სხვადასხვა

Sputnik-abkhazia-ს მანიპულაცია, თითქოს ინგლისის ბანკმა ვენესუელას ოქრო მიითვისა

22 თებერვალი, 2019

16 თებერვალს რუსულენოვანმა Sputnik-abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მასტერ-კლასი ინგლისისა და აშშ-სგან: როგორ მივითვისოთ სხვისი ოქრო”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ინგლისის ბანკმა ვენესუელისათვის ოქროს მარაგის დაბრუნებაზე უარი განაცხადა და თითქოს ეს ფაქტი ვენესუელის ოქროს მითვისებას წარმოადგებს. Sputnik-abkhazia РИА Новости -ის მასალას ეყრდნობა.

Sputnik-abkhazia: “იანვარში მსოფლიო ეკონიმიკური საზოგადოება გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ინგლისის ბანკმა  ვენესუელისათვის ოქროს მარაგის დაბრუნებაზე უარი განაცხადა…”

Sputnik-abkhazia-ს ინფორმაცია,  თითქოს ინგლისის ბანკმა ვენესუელას ოქრო მიითვისა, მანიპულაციაა. ინგლისის ცენტრალური ბანკმა ოქროს გადაცემაზე უარი ვენესუელას არალეგიტიმურ პრეზიდენტს ფინანსური სანქციების გამო უთხრა, რაც ქვეყანაში შექმნილი კრიზისით არის განპირობებული.

რის საფუძველზე განუცხადა ინგლისის ბანკმა  მადუროს ხელისუფლებას უარი ოქროს გადაცემაზე?

ამ საკითხზე 26 იანვარს CNN-მა გამოაქვეყნა ინგლისის ბანკის კომენტარი, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკი კლიენტებთან ურთიერთობის შესახებს დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, ხასგასმულია, რომ “ყველა ოპერაციის განხორციელებისას, ბანკი  რისკების მენეჯმენტის უმაღლესი სტანტარტებით ხელმძრავნელობს და ყველა შესაბამის კანონმდებლობას, მათ შორის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს”.

  • ნიკოლას მადურო, რომელიც ინგლისის ბანკისაგან  ოქროს ითხოვს, ვენესუელას ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის

4 თებერვალს ევროკავშირს სახელმწიფოებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო ცნო, მადუროს მმართველობა კი არალეგიტიმურად გამოაცხადა. მსოფლიოს 65 სახელმწიფო და ევროკავშირი  ვენესუელას პრეზიდენტად  ნიკოლას მადუროს არ ცნობს.

  • მადუროს ხელისუფლების  წინააღმდეგ ფინანსური სანქციები ევროკავშირის, აშშ-ს და დიდმა ბრიტანეთის მიერ არის დააწესებული

ვენესუელას წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ევროკავშრმა 2017 წლიდან დააწესა. 2018 წლის 31 ინვარს ვენესუელას არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები გაამკაცრა. ასევე, 2019 წლის 15 თებრვალს ვენესუელას არალეგიტიმური ხელისულფების მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ხუან მადუროს წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები გაამკაცრა.

  • ვენესუელაში შექმნილი კრიზისი ოქროს მიზნობრივად განკარგვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ვენესუელაში სუპერ-ინფლაციაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  თანახმად, ინფლაციის დონე 2018 წელს 1 370 000 % იყო, 2019 წლისათვის კი 100 მლნ. % არის პროგნოზირებული. ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური ხელისუფლება კორუმპირებულია, საერთაშორისო გამჭვირვალობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ვენესუელა კორუფციასთან დაკავშირუებული პრობლემების გამო 180 ქვეყნიდან 168-ე ადგილზეა. ვენესუელას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დიდ კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში არიან მხილებულები. ვენესუელას მოქმედი ხელისუფლება ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას ახდენს, ნავთობის წარმოება ვენესუელის ეკონომიკის 95%-ს შეადგენს.

2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისის ანალიზის საფუძველზე გამოქვეყნებული 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების  ინდექსის მიხედვით, ვენესუელა ბოლოს წინა ადგილზეა ჩრდილოეთ კორეის შემდეგ.  

ასევე, აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბანკის საკუთრებაში საერთოდ არ არსებობს ოქროს მარაგი და ის ეროვნულ ცენტრალურ ბანკებს ეკუთვნის.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ