დეზინფორმაცია, თითქოს ერმაკმა Time-ის გავლენიანი ადამიანების სიაში მოსახვედრად $27 მლნ. გადაიხადა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1
VIEWS

21 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა გადაიხადა 27 მილიონი დოლარი, რათა მოხვედრილიყო 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, რომელსაც Time-ი ადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა, ასევე, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ვებ-საიტებმა და ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12). პოსტებთან ერთად ვრცელდება ვიდეო, რომელსაც BBC-ის ლოგო აქვს დართული. 

ermaki1 დეზინფორმაცია, თითქოს ერმაკმა Time-ის გავლენიანი ადამიანების სიაში მოსახვედრად $27 მლნ. გადაიხადა

სოციალურ ქსელში ანდრიი ერმაკთან დაკავშირებით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. მტკიცება, თითქოს ერმაკმა Time-ის სიაში მოსახვედრად 27 მილიონი დოლარი გადაიხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. გაყალბებული ვიდეოს შესახებ განცხადება უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა და მედიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.  

ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა Time-ის “100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის” სიაში მოსახვედრად 25 მილიონი დოლარი გადაიხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო, რომელიც BBC-ის სახელით გავრცელდა, გაყალბებულია. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის მასალა არ გამოუქვეყნებია – ვიდეო არ იძებნება BBC-ის ოფიციალურ გვერდებზე (1;2). გარდა ამისა, ვიდეოფაბრიკაციას გამოეხმაურა BBC Verify-ს რედაქტორის ასისტენტი, ოლგა რობინსონი. როგორც X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ განცახდებაში ვკითხულობთ, ვიდეო ბოლო პერიოდში BBC-სა და Bellingcat-ის სახელით გავრცელებული ანტი-უკრაინული ყალბი ინფორმაციიდან ერთ-ერთია.  

ermaki2 დეზინფორმაცია, თითქოს ერმაკმა Time-ის გავლენიანი ადამიანების სიაში მოსახვედრად $27 მლნ. გადაიხადა

გაყალბებული ვიდეოს შესახებ განცხადება ასევე გავრცელდა Bellingcat-ის ოფიციალურ X-გვერდზე. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვიდეოფაბრიკაცია მიმდინარე კამპანიის ნაწილია – ყალბი ინფორმაცია ჯერ Telegram-ზე ქვეყნდება, შემდეგ კი სხვა პლატფორმებზე ვრცელდება, მათ შორის, X-ზე.  

ermaki3 დეზინფორმაცია, თითქოს ერმაკმა Time-ის გავლენიანი ადამიანების სიაში მოსახვედრად $27 მლნ. გადაიხადა

გარდა ამისა, ყალბი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმაც.  

Time-მა 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. სია კატეგორიებად არის დაყოფილი, ლიდერების კატეგორიაში მოხვდნენ ანდრიი ერმაკი და რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრ ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია. ბოლო დღეებში ყალბი ინფორმაცია ნავალნაიას შეასახებაც გავრცელდა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

სოციალურ ქსელებში დასავლური მედიის ლოგოებით პერიოდულად ვრცელდება ვიდეოფაბრიკაციები. მათ საერთო ნიშნები აქვს – ავტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო მედიების ლოგოებს იყენებენ და ვიდეოებს მათ სიუჟეტებს ამსგავსებენ. ასევე, ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდება. ასევე, გამოყენებულია ზოგადი, სხვადასხვა ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრები. გარდა ამისა, მასალას ხშირად ადევს მუსიკა და ტიტრები, თუმცა, არ ისმის ჟურნალისტის ხმა, რომელიც ამ ტიტრებს ახმოვანებს.

ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით – სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:    

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია

რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებელ Irisha Irusia-ს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც აქვს გავრცელებული. მისი პოსტი “მითების დეტექტორის” მიერ არის მონიშნული.  

tsqharo დეზინფორმაცია, თითქოს ერმაკმა Time-ის გავლენიანი ადამიანების სიაში მოსახვედრად $27 მლნ. გადაიხადა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist