სხვადასხვა

საპირველაპრილო ხუმრობის რეალობად გასაღება სოციალურ ქსელში

15 მარტი, 2016

14 აპრილს, ინტერნეტ პორტალ „Politicano"-ს ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული იყო რუსულენოვანი ონლაინ გამოცემა „Конт" - ის შემდეგი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით 17 აპრილიდან რუსეთის მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებდნენ. 

რუსულენოვანი პორტალის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის 2016 წლის 25 მარტს მოეწერა ხელი."„Politicano"-ს ფეისბუქზე გაზიარებულ ამ რუსულენოვან სტატიას კი თან ერთვოდა შემდეგი შინაარსის ქართულენოვანი კომენტარი:

"საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების მიუხედავად რუსეთმა მაინც დაგვასწრო და 2016 წლის 17 აპრილიდან ევროპაში უვიზოდ მგზავრობას შეძლებენ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ..."

„Конт" - ის ინფორმაციის წყარო საიტი 

Gorabbit.ru -ა, რომელსაც სტატიის დასასრულს ერთვის მინაწერი, რომ აღნიშნული პუბლიკაცია საპირველაპრილო ხუმრობას წარმოადგენს, რაც არც „Конт" - ს და არც „Politicano"-ს არ მიუთითებიათ და მკითხველს ის როგორც რეალური ამბავი მიაწოდეს.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესთან ერთად, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად შეწყდა.

პროფილები: