2022 წლის ბუჩას მასობრივი სამარხის კადრები მანიპულაციური აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4
VIEWS

27 მარტს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა უკრაინაში დაღუპულ ადამიანთა მასობრივი დაკრძალვის ამსახველი კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს თუ როგორ მარხავენ ათეულობით ადამიანს ერთდროულად. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ უკრაინაში ხალხს ამ ფორმით კრძალავენ, რათა ოჯახის წევრებისთვის ფულის გადახდა არ მოუწიოთ.

ბუჩას მასობრივი სამარხი

გავრცელებული კადრები მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეო რეალურად 2022 წლის მარტშია გადაღებული, როდესაც ბუჩასა და ირპინში რუსეთის ინტენსიურ დაბომბვას ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოყვა და რადგან მსხვერპლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მათი ამ ფორმით დამარხვა გახდა საჭირო.

2022 წლის მარტში რუსეთის ინტენსიური დაბომბვის შედეგად მარიუპოლში, ბუჩასა და ირპინში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მასობრივი სამარხის კადრები 2022 წელს ირპინში მომუშავე ექიმმა, ანდრეი ლევკოვსკიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა . ექიმებმა დაკრძალეს დაზარალებულები, რომლებიც ირპინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ახლა კი რაც შეეხება უსიამოვნო საკითხს: ბუჩაში ქალაქის ეკლესიის ტერიტორიაზე 67 მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში. დაღუპულთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამბობთ, რომ ომი არ არის?!” – წერდა ფეისბუკზე ანდრი ლევკივსკი 2022 წელს.

წყარო: ანდრი ლივკოვსკის ფეისბუკ-გვერდი

BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ ამ ქალაქების დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებდნენ, ასევე, ვერ ხერხდებოდა დაღუპული ადამიანების იდენტიფიცირება, ამიტომ, საჭირო გახდა მსხვერპლის მასობრივ საფლავებში დამარხვა. გავრცელებული კადრები სწორედ ერთ ასეთ სამარხს ასახავს. 

BBC-ის საავადმყოფოში უთხრეს, რომ დაკრძალვამდე “რიტუალური მსახურება” ჩატარდა . ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და არავინ იცოდა ზუსტად სად იყვნენ მათი ნათესავები.

წყარო: BBC

წყაროს შესახებ

ფეისბუკ-ანგარიში Ирина Илларионова ანტიუკრაინული შინაარსის მასალებს აქვეყნებს და დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist