სხვადასხვა

“სტალინის” მანიპულაცია Youtube-ზე

9 სექტემბერი, 2019

2019 წლის 9 სექტემბერს Facebook გვერდმა „სტალინი“ გამოაქვეყნა ინფორმაცია  კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია PragerU-სა და Google-ს შორის არსებული სასამართლო დავის შესახებ. Dailysignal.com-ზე დაყრდნობით “სტალინი” ამტკიცებს, რომ Google-მა PragerU-ის 100-ზე მეტი ვიდეორგოლი  Youtube-ზე კონსერვატიული და ქრისტიანული შეხედულებების გავრცელების გამო დაბლოკა და აკრძალული მასალის კატეგორიას მიაკუთვნა. 

"

Facebook გვერდ „სტალინის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს Google  კონსერვატიული შეხედულებების წინააღმდეგ იბრძვის. Google-ის ვიდეოპლატფორმა Youtube-ი სპეციალური შემზღუდავი ფუნქციით მომხმარებლებს თავად აძლევს შესაძლებლობას, გაფილტრონ სენსიტიური ან ზრდასრულებისათვის განკუთვნილი ვიდეოები, ხოლო PragerU-ს მიერ მომზადებული ვიდეორგოლები ისეთ თემებს შეეხებოდა, როგორებიცაა  გაუპატიურება, აბორტი, ტერორიზმი, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება და სხვა. ამასთან, “სტალინის” მიერ გავრელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ 2017 წელს დაწყებული სასამართლო დავა კომპანია Google-მა ფედერალურ სასამართლოში მოიგო.

ფაქტი #1 Youtube-ის “შემზღუდავი ფუნქციით” მომხარებლები თავად ფილტრავენ სენსიტიური შინაარის მასალებს

Youtube შესაძლებლობას აძლევს მოხმარებლებს, ინდივიდუალურად მოირგონ პლატფორმაზე გავრცელებული კონტენტი და გაფილტრონ არასასურველი შინაარსის, მაგალითად ზრდასრულთათვის განკუთვნილი ვიდეოები. მოხმარებელი თავად წყვეტს, ჩართოს თუ არა ეს ფუნქცია. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს სწორედ ის ფუნქციაა, რომლის შექმნისკენაც აშშ-ს კონგრესმა ონლაინ კომპანიებს მოუწოდა, რათა მშობლებსა და სხვა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ უფრო საოჯახო შინაარსის მასალებს. 

სწორედ ამ ფუნქციის არსებობას თვლის კონსერვატიული PragerU ცენზურად, რაც Google-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საფუძველი გახდა

ფაქტი #2: PragerU-ს ვიდეორგოლები  Youtube-ზე ზრდასრულთათვის იყო განკუთვნილი

PragerU-ს ვიდეოები, რომლებიც Youtube-ს ალგორითთმა შეზღუდულ კატეგორიას მიაკუთვნა, შეეხებოდა აბორტებს, გაუპატიურებას, ტერორიზმს, იარაღის ტარების უფლებას და სხვა სენსიტიურ თემებს და ვრცელდებოდა სათაურებით: “მართლა აუპატიურებენ თუ არა ყოველ მე-5 ქალს კოლეჯში?”, “ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აბოტის შესახებ” და სხვ. 

აღსანიშნავია, რომ PragerU-ს ბევრი მსგავსი ვიდეო სათაურით “სექსი მნიშვნელოვანია”, “სექსი და ადამიანის ბუნება”, “იარაღის ტარების უფლება ქალთა უფლებაა”, “მემარცხენე სტუდენტები რასობრივ სეგრეგაციას უჭერენ მხარს” და სხვანი ამ წუთისთვისაც ხელმისაწვდომია ორგანიზაციის  ოფიციალურ Youtube არხზე

"

"

ფაქტი #3 2018 წელს კომპანია Google-მა PragerU-ს სასამართლო დავა მოუგო

Facebook გვერდ „სტალინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ნახსენები ის ფაქტი, რომ 2017 წელს PragerU-ს მიერ Google-ს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა 2018 წელს Google-მა  ფედერალურ სასამართლოში მოიგო. მოსამართლემ განმარტა, რომ მოპასუხე, ანუ Google კერძო კომპანიაა, რომელსაც უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს როგორ და რა ფორმით დაარეგულიროს  თავისივე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია. 


მოამზადა მარიამ კახიძემ
მითების დეეტექტორის ლაბორატორია