მართლმადიდებელი ეკლესია

იდენტობა
13 აგვისტო, 2018

მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სექტებს გაუთანაბრა, მცდარია

2018 წლის 17 ივლისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სახალხო პარტიის ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს ეკლესიის სტატუსი რელიგიური სექტების სტატუსს გაუთანაბრა.