საით გაფრინდა ივანიშვილის ვერტმფრენი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

60
VIEWS

ონლაინ გამოცემამ Publishers.ge 2 ოქტომბერს ინფორმაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა:“ივანიშვილის ქვეყანას ტოვებს? სასწრაფოდ! რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები ივანიშვილის სახლთან ვერტმფრენი მივიდა სად მიდის ის?” სტატიას ფეისბუქ მომხმარებლის Kakha Tilidze -ის მიერ გავრცელებული ვიდეო ერთვის, თუმცა მასში დამატებითი ინფორმაცია არ გვხვდება, რის გამოც სტატია ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ვერტმფრენით დატოვა.

"
2021 წლის 1 ოქტომბერს 11 საათსა და 43 წუთზე ფეისბუქ ანგარიშმა Kakha Tilidze სოლოლაკის სასახლეში ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენის დაშვების ვიდეო  შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ბორის რახთება საით გაგიწევია”. აღნიშნული პოსტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გიორგი გახარიას მხარდამჭერ 10 საჯარო ჯგუფში გაზიარდა: სანდრა რულოვსის მხარდამჭერები🇬🇪ერთიანი ნაციონალური მოძრაობა🇬🇪მიხეილ სააკაშვილის შტაბიხატია დეკანოიძის მხარდამჭერები💗სამშობლოს სადარაჯოზე💗,მიშა საქართველოს პრეზიდენტიარუსეთი ოკუპანტიანიკა მელია თბილისის მერადგახარია საქართველოსთვის 25 და  Сухуми и сухумцы! ВСЕ КТО СЕБЯ СЧИТАЕТ ТАКОВЫМИ.

"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო და Publishers.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია შეცდომაში შემყვანია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადი ვერტმფრენი ხშირად გადაადგილდება. აღნიშნული პუბლიკაცია კი, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ვერტმფრენით გადაადგილება, ქვეყნის დატოვებას ასახავს.

ვიდეო, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ სოლოლაკის სასახლის დატოვებას ასახავს, 1 ოქტომბრის დილას, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ გავრცელდა. სოლოლაკის რეზიდენციაში ვერტმფრენის დაშვების ამსახველი სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო 1 ოქტომბრამდე ორი დღით ადრე ტელეკომპანია TV Pirveli-მაც გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ვიდეო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის თბილისში დაბრუნებას ასახავდა. 29 სექტემბრის შემდეგ ქართულ მედიაში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით ვერტმფრენის გადაადგილების შესახებ სხვა ცნობები არ გვხვდება.

"
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ვერტმფრენის მფლობელია და მათი გამოყენებით ხშირად გადაადგილდება. 2021 წლის იანვარში ტელეკომპანია “მთავარი არხის”ცნობით, მილიარდელის საკუთრებაში 14 ვერტმფრენი იყო.

წყაროს შესახებ 

publishers.ge სტატიებსა და ახალ ამბებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზეც აქვეყნებს, რომელთაგანაც ზოგიერთი მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკულობით გამოირჩევა. publishers.ge-ის ფეისბუქ გვერდი არ აქვს და მისი მასალები სოციალურ ქსელში საჯარო ჯგუფებში ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ ზიარდება. გამოცემა ბიძინა ივანიშვილის შესახებ მადისკრედიტებელ სტატიებს და დაუსაბუთებელ ინფორმაციას წარსულშიც ავრცელებდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:
ინფორმაცია, თითქოს  ივანიშვილი ტრამპის კამპანიას არალეგალურად აფინანსებდა, მტკიცებულებების გარეშეა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist