სხვადასხვა

სოციალურ ქსელში სომეხი აკვალანგისტების შესახებ ყალბი ვიდეო ვრცელდება

17 ნოემბერი, 2020

22 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გამოაქვეყნა ვიდეო (არქივი), აღწერით: “წარმოუდგენელი რამ КГБ-ს არქივიდან.” რუსულენოვანი ვიდეოს თანახმად, ის ოდესაში, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება. ავტორის მტკიცებით, სომეხი აკვალანგისტები ბავშვებს ზღვაში ახრჩობდნენ, შემდეგ კი მათი გვამების პოვნისთვის მშობლებისგან ფულს იღებდნენ. ვიდეოში აღნიშნულია ისიც, რომ  ისტორიისა და გეოგრაფიის გაყალბების მიზნით, დამნაშავეები წყლის ქვეშ სომხურენოვან წარწერებს ტოვებდნენ, რათა წლების შემდეგ მეცნიერებს ეს ტერიტორია “დიდი სომხეთის” ნაწილი ჰგონებოდათ. ვიდეოში წყაროდ აზერბაიჯანული გამოცემა Axar.az-ია დასახელებული და აღნიშნულია, რომ ის თავის მხრივ ჟურნალ “Огонек-ის” 1982 წლის ერთ-ერთ ნომერს ეყრდნობა. 

15 ნომებრის მონაცემებით,  ვიდეოს 6 ათასი რეაქცია და 2.6 ათასი კომენტარი და 59 გაზიარება აქვს.

;

გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც სომეხი აკვალანგისტების მიერ ბავშვების მკვლელობასა და ისტორიის გაყალბებას ეხება, ყალბია და არმენოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად. ვიდეოში წყაროდ დასახელებულ 1982 წლის “Огонёк”-ის ნომერში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ვიდეო ფოტომანიპულაციასაც შეიცავს, რადგან მასში გამოყენებული  აკვალანგისტების კადრი რეალურად 2010 წლის ფოტოა. ვიდეო აზერბაიჯანულმა სამხედრო-საინფორმაციო Youtube  არხმა გამოაქვეყნა.

ვიდეოში წყაროდ დასახელებულ 1982 წლის “Огонёк”ის ნომერში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება

გამოქვეყნებულ ვიდეოში წყაროდ  დასახელებული ჟურნალი “Огонёк”-ის ნომერი დაკონკრეტებული არ არის. კონკრეტული ნომერი არც Axar.az-ის სტატიაშია ნახსენები, რომელსაც ვიდეო წყაროდ ეყრდნობა.  თუმცა ვიდეოს კადრში 1982 წლის Огонек-ის მეექვსე ნომრის გარეკანის ფოტო ჩანს

1899 წელს დაარსებული ჟურნალი “Огонёк” საბჭოთა კავშირის პერიოდში ზოგადპოლიტიკურ, ლიტერატურულ და სახელოვნებო თემებზე ყოველკვირეულად წერდა. 

ამჟამად ინტერნეტში ხელმისაწვდომია 1982 წლის ყველა ნომერი (52 ცალი), მათ შორის თებერვლით დათარიღებული მე-6 ნომერიც, თუმცა მასში არსებულ არც ერთ სტატიაში მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება. 

;;

;

დოკუმენტურ ვიდეოში 1982 წლის მოვლენების  საილუსტრაციოდ აკვალანგისტების 2010 წლის ფოტოა გამოყენებული

ვიდეოზე თანდართული ერთ-ერთი ფოტო, რომელიც თითქოს 1980-იან წლებში შავი ზღვის სიღრმეში სომეხ აკვალანგისტებს აღწერს, რეალურად 2010 წელსაა გადაღებული. ფოტოზე აღბეჭდილები არიან წყალქვეშა არქეოლოგი ჯოზეფ ზარზინსკი და მეცნიერი ჯონ ვიმბუში მაშინ, როცა ისინი ტბა ჯორჯის ფსკერზე არსებულ არტეფაქტებს იკვლევენ. 

;

გავრცელება აზერბაიჯანულ და რუსულ წყაროებში

ღია წყაროებით რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებულ მასალებში, რომლებიც ამ თემას ეხება, ინფორმაციის წყაროდ მეტწილად “აგანიოკია” მითითებული. ყველა მასალა თითქმის ერთსა და იმავე რუსულენოვან ტექსტს იმეორებს.

იდენტური ინფორმაცია ნარატიული სახით ინტერნეტში პირველად 2013 წლის 7 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა Ilkin Hasani-მ გაავრცელა, ამავე დღეს აღნიშნული ინფორმაცია, ავტორის ვინაობის მითითებით, ფეისბუქ  გვერდზე “GAPP.az განთავსდა, სადაც წყაროდ ისევ “Огонёк”-ია მიუთითებული. ინფორმაციის სავარაუდო პირველწყარო Ilkin Hasani თავისივე linkedin-ის პროფილის მიხედვით ტელეწამყვანი და კომპანია ilkmedia-ს დამფუძნებელია. 

;

;

2013 წლის 8 ივნისს იგივე ტექსტი ერთ-ერთმა მომხმარებელმა რუსულენოვან ფორუმზე pikabu.ru დადო.

;

  • ინფორმაციის გავრცელება 2020 წელს: ვიდეო აზერბაიჯანულმა სამხედრო-საინფორმაციო Youtube  არხმა გამოაქვეყნა 

როგორც ვიდეოშია აღნიშნული ოდესაში სომხების დანაშაულებრივ ქმედებებზე იდენტური ინფორმაცია ბაქოში მოქმედმა მედიასაშუალება Axar.az-მა რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე მართლაც გამოაქვეყნა. სტატია ინტერნეტში 2020 წლის 5 სექტემბერს 10:42 სააათზე  განთავსდა და წყაროდ Огонек-ის 1982 წლის ნომერია მითითებული. ამავე დღეს სტატიის ტექსტის იდენტური ვიდეო  Youtube არხზე “DADO79” -ზე გამოჩნდა. Youtube Data Viewer-ის ხელსაწყოს საშუალებით დგინდება, რომ ვიდეო ბაქოს დროით 16:10 საათზე გამოქვეყნდა. Youtube არხი “DADO79” სამხედრო-საინფორმაციო არხად პოზიციონირებს და აუდიტორიისთვის აზერბაჯანისა და სომხეთის არმიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ისახავს მიზნად. ის აზერბაიჯანიდან იმართება და ხშირად სომხეთის მადისკრედიტირებელ ვიდეოებს აქვეყნებს

;

ქართული ფეისბუკ გვერდმა   “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” 22 სექტემბერს სწორედ Youtube არხის “DADO79”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო გამოაქვეყნა თუმცა ამ ვერსიაში ვიდეოს დასაწყისი მოჭრილია, რომელშიც ნათქვამია, რომ სიუჟეტში მოცემული მასალა შეიცავს ავტორის შეფასებებსა და ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას. 

;

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოზე თანდართულ ტექსტში კვლავ 1982 წლის სტატიაზეა საუბარი, ავტორი წყაროდ მხოლოდ azar.az-ის რუსულენოვან სტატიას უთითებს. 

;

Axar.az-ის გარდა იმავე ტექსტით ინფორმაცია სხვა აზერბაიჯანულ გამოცემებში, 5 სექტემბერს  Sia.az-ზე, ხოლო 7 სექტემბერს aqreqator.az-ზე გამოქვეყნდა. 

ვიდეოს გავრცელება ქართული სოციალურ ქსელში

“რაც გინახავს ვეღარ ნახავ”-ს ვიდეო კიდევ ორმა ფეისბუქ გვერდმა - BW & ZTV და თავაშვებული ცხოვრება გააზიარა.

;

ვიდეო სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ ფეისბუქ გვერდსა და ჯგუფში 59-ჯერ გაზიარდა, მათ შორისაა: “ჩვენ ამერიკაში,” “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!,” “საქართველო უპირველეს ყოვლისა6505 ძვ.წ,” “პროტესტი! Protest! Протест!”  და “ანტილიბერალური სივრცე.”

 

მარიამ დანგაძე