საიდან გაჩნდა ეშმაკის მსგავსი ფრინველი ესპანეთის ტაძარზე?  

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

146
VIEWS

2020 წლის 25 მატს Faceboook გვერდმა “ალექსანდრია” გამოაქვეყნა ვიდეო პოსტი, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ესპანეთში ერთ-ერთი ტაძრის თავზე ეშმაკის მსგავსი უცნაური ფრინველი გამოჩნდა. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ის ვიდეოს ავთენტურობაში დარწმუნებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო 2020 წლისაა, ის ახლაც პოპულარულია და 2021 წლის 25 მარტის მონაცემებით 2,1 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

ასევე, როგორც Crodwtangle-ის მონაცემებით ირკვევა 2020 წლის მარტსა და აპრილში ფეისბუქ გვერდ “ალექსანდრიას” ვიდეო 5 სხვადასხვა საჯარო ფეისბუქ ჯგუფში ზიარდებოდა.

;

;

გავრცელებული პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ესპანეთში ტაძრის თავზე ეშმაკის მსგავსი ფრინველი გამოჩნდა, ვიდეოფაბრიკაციაა. რეალურად, ვიდეო JJPD Productions-ს ეკუთვნის და ის ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით არ შექმნილა.

ორიგინალი ვიდეოდან, რომელიც  JJPD Productions-ის youtube არხზე 2019 წლის 3 ივნისს იძებნება, ირკვევა, რომ ვიდეო გრაფიკულად არის დამუშავებული. როგორც ვიდეოს აღწერაშია განმარტებული, მასში ნაჩვენები კათედრალი ნიკარაგუას ქალაქ გრანადაში მდებარეობს. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ არხი მსგავს ვიდეოებს გართობის მიზნით ქმნის.

;

2019 წლის 9 სექტემბერს JJPD Productions-მა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მოხდა უჩვეულო ვიზუალის მქონე ფრინველის პროგრამულად დამუშავება და გრანადის კათედრალზე მისი მოთავსება.

;

;

JJPD Productions-ის youtube არხზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ის ორ ნიკარაგუელ ძმას ეკუთვნის, რომლებიც ვიდეოებს სპეციალური ეფექტებით ქმნიან. ვიდეოები ეხება პარანორმალურ მოვლენებს, მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, საშინელებათა ისტორიებს და სხვა.

;

ვიდეო ყალბი აღწერილობით სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა. ერთ-ერთ ვერსიაში ამტკიცებდნენ, თითქოს იტალიაში მდებარე ეკლესიას თავს ე.წ. ისლამური ძალები ესხმოდნენ. აღნიშნული ვიდეო The Logical Indian-მაც გადაამოწმა.

 წყაროს შესახებ

რაც შეეხება გამავრცელებელ ფეისბუქ გვერდ „ალექსანდრიას“, ის 2013 წლის 13 ივლისს შეიქმნა. გვერდი ძირითადად მოდელების ფოტოსურათებს და გასართობი ხასიათის შინაარსს ავრცელებს. გვერდის შესახებ განყოფილებაში წერია, რომ ის ქორწინების დღესთან დაკავშირებულ ჯავშნებზე მუშაობს. გვერდის ინფორმაციაშივე მითითებულია, რომ მისი მფლობელი ვინმე დავით ჯაფარიძეა. მას ასევე აქვს youtube არხი, სადაც სხვადასხვა სახის ვიდეოებს აქვეყნებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist