ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

46
VIEWS

24 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი სახელით პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის. გარდა ამისა, ანგარიში ლაზარეს სახელით საზოგადოებას უხსნის, რომ მისი ტელეფონი პოლიციამ წაიღო, ძველი ფეისბუქი კი დაკარგა, ამიტომ მეგობრებში ეს ანგარიში უნდა დაიმატონ.

lazare1 ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა

ფეისბუკ ანგარიში Lazare Grigoriadis, რომელიც ფეისბუკ მომხმარებლებს მეგობრობის თხოვნას უგზავნის და გრიგორიადისის სახელით განცხადებებს ავრცელებს, ყალბია და ის ახლადგათავისუფლებულ ლაზარე გრიგორიადისს არ ეკუთვნის.

ფეისბუკ ანგარიში Lazare Grigoriadis 2024 წლის 24 აპრილს, სავარაუდოდ, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების შემდეგ შეიქმნა. ანგარიშს ამ დროისთვის პროფილზე 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ფოტო აქვს ატვირთული, რომელიც ერთ-ერთ საამართლო პროცესზე არის გადაღებული. ლაზარე გრიგორიადისის ფოტოს გარდა, პროფილზე ორი პოსტია გამოქვეყნებული, რომელთაგანაც ერთში ნათქვამია, რომ მოცემული ანგარიში ლაზარე გრიგორიადისის ახალი ფეისბუკ პროფილია, მეორე პოსტში კი “ლაზარე” მადლობას უხდის საზოგადოებას  და სიყვარულს იმ ადამიანების მიმართაც კი გამოხატავს, რომლებიც მასზე ცუდს წერენ.

lazare2 ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა lazare3 ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა

გარდა ამისა,  გრიგორიადისის ყალბ ანგარიშს პროფილის შესავლის სექციაში (Intro) ვროკავშირისა და საქართველოს დროშების სიმბოლოებთან ერთად, შემდეგი ფრაზა აქვს მითითებული: “თავისუფლება ლომთა ხვედრია.”

lazare4 ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა

ფეისბუკზე ყალბი ანგარიშის შექმნას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე გამოეხმაურა. პოსტში აღნიშნულია, რომ ახლადშექმნილი ანგარიში ყალბია და ის ლაზარეს არ ეკუთვნის.

lazare6 ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა

გრიგორიადისის ყალბი ანგარიში, სავარაუდოდ, ფეისბუკ ანგარიშმა Thea Abashidze საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით შექმნა. 

lazare5 ლაზარე გრიგორიადისის სახელით ყალბი ფეისბუკ ანგარიში შეიქმნა

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს შეეფარდა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ოფიციალურად ხელმოწერის შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისი 24 აპრილს ციხიდან გათავისუფლდა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “თეა აბაშიძე” დაკავშირებული იყო ფეისბუკ ანგარიშებთან “მრისხანე ბაბუაწვერა” და “ბიწაძე ნანა”, რომელთაც “თედო აბაშიძე” მართავს. ეს ფეისბუკ მომხმარებელი სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის ყალბ ციტატას ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურად აღიქვამს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist