უსწრებს თუ არა საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

15
VIEWS

16 აპრილს სხვადასხვა ქართულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს მმართველი პარტიის წევრი, პარლამენტარი ირაკლი ზარქუას განცხადება, რომ დასავლური კვლევების მიხედვით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის 7, ხოლო NATO-ს 11 ქვეყანას უსწრებს.

saqarthvelo kanonis uzenaesobith უსწრებს თუ არა საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრს?

ირაკლი ზარქუას მტკიცება, თითქოს კანონის უზენაესობის კუთხით საქართველო ევროკავშირის 7, ხოლო ნატოს 11 წევრს უსწრებს, ნაწილობრივ მცდარია. World Justice Project-ის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 2 და NATO-ს 6 ქვეყანას, ხოლო ორგანიზაცია V-Dem-ის 2022-წლის მონაცემებით, ევროკავშირის მხოლოდ 1 და NATO-ს 4 წევრს უსწრებს. 

ირაკლი ზარქუას არ დაუზუსტებია, რომელ კვლევას ეყრდნობა მისი განცხადება. მან აღნიშნული განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს მიმართა და “თქვენი კვლევები” ახსენა, რაც სავარაუდოდ აშშ-სა და ევროკავშირში არსებულ კვლევით ცენტრებზე მიანიშნებს. 

“მითების დეტექტორმა” კანონის უზენაესობის კუთხით ყველაზე სანდო ინდექსები მოიძია, რომლებიდანაც ერთი World Justice Project-ს (WJP), რომლის კვლევებსაც მსოფლიო ბანკიც ეყრდნობა, მეორე კი The Varieties of Democracy-ს ( V-Dem-ს) ეკუთვნის.  

საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი” (WJP) კანონის უზენაესობის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსით ზომავენ, მთელი მსოფლიოს ირგვლივ ფართო საზოგადოება როგორ განიხილავს და აღიქვამს კანონის უზენაესობას პრაქტიკულ, ყოველდღიურ სიტუაციაში. ინდექსს 44 ინდიკატორის მიხედვით ადგენენ, რომელიც 8 კატეგორიად არის დაყოფილი: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა; კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა; ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება; რეგულაციების შესრულება; სამოქალაქო სამართალი; სისხლის სამართალი. 

აღსანიშნავია, WJP-ის 2023 წლის მონაცემებით, საქართველო აღნიშნული ინდექსით მსოფლიოში 48-ე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (მონტენეგრო; კოსოვო; ყაზახეთი; ჩრდილოეთ მაკედონია; მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა; უზბეკეთი, უკრაინა; ალბანეთი; სერბეთი; ყირგიზეთი; ბელარუსი; რუსეთი; თურქეთი) პირველ ადგილზეა. თუმცა, ევროკავშირიდან მხოლოდ ორ ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს, რომლებსაც შესაბამისად 59-ე და 73-ე ადგილი უკავიათ. აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველომ შეფასების კრიტერიუმებში, მაქსიმალური 1 ქულიდან, 0.60 ქულა მიიღო და წინა წელთან შედარებით 1 ადგილით წაიწია წინ.

რაც შეეხება ნატოს წევრ ქვეყნებს, 2023 წელს საქართველო 6 მათგანს უსწრებდა. უკვე აღნიშნულ ბულგარეთსა და უნგრეთთან ერთად, ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი და თურქეთი. მათგან ყველაზე დაბალი, 117-ე ადგილი სწორედ ამ უკანასკნელს უკავია. 

V-Dem-ის კვლევაში მოყვანილია 2022 წლის მონაცემები, რომელშიც საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის შეფასების სისტემაში მაქსიმალური 1-დან 0.76 მიიღო, ევროკავშირის წევრებიდან მხოლოდ უნგრეთს, ნატოს წევრებიდან კი უნგრეთს, მონტენეგროს, ჩრდ. მაკედონიას და თურქეთს უსწრებდა.

saqarthvelo kanonis uzenaesobith1 უსწრებს თუ არა საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრს?
წყარო: V-Dem

ცხრილი 1. NATO-ს წევრი სახელმწიფოების პოზიცია კანონის უზენაესობის ინდექსებში

WJP (2023)- ადგილი რეიტინგში V-Dem (2022)- შეფასება (მაქს. 1)
საქართველო 48 0,76
ავსტრია 11 0,91
ბელგია 16 0,98
ბულგარეთი 59 0,8
ხორვატია 45 0,87
კვიპროსი 31 0,86
ჩეხეთი 20 0,89
დანია 1 1
ესტონეთი 9 0,98
ფინეთი 3 0,99
საფრანგეთი 21 0,96
გერმანია 5 0,99
საბერძნეთი 47 0,8
უნგრეთი 73 0,58
ირლანდია  10 0,98
იტალია 32 0,91
ლატვია 22 0,96
ლიეტუვა 18 0,95
ლუქსემბურგი 6 0,98
მალტა 30 0,84
ნიდერლანდები 7 0,98
პოლონეთი 36 0,78
პორტუგალია 28 0,92
რუმინეთი 40 0,79
სლოვაკეთი 34 0,89
სლოვენია 27 0,91
ესპანეთი 24 0,97
შვედეთი 4 0,99
ალბანეთი (NATO) 91 0,62
კანადა (NATO) 12 0,97
ისლანდია (NATO) 0,97
მონტენეგრო (NATO) 57 0,71
Ჩრდ. მაკედონია (NATO) 67 0,39
ნორვეგია (NATO) 2 0,99
თურქეთი (NATO) 117 0,18
დიდი ბრიტანეთი (NATO) 15 0,96
აშშ (NATO) 26 0,96

საქართველოს მმართველი პარტიის წევრებს, მთავრობის ადმინისტრაციას, სამთავრობო მედიებსა თუ ექსპერტებს, საერთაშორისო კვლევები მანიპულაციურად და კონტექსტის გარეშე წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist