პოლიტიკა

“სპუტნიკის” მიერ გაშუქებული ანტიამერიკული აქცია საბერძნეთში კომუნისტური პარტიის ორგანიზებული იყო

7 თებერვალი, 2020

1 თებერვალს sputnik-georgia-ზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “საბერძნეთში აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის წინააღმდეგ პროტესტმა იფეთქა” (В Греции вспыхнули протесты против оборонного сотрудничества с США). სტატიაში საუბარია საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელმაც სპუტნიკის ინფორმაციით ათენსა და სალონიკში მასშტაბური საპროტეტსო აქციები გამოიწვია. ამის საიულუსტრაციოდ სტატიას ერთვის ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით “საბერძნეთი ცეცხლში” (Греция в огне). 

sputnik-georgia: “პარასკევს საღამოს საბერძნეთი საპროტესტო აქციებმა შეძრა. ათასობით მაცხოვრებელი საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოვიდა. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა ათენში და სალონიკში.” 

სპუტნიკი საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს მანიპულაციურად აშუქებს და მძაფრი ლექსიკით მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს საბერძნეთის მოსახლეობა აშშ-თან თანამშროლობის წინააღმდეგია.  არც სტატიასა და არც ვიდეოჩანაწერში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ აქცია საბერძნეთის კომუნისტური პარტიის (KKE) ორგანიზებით გაიმართა, რომელმაც ბოლო არჩევნებზე მხოლოდ 5,55% მხარდაჭერა მიიღო. 

„ორმაგი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულებას” (MDCA) საბერძნეთსა და აშშ-ს ხელი 1990 წელს მოეწერა, ხოლო რატიფიცრიება  2019 წლის ოქტომბერში მოხდა.  ხელშეკრულება შესაძლებლობას აძლევს აშშ-ს ისარგებლოს სოუდას,  ლარისასა და სტეფანოვიკიოს სამხედრო ბაზებითა და ალექსანდროუპოლისის პორტით. 

დოკუმენტის რატიფიცირების მთავარი მოწინააღმდეგე საბერძნეთის კომუნისტური პარტიაა, რომელმაც აშშ-ს და ანტოს წინააღმდეგ თავისი მხარდამჭერების მობილიზება ათენსა და სალონიკში მოახდინა. საბერძნეთის კომუნისტური პარტია მარქსიტუტლ-ლენინისტური ორგანიზაციაა, რომლის გერბზეც ნამგალი და უროა გამოსახული. პარტიის ლიდერი დიმიტრის კუცუმბასი 2017 წელს რუსულ გაზეთ “პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავს ზეიმობს, სოლოდარობას უცხადებს საბჭოთა კავშირს და მიიჩნევს, რომ ევროკავშირი და ნატო ბერძენი ხალხის წინააღმდეგაა. 

2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით სულ საბერძნეთში 9,962,261 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  ბოლო 2 საპარლამენტო არჩევნების შედეგად (2015,2019) კომუნისტური პარტიის რეიტინგი თითქმის უცვლელია და არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმათა 5,55%-ს არ აღემატება. 

2015 წლის არჩევნებში მოანწილეობა  5,566,295 ამომრჩეველმა მიიღო და კომუნისტურ პარტიას მხარი 5.55% პროცენტმა დაუჭირა, რამაც მას საკანონმდებლო ორგანოში 15 ადგილი მოაპოვებინა. 

"
ინფოგრაფიკა: electionguide.org

2019 წლის არჩევნებზე საბერძნეთის 5,769,542 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც კომუნისტურ პარტიას მოქალაქეთა 5,35% დაუჭირა მხარი და შედეგად პარტია პარლამენტში 15 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

"
 ინფოგრაფიკა: electionguide.org


მოამზადა გურამ გუდაშვილმა 
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი