შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

2020 წლის 9 ნოემბერს ანტი-ვაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე კორონავირუსის ტესტების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, კორონავირუსის გამოვლენა შესაძლებელია არა მხოლოდ PCR ტესტისთ, არამედ სისხლის ანალიზით და ტესტირების ამ მეთოდს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. ავტორის მტკიცებით, საქართველოში ადამიანებს საშუალებას არ აძლევენ, კორონავირუსის გამოსავლენად, PCR  ტესტის ნაცვლად სისხლის ანლიზი გაიკეთონ, რაც ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

tghd შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზით?

აღნიშნული პოსტი კორონავირუსის ტესტირების მეთოდების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. სისხლის ნიმუშის საშუალებით დგინდება აქვს თუ არა ორგანიზმს გადატანილი ვირუსი, თუმცა ინფორმაციას ტესტირების მომენტში ადამიანის ინფიცირების შესახებ ის არ იძლევა, ხოლო PCR ტესტი მიმდინარე ინფექციას მაღალი სიზუსტით აჩვენებს.

  • სისხლის ნიმუში გადატანილი ვირუსის შესახებ ინფორმაციას იძლევა და არა ტესტირების მომენტში ინფიცირების შესახებ

კორონავირუსის დიაგნოსტირების ორი მეთოდი არსებობს: ერთი მათგანი ადგენს ორგანიზმში ვირუსის არსებობას ტესტის გაკეთებისას, ხოლო მეორეთი ვიგებთ აქვს თუ არა ორგანიზმს გადატანილი ვირუსი. ვირუსის ორგანიზმში არსებობას ანტიგენის სწრაფი და მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული PCR ტესტებით ადგენენ. მაღალი მგრძნობელობის და სპეციფიურობის გამო, PCR ტესტი დაავადების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის სისხლის ნიმუშის გამოყენება მეორე მეთოდია, რომელიც აჩვენებს აქვს თუ არა პაციენტს სისხლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ე.ი. იყო თუ არა წარსულში პაციენტი ინფიცირებული. კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმის დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გამომუშავდება, რადგან კორონავირუსი ჯერკიდევ ახალი ვირუსია, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ხნით რჩებიან შესაბამისი ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში. ამიტომაც, შესაძლოა ანტისხეულების ტესტმაც ვერ მოგვცეს ზუსტი პასუხი, აქვს თუ არა ორგანიზმს კორონავირუსი ან გადაუტანია თუ არა იგი.

ამჟამად, კორონავირუსის ანტისხეულების ტესტი სხვადასხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის ამერიკაშიც და რუსეთშიც. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სააგენტომ ვირუსის ანტისხეულების რამდენიმე ტესტს მიანიჭა ავტორიზება, თუმცა არცერთი ტესტი 100%-იანი სიზუსტის არ არის და ისინი მიმდინარე ინფექციის დიაგნოსტირების მიზნით არ უნდა გამოიყენებოდეს. 

ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში “ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი” ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტესტს ცრუ შედეგის ჩვენების მაღალი ალბათობა აქვს და ხშირად საჭიროა მისგან მიღებული პასუხების გადამოწმება.

gdph შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზით?

კორონავირუსის დიაგნოსტირების მეთოდების შესახებ ვრცლად იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარი მურცხვალიძის მიერ “მითების დეტექტორისთვის” მომზადებულ სამეცნიერო ბლოგში: როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება? 

  • შორენა შანიძის პოსტის გავრცელება 

2020 წლის 11 ნოემბრის 12:00 საათის მდომარეობით შორენა შანიძის გვერდზე გამოქვეყნებულ  პოსტს 27 გაზიარება აქვს. ავტორმა ანალოგიური ტექსტი დაპოსტა კორონავირუსის თემაზე შექმნილ საჯარო ჯგუფებში კორონავირუსი/covid-19 ერთად დავამარცხოთ და კორონა აფიორა. პოსტს ყველაზე მეტი გამოხმაურება აქვს ჯგუფში “კორონავირუსი/covid-19 ერთად დავამარცხოთ”, სადაც პოსტი 67-ჯერ გადააზიარეს.

eht 4 შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზით?


 

მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist