პოლიტიკა

სახელისუფლებო “ბლოგერი” გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა

22 ნოემბერი, 2019

განახლებული ვერსია: ფეისბუკ გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი”, რომელიც 2019 წლის 22 ივლისიდან ფუნქციონირებს, პრო-სახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს. აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინ პლატფორმები ხშირად წყაროდ იყენებენ და მასზე დაყრდნობით სასურველი გზავნილების მულტიპლიკაციას სხვა გვერდებზე ონლაინ პლარფორმებზეც ახდენენ. 

“გიორგი აღაპიშვილის ბლოგის” პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები გვიჩვენებს, რომ ფოტო პროპგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის. 

     1. პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.

"

   2. თმა - გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა. 

"

  3. ხელოვნური კანი - გენერირებულ ფოტოებზე კანი ბუნებრივი არ არის. ადვილად შესამჩნევია დეფექტები, არაბუნებივი სიმკვეთრე და განათებები.

"

 4. ასიმეტრია - ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია. 

"

მეტი თვალსაჩინოებისთვის, განვიხილოთ სხვა გენერირებულ ფოტოები და დავაკვირდეთ იდენტურ დეტალებს.

"

გიორგი აღაპიშვილის ბლოგის შესახებ

ფეისბუკ გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი” 2019 წლის 22 ივლისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 თვის თავზე შეიქმნა და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს 21 ნოემბრის მდგომარეობით 1895 მოწონება და 2027 გამომწერი ჰყავს. პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.

""

17 ნოემბერს, ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე, გიორგი აღაპიშვილის ბლოგმა გამოაქვეყნა ფოტოები ალბომის სათაურით “შენი მომავალი მთავრობა”, რომელშიც იმეორებდა აქტივისტების წინააღმდეგ სხვა სახელისუფლებო ტროლების ნარატივს, რომ აქციების შედეგად ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდებოდა. ამავე ალბომში ენმ-ად მოიაზრებს კრიტიკულ მედიასაც. 

"

დისკრედიტაციის გარდა, აღაპიშვილის ბლოგზე ვხვდებით ხელისუფლების, კერძოდ კი გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტებს. 

""

"

ვინ აშუქებს და ახდენს გიორგი აღაპიშვილის ლეგიტიმაციას?

გიორგი აღაპიშვილი, როგორც ბლოგერი ხშირად არის ქართული ონლაინ პლატფორმების წყარო. მის პოსტებს აქვეყნებდნენ გამოცემები PIA, ქართული აზრი, კვირა, guardian.ge, ინტერმედია, tvalsazrisi.ge.

""

"

"

"

განახლება: 22 ნოემბერს “მითების დეტექტორის” სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკ გვერდმა “გიორგი აღაპაშვილის ბლოგი” სახელი შეიცვალა და “ხელვონური ინტელექტის ბლოგად” გადაკეთდა. 

Changed name


მოამზადა სოფო გელავამ