდა:
ტვ პირველის სახელით სააკაშვილზე მორიგი ყალბი სქრინი ვრცელდება
მიშას თუ ფრანგი ოლიმპიელების დასახვედრად? – 2016 წლის ფოტო 2021 წლის არჩევნებისთვის.

Tabidze Tato-ს შესახებ

ფეისბუკ ანგარიშის Tabidze Tato-ს პროფილის ბმულში მითითითებული სახელი puplic.enemien და ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტოები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფეისბუკ პროფილი ყალბია და მის მიერ ადმინისტრირებულ ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist